ერევანი (სომხ.Երևան ან Երեւան; ყოფილი სახელებიერებუნი[3] დაერივანი) —სომხეთისდედაქალაქი და უდიდესიქალაქი. მდებარეობსმდინარე რაზდანზე, კოორდინატებით 40°10′N 44°31′E. ერევანი, პირველად, დაახლოებით ძვ. წ. 782 წელს იხსენიება და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია.
ერევნის ისტორია სათავეს ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნეში იღებს, როცაარგიშთი I-მაარარატის ვაკის დასავლეთ კიდეზე ციხე-სიმაგრეერებუნი აღმართა. ეს მოხდაძვ. წ. 782 წელს. ერებუნი შეიქმნა როგორც „დიდებული ადმინისტრაციული და რელიგიური ცენტრი, სავსებით სამეფო დედაქალაქი“. გვიანდელდიდი სომხეთის სამეფოში ახალი დედაქალაქები იქმნებოდა, რამაც შეასუსტა ერევნის მნიშვნელობა. ირანისა და რუსეთის უღელქვეშ, ერევანი იყო ჯერერევნის სახანოს ცენტრი1736-დან1828 წლამდე და შემდეგერევნის გუბერნიის ცენტრი1850-დან1917 წლამდე.პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერევანი გახდასომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქი, სადაცსომხების გენოციდს გადარჩენილმა ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი. ქალაქი სწრაფად გაფართოვდაXX საუკუნეში, ვინაიდან სომხეთი გახდასაბჭოთა კავშირის წევრი. სულ რამდენიმე ათწლეულში ერევანი გადაიქცარუსეთის იმპერიაში შემავალი პროვინციული ქალაქიდან, სომხეთის ძირითად კულტურულ და ინდუსტრიულ ცენტრად.
ერევანი ზღვის დონიდან საშუალოდ 990 მეტრზე მდებარეობს. ყველაზე დაბალი წერტილი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს — 865 მეტრი, ხოლო ყველაზე მაღალი ჩრდილო-აღმოსავლეთით — 1390 მეტრი.[5] ქალაქი მდებარეობს მდინარერაზდანის ნაპირზე,არარატის ვაკიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქვეყნის დასავლეთ-ცენტრალურ ნაწილში. ქალაქის ზედა ნაწილი სამი მხრიდან მთებითაა დაფარული. რაზდანის მდინარე ქალაქს ულამაზესი კანიონით ორ ნაწილად ჰყოფს.
ერებუნის ნაკრძალი შეიქმნა 1981 წელს და მოთავსებულია ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 8 კილომეტრზე სამხრეთ-აღმოსავლეთით. ნაკრძალი ზღვის დონიდან 1300-1450 მეტრზე მდებარეობს და იკავებს 120 ჰექტარს. იგი შედგება ნახევრად უდაბური მთებისა და ველებისგან.[7]
ერევანშიკიოპენის კლასიფიკაციითკონტინენტური კლიმატია. გრძელი, ცხელი და მშრალი ზაფხულითა და მოკლე, მაგრამ ცივი და თოვლიანი ზამთრით. ეს გამოწვეულია ზღვიდან დაშორებითა და ისეთ ველზე განლაგებით, რომელსაც მთები აკრავს გარშემო. ზაფხულობით როგორც წესი ძალიან ცხელა და აგვისტოში ტემპერატურა 40 °C-საც კი აღწევს. ზამთარში კი, როგორც წესი ხშირად თოვს და ტემპერატურა შეიძლება -15 °C-მდე ან უფრო დაბლაც დაეცეს. ნალექი მცირე რაოდენობით მოდის, წელიწადში დაახლოებით 318 მილიმეტრი. ერევანში საშუალოდ 2700 საათი მზეა წელიწადში.[5]
თავდაპირველად პატარა ქალაქი, ერევანი გაფართოვდა, გახდა სომხეთის დედაქალაქი და ამჟამად აქ მილიონზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. საბჭოთა კავშირის დაშლამდე, მოსახლეობის უმეტესობას შეადგენდნენ სომხები, თუმცა აქ ასევე ცხოვრობდნენ სხვადასხვა უმცირესობები: რუსები, ქურთები, აზერბაიჯანელები და ირანელები. თუმცაყარაბაღის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. რუსული მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კი ქვეყანა 1990-ანი წლების ეკონომიკური კრიზისის დროს დატოვა. დღესდღეობით, ერევანში ძირითადად მხოლოდ ეთნიკური სომხები ცხოვრობენ.
საბჭოთა კავშირის დაშლისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა და გაემგზავრა რუსეთში, ჩრდ. ამერიკასა და ევროპაში. ერევნის მოსახლეობა დაეცა 1 250 000-დან[8] 1 103 488-მდე 2001 წელს და 1 091 235-მდე 2003 წელს. თუმცა ამის შემდეგ ერევნის მოსახლეობა იზრდება. 2007 წლის მონაცემებით, დედაქალაქს 1 107 800 მაცხოვრებელი ჰყავდა.
ერევნელები როგორც წესი ერევნულ დიალექტზე საუბრობენ. ეს აღმოსავლეთ სომხური დიალექტია, რომელიც სავარაუდოდ XIII საუკუნეში წარმოიშვა.ძველი სომხური ენის სიტყვები შეადგენენ აღნიშნული დიალექტის დიდ ნაწილს.[9] ისტორიის მანძილზე მასზე გავლენას ახდენდა მრავალი ენა, მათ შორის განსაკუთრებულს რუსული და სპარსული. შესაბამისად ამ ენებიდან ე.წ „ნასესხები სიტყვები“ დღესაც მრავლად გვხვდება. ერევნული დიალექტი დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული სომხური დიალექტია და მასზე არა მარტო ერევანში, მის შემოგარენშიც საუბრობენ.[10]
ერევანი თავდაპირველად სომხებით იყო დასახლებული და ჰომოგენურად დარჩა XV საუკუნემდე.ერევნის ციხესიმაგრის მოსახლეობა, დაარსებული 1580-იან წლებში, ძირითადად მუსულმანი ჯარისკაცებისგან შედგებოდა და მათი რაოდენობა 2-3 ათასს უტოლდებოდა.[11][12] უშუალოდ ქალაქის მოსახლეები კი ძირითადად სომხები იყვნენ. ფრანგი მოგზაურიჟან ბატისტ ტავერნიე, რომელიც ერევანს 6-ჯერ ესტუმრა 1631-დან 1668 წლამდე, ამბობდა რომ ქალაქი მხოლოდ სომხებით იყო დასახლებული. რეგიონის დემოგრაფია შეცვალა უამრავმა ომმა ოსმალთა იმპერიას, ირანსა და რუსეთს შორის. XIX საუკუნის დასაწყისისთვის, ერევანში უმრავლესობა მუსულმანი იყო.
სომხეთის გასაბჭოებამდე ერევანი მულტიკულტურული ქალაქი იყო. აქ ძირითადად სომხები და კავკასიელი თათრები (თანამედროვე აზერბაიჯანელები) ცხოვრობდნენ. სომხების გენოციდის შემდეგ, უამრავი ლტოლვილი გამოიქცა „დასავლეთ სომხეთიდან“ (სომხეთის ისტორიული ნაწილი. თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე) აღმოსავლეთისკენ. 1919 წელს, 75 000 სომეხი ლტოლვილი ჩავიდა ერევანში ოსმალთა იმპერიიდან. ამ ლტოლვილთა დიდი ნაწილი ტიფითა და სხვა დაავადებებით გარდაიცვალა.[13]
1921-დან 1936 წლამდე, დაახლოებით 42 000 ეთნიკური სომეხიერაყიდან,თურქეთიდან,ირანიდან,საბერძნეთიდან,სირიიდან,საფრანგეთიდან,ბულგარეთიდან და ა.შ. დაბრუნდა საბჭოთა სომხეთში და მათი უმეტესობა ერევანში დასახლდა. რეპატრიაციის მეორე ტალღა 1946-1948 წლებში მოხდა, როცა 100 000 ეთნიკური სომეხი ირანიდან, სირიიდან,ლიბანიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან,რუმინეთიდან,კვიპროსიდან,პალესტინიდან, ერაყიდან,ეგვიპტიდან, საფრანგეთიდამ,აშშ-დან და ა.შ. დაბრუნდა საბჭოთა სომხეთში და ასევე მათი უმეტესობაც დასახლდა ერევანში. ასე რომ, ერევანი საბჭოთა კავშირში შესვლიდან პირველ სამ ათწლეულში გახდა მეტად მონოეთნიკური.
ტურიზმი სომხეთში წლიდან წლამდე ვითარდება, ერევანი კი ქვეყნის მთავარი ტურისტული მიმართულებაა. ქალაქში არის უამრავი ძვირადღირებული სასტუმრო, თანამედროვე რესტორნები, ბარები, პაბები და ღამის კლუბები. ერევანში მრავალი ადგილია ტურისტებისთვის მიმზიდველი, როგორებიცაა მოცეკვავე შადრევნები რესპუბლიკის მოედანზე, ეროვნული ოპერის სახლი,ერევნის კასკადი და ა.შ. ყველაზე დიდი სასტუმრო ერევანში არის „ანი პლაზა ჰოტელი“.
თვითონ ერევნის მდებარეობა არის შთამაგონებელი ფაქტორი უცხოელებისთვის ქალაქის მოსანახულებლად, რადგან აქ შესაძლებელია ბიბლიური მთის,არარატის ხედებით ტკბობა, როცა ქალაქი მის ფერხთით წევს და რომაული ამფითეატრის ფორმას იმეორებს.
ტოპ-10 ყველაზე უსაფრთხო ქალაქების სიაში შემავალ ერევანს, ფართოდ გავრცელებული ღამის ცხოვრება და ღამის კლუბების დიდი არჩევანი აქვს. აქ ასევე შეხვდებით ქუჩის კაფეებს, ჯაზ-კაფეებს, ჩაის სახლებს, კაზინოებს, პაბებს, კარაოკე ბარებსა და რესტორნებს.
მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური ვარსკვლავები, რუსული შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები და სომხური დიასპორის წარმომადგენლები ხშირად მართავენ კონცერტებს ერევანში.
ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია, როგორც ერევანში, ასევე მთელს ქვეყანაში. ერევანში არის დაახლოებით ათეული საფეხბურთო კლუბი რომლებიც სომხეთის პრემიერ ლიგასა და პირველ ლიგაში გამოდიან. მათ შორის ყველაზე წარმატებული კლუბებია პიუნიკი, ალაშკერტი, არარატ-ერევანი, არარატ-არმენია, ურარტუ და ერევანი.რაზდანის სტადიონი არის ყველაზე დიდი სპორტული ნაგებობა ქალაქში. სიდიდით მეორე სტადიონი ქალაქში არისერევნის რესპუბლიკური სტადიონი, რომელიც სომხეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ძირითადი საშინაო არენაა.
ერევნის საფეხბურთო აკადემია, რომელსაც სომხეთის ფეხბურთის ფედერაცია მართავს, არის თანამედროვე სავარჯიშო კომპლექსი.
2017 წლის მონაცემებით, ერევნის უბნებსა და ეზოებში დაახლოებით 130 მინი-საფეხბურთო სტადიონია, რომელთა აშენებაც მუნიციპალური მთავრობების დამსახურებაა.
სომხეთი ყოველთვის გამოირჩეოდა ჭადრაკში. აქაური მოთამაშეები ძალიან ტიტულოვანები არიან და ხშირად ხვდებიან საუკეთესოთა შორის. სომხეთის ჭადრაკის ფედერაციის შტაბ-ბინა განთავსებულია ტიგრან პეტროსიანის სახელობის ჭადრაკის სახლში, ერევანში. ქალაქი მასპინძლობს დიდი რაოდენობით ჭადრაკის გუნდებსა და სავარჯიშო სკოლებს. 1996 წელს, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ერევანმა უმასპინძლა 32-ე ჭადრაკის ოლიმპიადას. 2006 წელს, სომხეთის საჭადრაკო გუნდის ოთხმა წევრმა ერევნიდან, ჭადრაკის 37-ე ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვესტურინში. მათ ეს გმირობა ასევე გაიმეორესდრეზდენის 38-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე. სომხებმა მესამეჯერ ჭადრაკის ოლიმპიადაზე 2012 წელს სტამბულში გაიმარჯვეს. ჭადრაკის ეროვნული გუნდის ერევანში დაბადებული ლიდერილევონ არონიანი, არის ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკე მსოფლიოში.
მიუხედავად კალათბურთის საკმაო პოპულარობისა სომხეთში, ქვეყნის ეროვნული ნაკრები მხოლოდ ეხლახანს გამოჩნდა საერთაშორისო სარბიელზე, მას შემდეგ რაც პატარა ქვეყნებისთვის განკუთვნილი ევროპის ჩემპიონატი მოიგო 2016 წელს. ნაკრების ძირითად მოთამაშეებს სომეხთა დიასპორის წარმომადგენლები განეკუთვნებიან, უმეტესად რუსეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
2017 წლის ოქტომბერს, დაიწყო პირველი შიდა პროფესიონალური ლიგის სეზონი, ცნობილი როგორც „სომხეთის საკალათბურთო ლიგა ა“. მასში 7 გუნდი მონაწილეობდა. აქედან 4 ერევნიდან იყო.
ჩოგბურთი ასევე განეკუთვნება პოპულარულ სპორტს ერევანში. რამდენიმე საჩოგბურთო კლუბი მოქმედებს ქალაქში, რომელთა უმრავლესობაც საბჭოთა პერიოდშია დაარსებული. არარატის საჩოგბურთო კლუბი, დაარსებული 1990 წელს, არის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი ქალაქში.
სარგის სარგისიანი და ანი ამირაგიანი არიან ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელები სომხეთში.
3 ოფიციალური. 4 ადმინისტრაციული. 5 ტრანსკონტინენტული ქვეყანა. 6 მთლიანადსამხრეთ-დასავლეთ აზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები ევროპასთან.7 მთლიანადმელანეზიაშია, მაგრამ გააჩნია სოციალურ-პოლიტიკური კავშირები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასთან.