ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს ძველი სემიტური ურუქისაგან. ასე ერქვაშუმერულ-აქადურ ქალაქს, რომლის მნიშვნელობაა „მდინარეთა შუა“. მისი ძველი სახელიამესოპოტამია, რაც ბერძნულად ასევე „შუამდინარეთს“ ნიშნავს.
ერაყმა1921 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.1958 წლამდე ქვეყანას მართავდაჰაშიმიდების დინასტია (ფეისალ I დაფეისალ II). მონარქიის დამხობის შემდეგ ერაყში რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა.1968 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა პარტიაბაასი, რომელმაც „ანტიიმპერიალისტური კურსი“ აიღო და დაიწყო რეფორმების გატარება.1974 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში გამოცხადდაქურთისტანის ავტონომია.1980-1988 წლებში ერაყი მონაწილეობდა ფართომასშტაბიან ომშიირანთან, ხოლო1990 წელს იგი შეიჭრა მეზობელიქუვეითის ტერიტორიაზე და მოახდინა მისი ანექსია. მხოლოდ საერთაშორისო კოალიციური ძალების აქტიური მონაწილეობით მოხერხდა აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია. დადგენილია, რომ ირანთან ომში ერაყმა ქიმიური იარაღი გამოიყენა, ხოლო1988 წელს - ქვეყნის შიგნით,ქურთების წინააღმდეგ. ამ ომების გამო,1991 წელსგაერომ ერაყის მიმართ საერთაშორისო სანქციები დააწესა, რამაც გამანადგურებელი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკასა და მოსახლეობაზე. ერაყის ჩრდილოეთსა და სამხრეთში შეიქმნა დახურული ზონები, სადაც პატრულირებდააშშ-სა დაბრიტანეთის ავიაცია. ჩრდილოეთის დახურულ ზონაში ქურთებმა ავტონომიური რეგიონი შექმნეს. უკანასკნელ წლებშიგაერო ცდილობდა დაეყოლიებინა ერაყის მმართველი რეჟიმი მასობრივი განადგურების იარაღის განადგურებაზე, მაგრამ უშედეგოდ.2003 წლის მარტში აშშ-ს და დასავლური კოალიციის სამხედრო ინტერვენციის შედეგადსადამ ჰუსეინის რეჟიმი ჩამოშორებულ იქნა ხელისუფლებისაგან. ორი წლის განმავლობაში ქვეყანას მართავდა საოკუპაციო დროებითი ადმინისტრაცია, რომელმაც მოამზადა ერაყის სამოქალაქო ძალებისათვის ხელისუფლების გადაცემის წინაპირობები.2005 წლის6 აპრილს ჩატარდა ერაყის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნაჯალალ თალაბანი, ქურთი აჯანყებულების ყოფილი ლიდერი.
ერაყი დაყოფილია 18მუჰაფაზად, (არაბ.محافظة),ქურთ.پاریزگه - ფარიშა). თანამედროვე დაყოფა მიიღეს1979 წელს[4]. მუჰაფაზები იყოფიან ოლქებად (ქადაში), ხოლო ოლქები ქვეოლქებად. ავტონომიური ერთეულიერაყის ქურთისტანი არის განსაკუთრებულ სტატუსის მქონე რეგიონი, რომელსაც აქვს თავისი მმართველობა და მილიცია და რომლის საზღვრებიც არ ემთხვევა მუჰაფაზების საზღვარს.
ნავთობმა ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანა. 1972 წელს ერაყის სანავთობო კომპანია ნაციონალიზებულ იქნა. 1979 წელს ნავთობი ქვეყნის სავალუტო შემოსავლების 95 %-ს იძლეოდა.
ბაღდადი – ერაყის ეროვნული და სამხედრო მუზეუმები, აბასიდების სასახლე (XII ს.), უნივერსისტეტის შენობა (XIII ს.), მეჩეთი მირჯა (XVI ს.), ოქროს მეჩეთი (XV ს.);