დუბლინი —ირლანდიისდედაქალაქი და უდიდესი ქალაქი.[1][2] მდებარეობსდუბლინის ყურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარელიფის შესართავთან. სამხრეთიდან დუბლინის მთები ესაზღვრება. 2016 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის ურბანულ სივრცეში მცხოვრებთა რიცხვი 1 173 179-ია.
დუბლინი ქვეყნის ადმინისტრაციული, ინდუსტრიული და კულტურული ცენტრი და როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე განათლებისა და ხელოვნების კერაა. 2018 წელს გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელმა დუბლინი მსოფლიოს 30გლობალურ ქალაქს შორის დაასახელა.[3][4]
დუბლინის ყურის მიმდებარე ტერიტორიაპრეისტორიული ხანიდანვე იყო დასახლებული, თუმცა ლიტერატურულ წყაროებში აქ არსებულ პირველი დასახლებები მხოლოდ ჩვ. წ. 140 წლით თარიღდება.[5]
ირლანდიის მთავრობა დუბლინის დაარსების თარიღად 988 წელს მიიჩნევს.[6] 1988 წელს ქალაქის დაარსებიდან ათასი წლისთავი აღინიშნა.
დუბლინიX საუკუნეშივიკინგების დასახლების სახით დაარსდა. მკვიდრ ირლანდიელთა არაერთი შემოტევის მიუხედავად, ქალაქს 1169 წლამდე ვიკინგები აკონტროლებდნენ.[7]
ისტორიკოსთა ნაწილის აზრით, ქალაქის ადრეული ეკონომიკური ზრდა გარკვეულწილად ტყვეთა სყიდვას უკავშირდება.[8] მონობამ ირლანდიასა და დუბლინში უმაღლეს მწვერვალს IX-X საუკუნეებში მიაღწია.[9]
1171 წელს ინგლისის მეფეჰენრი II დუბლინში შეიჭრა და თავი ირლანდიის მეფედ გამოაცხადა.[10] იმ პერიოდში ქალაქის მიმდებარე ტერიტორიების გათავისუფლების შედეგად დუბლინის საგრაფო დაარსდა. ეს პროცესი 1840 წლამდე გაგრძელდა.
დუბლინის ციხე-კოშკი
დუბლინის ციხე-კოშკი, რომელიც ირლანდიაში ანგლო-ნორმანული ძალაუფლების ცენტრი გახდა, 1204 წელს ინგლისის მეფეჯონ უმიწაწყლოს ბრძანებით დაარსდა. 1129 წელს დუბლინის პირველი ლორდ-მაიორის დანიშვნის შემდეგ ქალაქი გაფართოვდა, ხოლო მოსახლეობის რიცხვმაXIII საუკუნის ბოლოსთვის 8000-ს მიაღწია.XIV საუკუნის მანძილზე დუბლინი ეროვნული კლანების მხრიდან მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა. 1348 წელსშავი ჭირის ეპიდემიამ ქალაქის ათასობით მცხოვრები შეიწირა.[11][12]
XVI საუკუნეში ტიუდორთა მიერ ირლანდიის დაპყრობის შემდეგ დუბლინისთვის ახალი ერა დაიწყო. ქალაქი ქვეყნის ადმინისტრაციული მნიშვნელობის ცენტრი გახდა. ინგლისის მეფეელისაბედ I-ს დუბლინისპროტესტანტულ ქალაქად ქცევა ჰქონდა განზრახული. ამ მიზნით მან 1592 წელს პროტესტანტული უნივერსიტეტი – სამების კოლეჯი დააარსა, სადაც მხოლოდ პროტესტანტები ისწავლიდნენ დაწმინდა სამების დაწმინდა პატრიკისკათოლიკურისაკათედრო ტაძრების პროტესტანტულად გადაკეთება ბრძანა.
1640 წელს დუბლინის მოსახლეობა 21 000 იყო, თუმცა 1649-51 წლებში გავრცელებულმა ეპიდემიამ მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმსხვერპლა. ვაჭრობის შედეგად ქალაქი კვლავ აყვავდა და 1700 წლისთვის მისმა მცხოვრებთა რიცხვმა 50 000-ს მიაღწია.[13]
XVIII საუკუნეში, როცა ქალაქის მოსახლეობა 130,000-ს შეადგენდა, დუბლინიბრიტანეთის იმპერიაში სიდიდით მეორე, ხოლოევროპაში მეხუთე ქალაქი იყო. სწორედ ამ პერიოდით თარიღდება დედაქალაქის ღირშესანიშნავი არქიტექტურული ძეგლების უმრავლესობა. მათ შორისაა სასამართლოს შენობა, საბაჟო, ტემპლ-ბარი და გრაფტონის ქუჩა.
XVIII საუკუნეში დუბლინში უამრავი ახალი რაიონი შეიქმნა და ნაგებობა აშენდა. მათ შორის აღსანიშნავია მერიონის მოედანი, პარლამენტის შენობა და სამეფო ბირჟა. 1757 წელს დაარსდა კომისია, რომელსაც ქუჩების, ხიდების და შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ სტანდარტებზე უნდა ეზრუნა. 1759 წელს დუბლინში წმინდა ჯეიმზის სახელობის ლუდსახარში დაარსდა, რომელიც მალევე დუბლინის ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი, ხოლო ევროპაში უდიდესი ლუდსახარში გახდა.[14][15]
ნანგრევები ქალაქის ცენტრში, რაც 1916 წლის აღდგომის აჯანყების შედეგია
XIX საუკუნე დუბლინისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის პერიოდი იყო, რაც 1800 წლის „გაერთიანების აქტებმა“ გამოიწვია, რომლის შემდეგაც მთავრობა ლონდონის უესტმინსტერის პარლამენტს გადაეცა. ქალაქმა დაკარგაინდუსტრიულ რევოლუციაში შემავალი როლი და მხოლოდ კუნძულის ადმინისტრაციულ და სატრანსპორტო ცენტრად დარჩა. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ინდუსტირულ განვითარებას საზღვაო მანუფაქტურა, ქვანახშირისა და საწვავის მოპოვება წარმართავდა,[7] რა რესურსთაგანაც დუბლინს არც ერთი არ გააჩნდა. ამ პერიოდშიბელფასტმა საერთასშორისო ვაჭრობით, ქარხნული ქსოვილის წარმოებით და გემთმშენებლობით განვითარების დონით საგრძნობლად გაუსწრო დედაქალაქს[16]
1916 წლისაღდგომის აჯანყება, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და ირლანდიის სამოქალაქო ომი დუბლინის ფიზიკურ იერსახეზე საგრძნობლად აისახა. ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფოს მთავრობამ ქალაქის ცენტრი განაახლა და ახალიპარლამენტი — ოირიახტასი ლეინსტერის შენობაში გადაიტანა.
XII საუკუნეში ნორმანთა მმართველობის დაწყების შემდეგ დუბლინი სხვადასხვა გეოპოლიტიკური ერთეულების დედაქალაქი იყო, ესენია: ირლანდიის სალორდო (1171-1541), ირლანდიის სამეფო (1541-1800) და ირლანდიის რესპუბლიკა (1919-1922), ხოლო 1801-1922 წლებში დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს რიგითი ქალაქი იყო.1922 წლიდან დუბლინი ირლანდიის თავისულაფი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო, რომელმაც1937 წლამდე იარსება,1937 წლიდან დღემდე კი ირლანდიის დედაქალაქია.
ირლანდიის პარლამენტის — ოირიახტასის ადგილსამყოფელი1922 წლიდან ლეინსტერის შენობაა. პარლამენტშიორპალატიანი სისტემა მოქმედებს. ზედა პალატაშისენატი და ირლანდიის პრეზიდენტი არიან წარმოდგენილნი, ხოლო ქვედა წარმომადგენელთა პალატაა.
ირლანდიის წარმომადგენელთა პალატის არჩევნებისთვის ქალაქი ხუთ საარჩევნო ოლქადაა დაყოფილი: ცენტრალური დუბლინი (3 წევრი), დუბლინის ყურის ჩრდილოეთი (5 წევრი), დუბლინის ყურის სამხრეთი (4 წევრი), დუბლინის ჩრდილო-დასავლეთი (3 წევრი), ცენტრალური დუბლინის სამხრეთი (4 წევრი).
დუბლინი ირლანდიის აღმოსავლეთის ცენტრალურ ნაწილში, მდინარე ლიფის შესართავთან მდებარეობს. მისი ფართობი 115 კმ²-ია. ქალაქს სამხრეთიდან მთები, ხოლო ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ესაზღვრება.
მდინარე ლიფი დუბლინს ორ, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს. ქალაქ ლეისქსლიპთან მდინარე აღმოსავლეთისკენ მკვეთრად იხრება, რითაც ერთმანეთისგან ურბანულ და სასოფლო-სამეურნეო სივრცეს გამოჰყოფს.[17] სამხრეთ ნაწილში ქალაქს მდინარე ტოლკა კვეთს, რომელიც დუბლინის ყურეში ჩაედინება.
მდინარე ლიფი ქალაქის არა მარტო ფიზიკური, არამედ გარკვეულწილად კულტურული გამყოფის როლსაც ასრულებდა.[18] მაშინ როცა, ჩრდილოეთით მცხოვრებნი მუშათა კლასის და საშუალო კლასის წარმომადგენლებად მიიჩნეოდნენ, სამხრეთელები საშუალო და მაღალი საზოგადოების წევრებად მიაჩნდათ.[18] სოციალური დაყოფა ქალაქის სანაპირო გარეუბნებისთვისაც იყო დამახასიათებელი.
ისევე როგორც ჩრდილო-დასავლეთი ევროპის სხვა ქალაქებში, დუბლინშიოკეანური ჰავაა. ქალაქის შემოგარენისთვის დამახასიათებელია ზომიერად თბილი ზაფხული და ცივი ზამთარი. იანვარში საშუალო ტემპერატურული მაქსიმუმი 8,8 °C, ხოლო ივლისში – 20,2 °C-ია. წლის ყველაზე მზიანი თვეები მაისი და ივნისია, ხოლო ყველაზე ნესტიანი თვე ოქტომბერია, რომლისთვისაც საშუალოდ 76 მილიმეტრიატმოსფერული ნალექია დამახასიათებელი. ყველაზე მშრალი თვე თებერვალია.
დუბლინის ციხე-კოშკი ქალაქის ერთ-ერთი უძველესი კულტურული ძეგლია, რომელიც 1204-1230 წლებში ინგლისის მეფე ჯონ უმიწაწყლოს ბრძანებით აშენდა.
ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მონახულებადი ადგილია სამების კოლეჯის ბიბლიოთეკა, სადაცკელის წიგნი ინახება. ეს უკანასკნელი ირლანდიელი ბერების მიერ დაახლოებით 800 წელს შექმნილი ილუსტრირებული ხელნაწერია.
დუბლინის ღირსშესანიშნაობებს შორისაა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, წმინდა პატრიკის საკათედრო ტაძარი, მოლი მელონის ქანდაკება, ირლანდიის ეროვნული მუზეუმი, ანა ლივიას მონუმენტი და პულბეგის კოშკები.
დუბლინში მწვანე სივრცეებს 1500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია უკავია.[19] ქალაქის საჯარო პარკებს შორისაა ფენიქსის პარკი, ჰერბერტის პარკი, წმინდა სტეფანეს პარკი და წმინდა ანას პარკი. ფენიქსის პარკი, რომელიც მდინარე ლიფის ჩრდილოეთით, დუბლინის ცენტრიდან 3 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ყველაზე დიდი შემოსაზღვრული პარკია ევროპაში.[20] მისი პერიმეტრი 16 კილომეტრი, ხოლო ფართობი 707 ჰექტარია. პარკში პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს, რომელიც 1751 წელსაა აშენებული.[21] ფენიქსის პარკში ასევე განლაგებულია დუბლინის ზოოპარკი, ეშტაუნის სასახლე და აშშ-ს ელჩის ოფიციალური რეზიდენცია. პარკი ხშირად მუსიკალურ კონცერტებს მასპინძლობს.
წმინდა ანას პარკი დუბლინში მეორე უდიდესი მუნიციპალური პარკია, რომელიც გინესების ოჯახის ყოფილი საგვარეულო მამულის ტერიტორიაზე მდებარეობს.
2009 წელს დუბლინი მსყიდველობითუნარიანობის მიხედვით მსოფლიოს მე-4 უმდიდრეს ქალაქად დასახელდა, ხოლო პირადი შემოსავლის მიხედვით მე-10 ადგილი დაიკავა.[22][23] ცხოვრების ღირებულების შესახებ მერსერის 2011 წლის კვლევის მიხედვით, დუბლინი ევროკავშირში მე-13, ხოლო მსოფლიოში 58-ე ყველაზე ძვირადღრებული ქალაქია. 2010 წელს დუბლინმა ამ სიაში 42-ე ადგილზე გადაინაცვლა.[24] 2017 წლის მონაცემების მიხედვით, დუბლინში დასაქმებულთა რიცხვი 874,400-ია. მათი 60% ფინანსურ, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და პროფესიულ სექტორშია დასაქმებული.[25]
1987 წელს დუბლინში საერთაშორისო ფინანსური სერვისების ცენტრი დაარსდა, რომელიც დღესათვის მსოფლიოს 25 საუკეთესო ბანკსა და 10 სადაზღვევო კომპანიას მასპინძლობს.[26]
2018 წელს დუბლინში უმუშევრობის დონე 5,7% იყო, რაც ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.[27][28]
2016 წლის აღწერის მიხედვით, დუბლინის ურბანულ სივრცეში მცხოვრებთა რიცხვი 1 173 179-ია. ამავე აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობის 86,2% თეთრკანიანია, 2% ფერადკანიანი, 4,6% აზიელი, ხოლო 4,9% არ განსაზღვრავს თავის ეთნიკურ იდენტობას.[29] რელიგიური თვალსაზრისით, მოსახლეობის 68,2% კათოლიკეა, 12,7% სხვა აღმსარებლობისაა, ხოლო 19,1% არარელიგიურია.[30]
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ქალაქში მცხოვრები მიგრანტების უდიდესი ნაწილიიტალიელი იყო.[31][32] 1990-იანი წლებიდან დუბლინშიბრიტანელმა,პოლონელმა დალიეტუველმა მიგრანტებმა დაიწყეს ჩამოსვლა.[33] მალევე მათ რიცხვს არაევროპელებიც შეემატნენ, მათ შორისბრაზილიელები,ინდოელები,ჩინელები და ნიგერიელები. ირლანდიის აზიური მოსახლეობის 60% დუბლინში ცხოვრობს.[34] 2006 წლის აღწერის მიხედვით, დუბლინის მოსახლეობის 15%-ზე მეტი საზღვარგარეთაა დაბადებული.[35]
დუბლინი არაკათოლიკე მიგრანტებისთვის მიმზიდველი ქალაქია. 2011 წლის კვლევის მიხედვით ქალაქში გაზრდილისეკულარიზაციის შედეგად 1970-იანი წლების შემდეგ კათოლიკური ეკლესიის მრევლი 90%-ით შემცირდა.[36]
დუბლინი ირლანდიაში განათლების უდიდესი კერაა. ქალაქში ოთხი უნივერსიტეტი და არაერთი სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მდებარეობს.
დუბლინის უნივერსიტეტი, რომელიც XVI საუკუნეში დაარსდა, ირლანდიის უძველესი უნივერსიტეტია. მის შემადგენლობაში მყოფი ერთადერთი დაწესებულება სამების კოლეჯია, რომელიც1592 წელს სამეფო ქარტიამ ელიზაბეტ I-ის ბრძანებით დაარსდა. კოლეჯში სწავლის ნება კათოლიკეებს 1973 წლიდან აქვთ დართული.[37] სასწავლებელი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მასში სტუდენტთა რიცხვი 18 000-ს აჭარბებს.[38]
ბიბლიოთეკა სამების კოლეჯში
დუბლინში მდებარეობს ირლანდიის ეროვნული უნივერსიტეტი, რომელიც 1854 წელს დაარსდა და დღესდღეობით ქვეყნის უდიდესი უნივერსიტეტია. სასწავლებელში სტუდენტთა რიცხვი 30,000-ზე მეტია.
დუბლინის ტექნოლოგიური ინსტიტუტი ირლანდიის უდიდესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომელიც 1887 წელს დაარსდა. ინსტიტუტი სტუდენტებს როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული საგანმანათლებლო პროგრამების ფართო არჩევანს სთავაზობს, როგორიცაა ინჟინერია, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, ბიზნესი, ხელოვნება და დიზაინი. ინსტიტუტს სამი კამპუსი აქვს და სტუდენტთა რაოდენობით ქვეყანაში მეორე ადგილზეა.
ირლანდიის ეროვნული მუზეუმი
ქალაქში მდებარეობს ირლანდიის სამეფო აკადემია, რომლის წევრობაც ქვეყანაში უდიდეს აკადემიურ აღიარებად ითვლება.
↑Lisa Marie Griffith (2014).Stones of Dublin. Collins Press.ISBN9781848898721. „[Guinness] was Dublin's largest brewery in 1810, Ireland's largest in 1833, and the largest in the world by 1914. Guinness was also the city's largest employer“
↑St James's Gate: a brief history. The Irish Times (16 April 2004). ციტატა: „[in] 1886 Guinness [was] officially the biggest brewery in the world with an annual production of 1.2 million barrels. [And, by] 1906 the workforce exceeds 3,200; some 10,000 are directly dependent on the brewery for their livelihood – one in thirty of Dublin's population“ ციტირების თარიღი: 17 June 2018.
↑History – About Trinity. Trinity College Dublin. ციტატა: „Catholics were permitted to enter and take degrees from 1793 [..followed by..] the removal of the Catholic episcopal 'ban' (in 1970)“ ციტირების თარიღი: 9 July 2019.
↑Managing our International relationships – City twinning. Dublin City Council. ციტატა: „We are currently twinned with four cities: Beijing (The People's Republic of China) – Twinned since 2010 [..] Barcelona (Spain) – Twinned since 1998 [..] Liverpool (United Kingdom) – Twinned since 1997 [..] San José (United States of America) – Twinned since 1986“ ციტირების თარიღი: 28 August 2018.
↑Sister City Program. City of San José (19 June 2013). დაარქივებულიაორიგინალიდან — 17 სექტემბერი 2018. ციტირების თარიღი: 8 July 2014.
↑International Relations. Dublin City Council. დაარქივებულიაორიგინალიდან — 7 იანვარი 2019. ციტატა: „Dublin is currently twinned with: San José (1986) Liverpool (1997) Barcelona (1998, Addendum in 2009 for 2 years) Beijing (2011) ... a less formal commitment between two or more cities. Dublin currently has the following agreements:...“ ციტირების თარიღი: 29 May 2020.