Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

დრაკონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სმაუგის ილუსტრაცია

დრაკონი (ძვ. ბერძნ. δράκων [drákōn] — „გველი“),გველეშაპი,ურჩხული — მითოლოგიური საშინელი ცეცხლისმფრქვეველი და სისხლისმღვრელი არსება, რომელიც ზღვაში ან ხმელეთზე ცხოვრობდა, ჩვეულებრივ ადამიანის მსხვერპლს ითხოვდა და იცავდა რაიმე განძს (მაგ.,ოქროს საწმისსარესის ჭალაში,კოლხეთში).არესის დრაკონად ითვლებოდა კადმოსის მოკლული ურჩხულიც თებეში.

დრაკონის კბილები — თებეს ციკლის თქმულებებში კადმოსის მიერ მოკლული დრაკონის კბილები, რომლებიც გმირმა დათესა, მიწიდან ამოსულ ბუმბერაზებს შეება და დახოცა, გადარჩა მხოლოდ ხუთი, რომელთა დახმარებითაც სახელოვანი ქალაქითებე ააშენა. ამბავი მეორდებაარგონავტების თქმულებაში, სადაც კბილებსიასონი თესავს არესის ველზე, კოლხიდაში.

საბერძნეთის შემდეგ დრაკონი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობსჩინურ მითოლოგიაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქაც უზარმაზარი ცეცხლისმფრქვეველი ღია პირი აქვს, ბასრი კბილები, 2 რქა, ღამურისებური ფრთები ან მხოლოდ კლანჭებიანი ფეხები, ზრდა-დაკლებისა და გაუჩინარების უნარი. ცხოვრობს წყალში (საბერძნეთშიც უფრო წყალს, ჭაობს, ზღვას უკავშირდება). ამოდის ხშირად ხმელეთზე, მეტადრე გაზაფხულზე, ადის ცაში.

ჩინელთა დრაკონი იმით განსხვავდება, რომ ადამიანებს კეთილი თვალით უყურებს ხოლმე, უგზავნის წვიმას, თუმცა მეხსა და ქარიშხალსაც, რითაც ღვთაების რანგში ადის. გვიანდელ მითოლოგიაში გარჩეულია ცისა და მიწის, წყალთა ქვესკნელის, ღმერთთა სასახლის გუშაგის და სხვა სახეობის დრაკონები. საერთოდ იმპერატორთა ძალაუფლების სიმბოლოა, და როგორც ასეთი, ჩინელ მხატვართა მუდმივი თემა. წარმოშობა უცნობია, ვარაუდობენ, რომ შვა გველმა ან ნიანგმა.

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ა. გელოვანი, მითოლოგიური ლექსიკონი, თბ., 1983.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დრაკონი&oldid=4844876“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp