Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

დალექვა

სტატიისშეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გვერდის ვერსიის სტატუსი

გვერდი შეუმოწმებელია

ამ გვერდს არა აქვსშემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხიარ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

დალექვა (უკრ:відстоювання, ინგლ:settling, gravity sedimentation) — ეს არის თხევადიდისპერსიული სისტემების (ჰიდრონარევები,სუსპენზიები,ემულსიები) დაყოფა ფაზებადმიზიდულობის ძალის მოქმედებით. ამ მეთოდით შეიძლება წყალში ანსითხეში უხსნადი, ერთმანეთში უხსნადი, თუკი მათ აქვთ სხვადასხვასიმკვრივე და მყარი ნივთიერებების გამოყოფა. მაგალითად, რომ განვაცალკეოთ რკინისა და ხის ნახერხი ერთმანეთისაგან მას ყრიან წყალში და ურევენ, შემდეგ ელოდებიან სანამ დაილექება. რკინის ნახერხი ფსკერზე ილექება ხოლო ხის ნახერხები წყლის ზედაპირზე რჩება, თუ წყალს ხის ნახერხთან ერთად გადავსხამთ დარჩება მხოლოდრკინა.მრეწველობაში თუკი ნივთიერებათ სიმკვრივეები მკვეთრად განსხვავდებიან გამოიყენებენ გამდინარე წყალს. ასე ხდებაოქროს მოპოვება ოქროშემცველ ქვიშასი, იგივეს იყენებენქვანახშირის მოპოვებისას. ამ მეთოდს გამოიყენებენ უხსნად ან ნაკლებადხსნადი სითხეების გამოსაყოფად. მაგალითად, წყლისა და ბენზინის ნარევს ასხამენ გამყოფ ძაბრში და ელოდებიან დალექვს, ამის შემდეგ ონკანით უშვებენ წყალს.

პროცესის მექანიზმი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

დალექვის პროცესში ნაწილაკები (წვეთები)დისპერსიული ფაზისას ილექება თხევადი დისპერსიული გარემოდან ფსკერზე ან ტივტივდებიან ზედაპირზე. როგორც ზემოთაა აღნიშნული დალექვის მეთოდს იყენებენ სითხის გასაწმენდად მექანიკური მინარევებისაგან. დალექვის პროცესში არ უნდა იყოს ინტენსიური არევა, ძლიერი კონვექციური დინებები, ასევე სტრუქტურის შექმნა, რაც ხელს უშლის დალექვის პროცესს.

სფეროს ფორმის სხეულის დალექვისას მოქმედი ძალები, სტოქსის კანონი

ყველაზე ელემენტარულ შემთხვევაში სფერული ნაწილაკის თავისუფალი მოძრაობისას დალექვის (ამოტივტივების) სიჩქარე განისაზღვრებასტოქსის კანონით. პოლიდისპერსიულ სუსპენზიებში პირველად ილექება უფრო დიდი ნაცილაკები ხოლო მწვრილი ნაწილაკები ქმნიან ნალექის სიმღვრივეს. კონცენტრირებულ სუსპენზიებში შეინიშნება არა თავისუფალი, არამედ სოლიდარული დალექვა, ან კოლექტიური დალექვა, რომლის დროს დიდი ნაწილაკები ჩქარი დალექვისას თან იტაცებენ წვრილ ნაწილაკებს, რითაც სითხის ზედაპირს ასუფთავებენ. სისტემაში კოლოიდურ-დისპერსიული ფრაქციის არსებობის შემთხვევაში, როგორც წესი, თანდევს ნაწილაკების გამსხვილება,კოაგულაციის ანფლოკულაციის შედეგად.

გამოყენება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მრეწველობაში დალექვას აწარმოებენ დასალექ აუზებში, (რეზერვუარებში),ქვაბებში) და სხვადასხვა კონსტრუქციის სპეც. აპარატებში.

დალექვა ფართოდ გამოიყენება წყლის გაწმენდისას ჰიდროტექნიკურ ნაგებობებში, წყალმომარაგებაში, კანალიზაციაში; ნედლი ნავთობის წყლისაგან გამონთავისუფლებისას; ბევრ ქიმიურ თექნოლოგიებში.

გრავიტაციული დალექვა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გრავიტაციული დალექვა,(რუს.гравитационное отстаивание;ინგლ. gravity sedimentation;გერმ. Gravitationsabsetzen n, Gravitationsklärung f) – ორი ფაზის მექანიკური ნარევების დაყოფა, მაგ.,ნავთობის დაშრული წყლების მათი სიმკვრივეების განსხვავების გამოყენებით ჰერმეტულ და ნედლეულის რეზერვუარებში (გახურებით ან მის გარეშე).

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  • ბურინსკაია ნ.ნ., ქიმია, კიევი, 1997 - გამ. ირპენი
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დალექვა&oldid=4000247“-დან
კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp