Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

გირინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
გირინი
吉林省
ქვეყანაჩინეთის დროშა ჩინეთი
ადმ. ცენტრიჩანჩუნი
შიდა დაყოფაჩანჩუნი, გირინი (ქალაქი), სიპინი (ქალაქი), Liaoyuan, Tonghua, Baishan, Songyuan, Baicheng და Yanbian Korean Autonomous Prefecture
კოორდინატები43°53′03″ ჩ. გ.125°18′30″ ა. გ. / 43.88417° ჩ. გ. 125.30833° ა. გ. /43.88417; 125.30833
მმართველიJing Junhai და Han Jun
ფართობი187,400კმ²
მოსახლეობა27,462,297 კაცი (2010)
სიმჭიდროვე145 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობაჩინელები 91%
სასაათო სარტყელიUTC+8
ოფიციალური საიტიjl.gov.cn
წყალსაცავი გირინში

გირინი (ჩინ.:吉林;ფინინი Jílín) —პროვინციაჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია —ჩანჩუნი. მოსახლეობა — 27,462,297 ადამიანი (მე-21 ადგილი პროვინციებს შორის,2010 წლის მონაცემებით.) ცხოვრობენ უმთავრესადჩინელები, ასევეკორეელები დამანჯურიელები.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გირინის პროვინციის ფართობი შეადგენს 187 400 კმ². პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი უჭირავს მანჯურია-კორეის მთებს (სიმაღლე 500-1200 მ, მაქსიმალური წერტილი 2744 მ. მთა ბაიტოშუანი). პროვინციის ჩრდილო-დასავლეთი უჭირავს სუნლიაოს ვაკეს. ჰავა ზომიერი, მუსონურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 17-20 °C, ივლისისა 20-24 °C. ნალექები ვაკეზე 400-600 მმ წელიწადში, მტებში 1000 მმ-მდე. ჩრდილო-დასავლეთში შემორჩენილიასტეპი დატყე-სტეპი, სამხრეთ-აღმოსავლეთში, მთებში შერეული ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

უძველეს დროში გირინის ტერიტორიაზე ცხოვრობდნე ტუნგუსური ტომები. VIII-XIII საუკუნეებში გირინის უდიდესი ნაწილი შედიოდა ტუნგუსთა ბოხაის, კიდანების ლიაოს და ჯურჯენთა ძინის სახელმწიფოების შემადგენლობაში. 1234 წელს დაიპყრესმონღოლებმა.მონღოლთა ბატონობის დამხობის შემდეგ, XIV საუკუნის II ნახევარში გირინის სამხრეთი ნაწილი გადავიდა ჩინეთის ხელში, ხოლო დანარჩენი დარჩა მონღოლთა და ტუნგუსთა გამგებლობაში. XVII საუკუნის დასაწყისში გირინის მთელი ტერიტორია ემორჩილებოდამანჯურიას, რომლებმაც XVII საუკუნეში ჩინეთიც დაიპყრეს. ცინის დინასტიის დროს გირინი და მანჯურიის სხვა პროვინციები ითვლებოდა მანჯურიის სახლის დომენად. XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო გირინის დასახლება ჩინელებით, რამაც გაზარდა დამუშავებული მიწის ფართობები. გირინის ეკონომიკურ აღმავლობას ხელი შეუწყო 1903 წელს გაყვანილმა ჩინეთ-აღმოსავლეთის რკინიგზამ. 1931 წელს იაპონიის მიერ მანჯურიის ოკუპაციის შემდეგ გირინის მიწებს იაპონია დაესაკუთრა. 1946-1948 წლებში გირინის დიდი ნაწილიგომინდანელთა ხელში აღმოჩნდა. 1949-1957 წლებში შეიქმნა ავტომშენებლობა.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გირინის პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:

რუკასახელიჩინურადფინინი
1ჩანჩუნი长春市Chángchūn Shì
2ბაიჩენი白城市Báichéng Shì
3ბაიშანი白山市Báishān Shì
4გირინი吉林市Jílín Shì
5ლიაოიუანი辽源市Liáoyuán Shì
6სიპინი四平市Sìpíng Shì
7სუნიუანი松原市Sōngyuán Shì
8ტუნხუა通化市Tōnghuà Shì
9იანბიანი-კორეის აო延边朝鲜族自治州Yánbiān Cháoxiǎnzú Zìzhìzhōu

იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
    
სპეციალური ადმინისტრაციული რაიონები
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გირინი&oldid=4653647“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp