Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

გვინეა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გვინეის რესპუბლიკა
ფრანგ. République de Guinée
გვინეა
გვინეის
დევიზი: ფრანგ. "Travail, Justice, Solidarité"
„შრომა, სამართლიანობა, სოლიდარობა“
ჰიმნი: ფრანგ. "Liberté"
"თავისუფლება"
დედაქალაქი
და
კონაკრი
9°31′ ჩ. გ.13°42′ დ. გ. / 9.517° ჩ. გ. 13.700° დ. გ. /9.517; -13.700
ოფიციალური ენაფრანგული
აღიარებული რეგიონული ენებიპულაარ კისი,კპელე,მანინკა,სუსუ,ტომა
მთავრობაუნიტარულისამხედრო ხუნტა
 - პრეზიდენტიმამადი დუმბუია
 - შერიგებისა და განვითარების ეროვნული კომიტეტი
 - პრემიერ-მინისტრიბა ური
ფართობი
 - სულ245 857 კმ2 (78-ე)
მოსახლეობა
 - 2020 შეფასება12 771 000[1] (75-ე)
 - 2014 აღწერა10 523 261[2]
 - სიმჭიდროვე39,4 კაცი/კმ2 (164-ე)
მშპ (მუპ)2025 შეფასება
 - სულ$75.050 მილიარდი[3] (111-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$4075[4] (155-ე)
აგი (2023)0.500[5]
დაბალი ·181-ე
ვალუტაგვინეური ფრანკი (GNF)
სასაათო სარტყელიUTC±00:00
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი+224
ISO 3166 კოდიGIN
ინტერნეტ-დომენი.gn

გვინეა (ფრანგ. Guinée), ოფიციალურადგვინეის რესპუბლიკა (ფრანგ. République de Guinée) — სახელმწიფოდასავლეთ აფრიკაში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრებასენეგალი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან —მალი, აღმოსავლეთიდან —კოტ-დ’ივუარი, სამხრეთიდან —ლიბერია დასიერა-ლეონე, ხოლო ჩრდილო-დასავლეთიდანგვინეა-ბისაუ. დასავლეთიდან გასასვლელი აქვსატლანტის ოკეანეში. დედაქალაქიკონაკრი.

ბუნება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გვინეის ტერიტორია თითქმის მთლიანად სუბეკვატორულ სარტყელშია.ატლანტის ოკეანის ვიწრო სანაპირო ზოლი დაბლობს უჭირავს. ქვეყნის სიღრმეში აღმართულია მდინარეთა ხეობებით დასერილი ფუტა-ჯალონის პლატო (მთა ტამგე 1537 მ) და ჩრდილოეთ გვინეის მაღლობი (მთა ნიმბა 1752 მ). ჩრდილო-აღმოსავლეთით ვაკეა (300-400 მ). სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვებარკინის მადანი,ალმასი,ბოქსიტები დაოქრო.

ჰავა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ჰავა ეკვატორულ-მუსონურია, ცხელი, ზაფხულობით - ნოტიო. ყველაზე ცხელი თვის (მარტი ან აპრილი) საშუალო ტემპერატურა სანაპიროზე 27-დან 30 °C-მდეა, შიგა მაღლობ რაიონებში 23 °C-მდე. ყველაზე ცივი თვისა (აგვისტო), შესაბამისად, 24-დან 26 °C-მდე და 18 °C-მდე. ნალექები 1200-1500 მმ წელიწადში, სანაპიროს ზოგ რაიონში 4000 მმ-ზე მეტი.

შიგა წყლები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მდინარეთა ქსელი ხშირია. მათი დიდი ნაწილი სათავესფუტა-ჯალონის პლატოსა და ჩრდილოეთ გვინეის მაღლობზე იღებს. მთავარი მდინარეებია:გამბია,ნიგერი, ბაფინგი, კონკურე და სხვა. ეს მდინარეები უმთავრესადჭორომიანია და სანაოსნოდ მხოლოდ შესართავთან იყენებენ.

ნიადაგები და ფლორა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სანაპირო დაბლობის გაეწერებულ ლატერიტულ ნიადაგებზე წარსულში მარადმწვანე ნოტიო ეკვატორული ტყეები იყო. ამჟამად ეს ტყეები აქა-იქღაა შემორჩენილი. სანაპიროს გასწვრივ დამლაშებულ ქვიშიან ნიადაგებზე მანგროვიანი ტყეებია. გვინეის დანარჩენ ტერიტორიაზე ჭარბობს მეორეული ტყეები და წითელმიწა ნიადაგებზე განვითარებული სავანები.

ფაუნა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გვინეის ცხოველთა სამყარო ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გაღარიბდა. შემორჩენილიასპილო,ბეჰემოთი,ანტილოპა,გარეული ღორი,ჯიქი,ავაზა. ბევრიამაიმუნი,გველი,ფრინველი. სანაპირო წყლები მდიდარიათევზით.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

გვინეის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ადრინდელი ისტორია სუსტადაა შესწავლილი. XV საუკუნის შუა წლებში გვინეის ტერიტორიაზე დამკვიდრნენ პირველი ევროპელები (პორტუგალიელი ზღვაოსნები), რომლებიც XIX საუკუნემდე ეწეოდნენ მონებით ვაჭრობას.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ევროპულმა სახელმწიფოებმა დაიწყეს გვინეის დაპყრობა. კოლონიურ იმპერიებს შორის მეტოქეობასაფრანგეთის გამარჯვებით დასრულდა. 1895 წლამდე გვინეაში საფრანგეთის სამფლობელოები საფრანგეთის კოლონია სენეგალის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ისინი ცალკე კოლონიებად გაიყო. 1904-1958 წლებში საფრანგეთის გვინეა საფრანგეთის დასავლეთ აფრიკის „ტერიტორიად“ ითვლებოდა.

1958 წლის 2 ოქტომბერს ტერიტორიის ასამბლეამ 1958 წლის 28 სექტემბრის რეფერენდუმის შესაბამისად დამოუკიდებელი გვინეის რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. დეკემბერში გვინეაგაეროში მიიღეს. ქვეყნის პრეზიდენტი და მთავრობის მეთაური გახდააჰმედ სეკუ ტურე.

გვინეის მთავრობამ განახორციელა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული რეფორმები. 1958 წელს გაუქმდა ბელადების ინსტიტუტი, შემოიღეს ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნები; გამოცხადდა ქალთა თანასწორუფლებიანობა. 1959 წელს დაწესდა შვებულების ანაზღაურება, პენსიები ზოგიერთი კატეგორიის მშრომელებისათვის. 1959 წლის 1 ნოემბერს მთავრობამ აკრძალა მიწების ყიდვა-გაყიდვა, იჯარა და სხვა მთავრობის ორგანოების სანქციების გარეშე.

1970 წლის ნოემბერში პორტუგალიელებმა გვინეის მთავრობის დამხობის მიზნით ქვეყნის ტერიტორიაზე დაქირავებული რაზმები გადასხეს, თუმცა ისინი გვინეის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს. 1971 წელს მიმდინარეობდაპორტუგალიის აგრესიის შედეგების ლიკვიდაცია.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. მოსახლეობის რაოდენობა 2020 წლის 28 ივლისის მდგომარეობითდაარქივებული ივლისი 28, 2020 საიტზეWayback Machine Population HUB
  2. Cities and Regions. ციტირების თარიღი: 23 July 2021
  3. World Economic Outlook Database, April 2025 en.
  4. World Economic Outlook Database, April 2025 en.
  5. Human Development Report 2021/2022 en. United Nations Development Programme (8 September 2022). ციტირების თარიღი: 30 September 2022
გვინეაეს სტატიაგვინეისა და გვინეელების შესახებ ჯერჯერობითესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მისშევსებაში.
    
ქვეყნები და ტერიტორიები აფრიკაში
ჩრდილოეთი აფრიკაMap indicating Northern Africa
დასავლეთი აფრიკაMap indicating Western Africa
ცენტრალური აფრიკაMap indicating Central Africa
აღმოსავლეთი აფრიკაMap indicating Eastern Africa
სამხრეთი აფრიკაMap indicating Southern Africa
არაღიარებული
ქვეყნები
ნაწილობრივ აფრიკაში
დამოკიდებული
სადავო ტერიტორიები
    

ალჟირი ·ანგოლა ·ბენინი ·ბოტსვანა ·ბურკინა-ფასო ·ბურუნდი ·გაბონი ·გამბია ·განა ·გვინეა ·გვინეა-ბისაუ ·ეგვიპტე ·ეთიოპია ·ეკვატორული გვინეა ·ერიტრეა ·ესვატინი ·ზამბია ·ზიმბაბვე ·კაბო-ვერდე ·კამერუნი ·კენია ·კომორი ·კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ·კონგოს რესპუბლიკა ·კოტ-დ’ივუარი ·ლესოთო ·ლიბერია ·ლიბია ·მადაგასკარი ·მავრიკი ·მავრიტანია ·მალავი ·მალი ·მოზამბიკი ·ნამიბია ·ნიგერი ·ნიგერია ·რუანდა ·სამხრეთი სუდანი ·სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ·სან-ტომე და პრინსიპი ·საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა ·სეიშელი ·სენეგალი ·სიერა-ლეონე ·სომალი ·სუდანი ·ტანზანია ·ტოგო ·ტუნისი ·უგანდა ·ჩადი ·ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ·ჯიბუტი ·

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გვინეა&oldid=4881792“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp