ბჰუტანი (ძონგ-კე.འབྲུག་ཡུལ་) —ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოაზიაში.სამხრეთიდან,აღმოსავლეთიდან დადასავლეთიდან ესაზღვრებაინდოეთი, ხოლო ჩრდილოეთიდანჩინეთის სახალხო რესპუბლიკა. ბჰუტანელები საკუთარ სახელმწიფოს უწოდებენ დრუკ იული (ძონგ-კე.འབྲུག་ཡུལ་), რაც „ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას“ ნიშნავს. ბჰუტანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული ქვეყანაა.1999 წლამდე ქვეყანაში აკრძალული იყოტელევიზია,ინტერნეტი დამობილური ტელეფონები, თუმცა ბოლო წლებში ქვეყანამ დაიწყო აქტიური განვითარება, რასაც ხელი შეუწყო ინტერნეტის აღდგენამ, ასევე საერთაშორისო საჰაერო რეისების განახლებამ და ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მეტ-ნაკლებად შედინებამ. ბჰუტანის მოსახლეობა2017 წლის მიხედვით 727 145[1] კაცია. ქვეყნის ტერიტორია ჩინეთთან საზღვრის დემარკაციის შემდეგ 47 000 კვ. კმ-დან 38 394 კვ. კმ-მდე შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობეს მოსაზრება, თითქოს ბჰუტანის ტერიტორია2000 წლის წინაც იყო დასახლებული, ამის დოკუმენტური ან ნივთიერი მტკიცებულება არ არსებობს. ქვეყნის ისტორია ეპიზოდურადაა ცნობილი, რისი მიზეზიც ქვეყნის მაშინდელ დედაქალაქშიპუნაქაში ხანძრის შედეგად განადგურებულიბიბლიოთეკაა. ამდენად ქვეყნის ისტორია ნახევრადლეგენდების დონეზა ცნობილი.ბუდიზმმა ქვეყანაში, როგორც მიიჩნევენ ჯერ კიდევII საუკუნეში შეაღწია.მეფემ,ტიბეტა სონგცე ტამპომ, ლეგენდის თანახმად ქვეყნის ტერიტორიაზე ააშენა ორიტაძარი (კაიჩუ ლაკხანგიპაროში დაჯამბეი ლაკხანგიბუმტანგში), რომლებიც დღემდე არსებობენ დარელიგიური რიტუალების აღსრულების უმნიშვნელოვანესი ადგილებია. ბჰუტანის ბუდიზმი,დრუკპა კაგიუ, სათავეს იღებსცანგპა გიარე ეშე დორჟისაგან, რომელმაცტიბეტში, ქალაქრალუნგში, დააარსა მონასტერი დრუკი (დრაკონი). ტიბეტელიმღვდელი დამხატვარი ნგავანგ ნიამგალი (შაბდრუნგი) (1594—1651) 1616 წელს ხდება მეფე, მან შეძლო ბჰუტანის გაერთიანება, და დაიწყო აქტიური სამუშაოები დძონგოების ციხესიმაგრეების გასამაგრებლად. შაბდრუნგის სიკვდილის შემდეგ ქვეყანასამოქალაქო ომმა მოიცვა, რომელიც თითქმის ორასი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დაპირისპირების მიზეზი გახდა ორი დუარი (კარი). ასამიის კარი და ბენგალის კარი-ტერიტორიები, რომლებიც პირდაპირ გასასვლელს იძლეოდნენ მთებიდან მდინარებრახმაპუტრაზე.
ბჰუტანის ხელახალი გაერთიანება შეძლო მეფეუგენ ვანგჩუკმა. პირველი მეფე, რომელმაც1907 წელს ჩამოაყალიბა ახალი დინასტია.1920 წელს პირველმა მეფემ ხელშეკრულება გააფორმადიდ ბრიტანეთთან და ამით მისი მოკავშირე გახდა. სამაგიეროდ კი მიიღო დაპირება, რომ დიდი ბრიტანეთი მის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება ბჰუტანის იზოლაცია. მან შეძლო თავიდან აეცილებინა მსიფლიო ომებში მონაწილეობა.
რინპუნგ ზონგი
1949 წელს, როცა ინდოეთმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ბჰუტანიც დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. თუმცა იზოლაციონალისტური პოლიტიკის გამო ქვეყანა არ იყო წარმოდგანელი არცგაეროში და არც საერთაშორისო ორგანიზაციებში, რის გამოცმსოფლიო ამ ქვეყანას განიხილავდა, როგორც ინდოეთის გავლენის სფეროდ. საბოლოოდ ბჰუტანს ბრძოლა მოუწია, რათა გამხდარიყო გაეროს წევრი.1952 წელს ტახტზე ადის ბჰუტანის მესამე მეფეჯიგმე დორჯი ვანგჩუკი, რომელიც იწყებს ზრუნვას ქვეყნის მოდერნიზაციისათვის. ჩინეთის ტიბეტში შეჭრის გამო ბჰუტანი იძულებული გახდა ინდოეთთან გაეფორმებინა სამხედრო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბჰუტანის უსაფრთხოება ინდოეთს უნდა უზრუნველყო. დღესაც ინდოეთია ბჰუტანის უსაფრთხოების გარანტი. მხოლოდ1971 წელს გახდა ბჰუტანი გაეროს წევრი.
ბჰუტანის მეოთხე მეფე,ჯიგმე სინგე ვანგჩუკი, ტახტზე ავიდა1972 წელს. მისი მეფობისას ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტებისა და უცხოელების შეზღუდული რაოდენობა იშვებოდა. მეფემ უზრუნველყო ქვეყანა ახალი ინფრასტრუქტურით (ელექტროენერგია, ტელეფონები, გზები) თან ისე, რომეკოლოგიას მინიმალური ზარალი მიადგა.1998 წელს მეფემ მართვა მინისტრთა საბჭოს გადასცა, რითაც უზრუნველყო აღმასულებელი ხელისუფლების მუდმივი ცვალებადობა.2002 წელს ქვეყანაში დაარსდა ნაციონალური ტელევიზია (მანამდე ქვეყანაში ტელევიზია აკრძალული იყო). ბოლო წლებში ბჰუტანმა ბევრ წარმატებას მიაღწია, თუმცა ის კვლავ მკაცრად იცავს ეროვნულ ტრადიციებს.
2005 წლის მონაცემებითბჰუტანის მოსახლეობა შეადგენდა 672 425 კაცს. თუმცა იმის გამო, რომ ქვეყანაშიგაეროს და სხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები არ დაიშვებიან მსგავსი საქმიანობის ჩასატარებლად, აღნიშნული ციფრები საეჭვოა. მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში 3-ჯერ მეტი მოსახლე მაინც ცხოვრობს ვიდრე ესაა ცნობილი. მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელია 2,11 %-ია წელიწადში. ქალაქის მოსახლეობა — 21 %, სოფლის — 79 %. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაა: მამაკაცებში — 66, ქალებში — 66,2 წელი.
ბჰოტია — ქვეყნის ძირითადი ეთნიკური ჯგუფია და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს შეადგენს. 35 % მოსახლეობისანეპალელები არიან. 15 %წარჩოპხები.
დრუკპა კაგიუს ტიბეტური სკოლა ქვეყნის მოსახლეობის 70 %-ს მოიცავს, როგორც ოფიციალური რელიგია. ბჰუტანში ასევე გავრცელებულია ბუდისტური სკოლანინგმა და რელიგია ბონი. ქვეყნის სამხრეთით გავრეცელებულიაინდუიზმი (მოსახლეობის 25 %), მოსახლეობის 5 %მუსლიმანია.
ძონგხაგი (ძონგ-კე.རྫོ་ཁག།;ინგლ.Dzongkhag),ძონგ-კეს ენაზებჰუტანის პირველი დონის დაქვემდებარების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული.ძონგხაგები დაყოფილიაგევოგებად (ინგლ.gewogs). ზოგიერთ დიდ ძონგხაგს აქვს ერთი ან მეტი შუალედური ერთეული, რომლებსაც ეწოდებადუნგხაგი (ინგლ.dungkhag), რომელიც აგრეთვე იყოფა გევოგებად.
ყოველ ძონგხაგს მართავს ადმინისტრაციის მთავარი, რომელსაც ეწოდებაძონგდაგი (ინგლ.dzongdag). თავდაპირველად ძონგდაგებს ნიშნავდაბჰუტანის მეფე, მაგრამ1982 წლიდან მათ ნიშნავს სახელმწიფო სამსახურის სამეფო კომისია. ძონგდაგი თავისი ადმინისტრაციის მეშვეობით განაგებს მთელ ძონგხაგს. ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში მას ეხმარება ძონგრაბი (ინგლ.dzongrab) (ადმინისტრაციის მთავრის თანაშემწე).Dzongkhag Yargye Tshogchungs, რომლებიც შედგებიან მოსახლეობის წარმომადგენლებისა და ძონგხაგების ადმინისტრაციის ოფიციალური პირებისგან, ეხმარებიან ძონგდაგს მისი ადმინისტრაციული ქმედებების შესრულებაში. ძონგდაგს ასევე ეხმარებიან გაპები (ინგლ.Gups), რომლებიც ძონგხაგების გევოგებში (ინგლ.gewogs) ირჩევა.ბჰუტანის მეოთხემეფის,ჯიგმე სინგიე ვანგჩუკის ინიციატივით1981 წელს დაიწყო მთავრობის დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელსაც შედეგად მოჰყვა The Dzongkhag Yargye Tshogchung-ის (DYT)(ინგლისური) ფორმირება (განვითარების რაიონული კომიტეტები) თითოეულ ძონგხაგში. ყოველი ძონგხაგის DYT შედგება ძონგხაგის ოფიციალური პირებისგან, მთავრებისგან და გევოგებისა და დუნგხაგების წარმომადგენლებისგან.
დუნგხაგი (ინგლ.Dungkhag) —ბჰუტანის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. დუნგხაგებიგევოგებთან ერთად შედისძონგხაგებში და აერთიანებს რამდენიმე გევოგს. დუნგხაგები არ ფარავს ძონგხაგის მთელ ტერიტორიას (გამონაკლისიასარპანგი). მოსახლეობის მიხედვით ექვსი ყველაზე დიდი ძონგხაგისა დაჟემგანგის ძონგხაგის შემადგენლობაში შედის ერთიდან სამ დუნგხაგამდე. დუნგხაგების საერთო რაოდენობა ბჰუტანში არის 15[3].
სტატისტიკური ინფორმაცია ბჰუტანის ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ
ბჰუტანი აგრარული ქვეყანაა. მოსახლეობის 80 %-ის შემოსავლის ძირითადი წყაროამიწათმოქმედება დასატყეო მეურნეობა. პარალელურად ქვეყნის ხელისუფლება განსაკუთრებით ზრუნავს ქვეყნისფლორისა დაფაუნის შესანარჩუნებლად და ამიტომ ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტი დაცულ ზონებადაა გამოცხადებული, სადაცნადირობაც აკძალულია. სწორედ ამიტომ მეწარმეობის განვითარება ბჰუტანის ხელისუფლების გეგმებში არ შედის. ქვეყანაში ძირითადად მოჰყავთვაშლი დაფორთოხალი. მოსავლის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე გააქვთ. ძირითადი საექსპორტო ქვეყანა ინდოეთია, რომელზეც მთელი ექსპორტის 87,9 % მოდის. ინდოეთიდან იმპორტი კი ქვეყანაში იმპორტირებული საქონლის 71,3 %-ს შეადგენს.
ქვეყნის ფულადი ერთეულიანგულტრუმი. კურსი მიბმულია ინდურრუპიაზე.2006 წლის მიხედვით ერთიაშშ დოლარი 44,42 ნგულტრუმია.
ქვეყნისმშპ შეადგენს 2,9 მილიარდ დოლარს წელიწადში. ბჰუტანის ხელისუფლება მშპ ზრდას არ აღიქვამს, როგორც მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საზომს. ისინი ორიენტირებული არიან ნაციონალური ბედნიერების ზრდის მონაცემებზე (Gross National Happiness).
ბჰუტანშიკორუფცია ფაქტობრივად არ არსებობს. ორგანიზაციასაერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International)2006 წლის მონაცემებით კორუფციის მიხედვით 32 ადგილზე იმყოფება.
ქვეყანაში კვლავაც შეზღუდულია უცხოელი ტურისტების შესვლის რაოდენობა, ამას თან ემატება მომსახურების დაბალი დონე, რის გამოც ქვეყანას არც ისე ბევრი ტურისტი სტუმრობს. უცხოელი, რომელიც ქვეყანაში ჩადის, წინასწარ ვალდებულია გადაიხადოს 200 დოლარი. მას ავტომატურად ახვედრებენ 3-ადგილიან სასტუმროს. ტურისტული ჯგუფის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 4 ადამიანს. თან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ 200 დოლარი უნდა იხადოს ყოველი შემდგომი დღისათვის.[4]2005 წელს ქვეყანა მოინახულა 13 000 ტურისტმა.
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 იყენებს სახელსპრეზიდენტი.