ბრუნეი დააარსა ავანგ ალაკ ბეთატარმა, რომელმაც 1363 წელს მიიღოისლამი და მუჰამედ შაჰის სახელით გახდა ბრუნეის პირველი სულთანი. ლეგენდის თანახმად ავანგ ალაკ ბეთატარმა მოგზაურობის დროს აღმოაჩინა ადრე უცნობი მდინარის სათავე და შესძახა: „ბარუ ნაჰ!“ (ჩვეულებრივ ითარგმნება როგორც „აქ!“), საიდანაც წარმოიშვა მდინარის სახელი, ხოლო მოგვიანებით - სასულთნო. შემდგომში სახელწოდება გადაკეთდა როგორც „არუნაი“, შესაძლოა სანსკრიტული სიტყვის „varun“ (वरुण) გავლენის ქვეშ, რაც ნიშნავს „ოკეანეს“ ან მითოლოგიურ „ოკეანის ბატონს“.
ქვეყნის სრული სახელით - „ნეგარა ბრუნეი დარუ-ს-სალამი“ (არაბულად: دار السلام) - „დარუ-ს-სალამი“ ნიშნავს „მშვიდობის სახლი“, ხოლო „ნეგარა“ მალაურ ენაზე ნიშნავს „ქვეყანას“.
დასახლება, რომელიც ცნობილი იყოვიჯიაპურას სახელით, ბუდისტური იმპერიისშრივიჯაიას კოლონიას წარმოადგენდა. როგორც ვარაუდობდნენ, მდებარეობდა ბორნეოს ჩრდილო-დასავლეთით, რომელიც ყვაოდაVII საუკუნეში.ინდოელი ჩოლას შეჭრის შემდეგ, დათუპუტი სუმატრა და ბორნეოდან დისიდენტურად განწყობილ რამდენიმე დათუსთან ერთად სათავეში ჩაუდგა აჯანყებას რაჯამაკატუნაოს წინააღმდეგ, რომელიც ადგილობრივი რაჯას მიერ იყო დანიშნული ჩოლას თანამდებობაზე. დისიდენტები და მათი მხარდამჭერები ცდილობდნენშრივიჯაიას აღორძინებას ახალ ქვეყანაშიმაჯას სახელითფილიპინებზევისაის კუნძულებზე (შრივიჯაიას სახელობის არქიპელაგი). ერთ-ერთი ადრეული ჩინურ ენაზე დაწერილი დოკუმენტი, რომელიც ეხება ბორნეოს სამეფოს, ახ. წ. 977 წლით თარიღდება და წარმოადგენს ბონის მმართველის მიერ ჩინეთის იმპერატორისათვის მიწერილ წერილს.XIV საუკუნეში ბრუნეიმაჯაპაჰიტის ვასალი უნდა ყოფილიყო. 365 წელსპრაპანკას მიერ დაწერილ ძველ იავურ მანუსკრიპტნაგარაკრეტამაშიბარუნე მოხსენიებულია, როგორც ჰინდუმაჯაპაჰიტის შემადგენელი ნაწილი.
XV საუკუნეში ბრუნეი გამოეეყომაჯაპაჰიტს. ქვეყანაში გავრცელდაისლამი. მისმა გამგებელმა ალაკ-ბერ-ბატუტამ მუჰამედის სახელი მიიღო და გახდა ქვეყნის პირველი სულთანი. ბრუნეი დამოუკუდებელი სასულთნო გახდა.
ქვეყანა გადაიქცა ჰაშიმიტურ სახელმწიფოდ, როდესაც მექის არაბ ემირშარიფ ალის ნება დართო, რომ გამხდარიყო მესამე სულთანი.XV საუკუნეში ბრუნეი ძლევამოსილი ფეოდალური სახელმწიფო იყო. მისი მმართველობა ვრცელდებოდა ჩრდილოეთ ბორნეოდან სამხრეთ ფილიპინებამდე (სულუ) და ჩრდილოეთ ფილიპინებამდე (მანილა), რომელიც ბრუნეიმ მიიერთა ტერიტორიების შეძენით, რაც სამეფო საქორწინო კავშირების შედეგად განხორციელდა. XVI საუკუნის პირველ ნახევარში ბრუნეიმ თავის გავლენას დაუმორჩილა კუნძულკალიმანტანის მთელი ჩრდილოეთი სანაპირო დასულუს არქიპელაგი. სულთანმა ბოლკიაჰმა ბრუნეის ძალაუფლება საკმაოდ გააფართოვა, როდესაც დაიპყრომანილა დასულუ. აგრეთვე ცდილობდა ვისაის კუნძულების დაპყრობას, თუმცა ვერ მოახერხა. თვითონ სულთანი დედის მხრიდან წარმოშობით ვისაიდან იყო და ცნობილი იყო როგორცსულთან რაგამი - „მომღერალი კაპიტანი“. მისი ძლიერი მუსიკალური ხმა იყო ის თვისება, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო ვისაელი წინაპრებისგან. ვისაელები ცნობილები იყვნენ, როგორც საუკეთესო მომღერლები, ასევე მეომართა კასტის წევრებიც.
1521 წელს ბრუნეი მოინახულაფერნანდო მაგელანმა. ამ დროს ის ძლიერი ფეოდალური სახელმწიფო იყო. 1580 წელს მას დროებითესპანელები დაეპატრონენ. 1839 წელსინგლისელმა ავანტიურისტმა ჯ. ბრუკმა, იმყოფებოდა რა სულთნის სამსახურში, ჩაახშო დაიაკების აჯანყება, რომლებიც ერთგვარ საფრთხეს უქმნიდნენ სულთნის თანამდებობას, „საჩუქრად“ მიიღო მიწები ქვეყნის ჩრდილოეთით (სარავაკი) დარაჯის ტიტული. 1888 წელსბრიტანელებმასარავაკი დასაბაჰი თავის პროტექტორატად გამოაცხადეს. „თეთრი რაჯების“ (ბრუკების) დინასტია მართავდა ქვეყანასმეორე მსოფლიო ომამდე. 1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს სარავაკის ტერიტორია ოკუპირებული იქნაიაპონელების მიერ. ომის დამთავრების შემდეგ სარავაკი დაექვემდებარა უშუალოდ ბრიტანეთის სამეფოს მმართველობას. 1959 წლის მთელი რიგი აჯანყებების შემდეგდიდმა ბრიტანეთმა ბრუნეის ავტონომიის სტატუსი მიანიჭა შიდა მმართველობის საკითხებში. 1962 წელს იგეგმებოდა ბრუნეის მალაიზიის შემადგენლობაში შესვლა, თუმცა აჯანყებამ ბრუნეის სახალხო პარტიის მეთაურობით ჩაშალა ეს გეგმა. აჯანყება სასტიკად ჩაახშვეს ბრიტანეთის სამხედრო ძალებმა. სულთანი, რომელსაც ბრიტანელები ადანაშაულებდნენ აჯანყებულების მიმართ სიმპატიაში, იძულებული გახდა ძალაუფლება შვილის სასარგებლოდ დაეთმო. 1984 წლის 1 იანვარს სრული დამოუკიდებლობა გამოცხადდა.
1992 წელს მიღებულ იქნა კონცეფცია — „მალაური ისლამური მონარქია“. სულთანმაჰასანალ ბოლკიაჰმა დაიწყო საზოგადოების მოდერნიზაციის ფრთხილი პოლიტიკის გატარება. ეროვნული დღესასწაულია 23 თებერვალი — დამოუკიდებლობის დღე.
ბრუნეის რელიეფი მოსწორებულია. ტერიტორიის უმეტესობა დაბლობია. ზღვის სანაპიროს მიუყვება ვრცელი, მჭიდროდ დასახლებული და ათვისებული დაბლობი.კლიმატი ეკვატორულია, მასზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან წამოსული მუსონები, არის მიწისძვრები. პატარა მდინარეები მიედინება მაღლობებისა და გორაკებისაკენ, ჩრდილოეთით ზღვისაკენ.
ჰაერის ტემპერატურა მთელი წლის განმავლობაში 26 ⁰C-ს აღწევს, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა მთელი წლის განმავლობაში 2000-დან 4000-მდე მერყეობს. მთელი ტერიტორიის 75 % დაფარულია მარადმწვანეტროპიკული ტყეებით.ტყე მდიდარია ძვირფასი ჯიშისხეებით, განსაკუთრებითკაუჩუკოსნებით.
სახელმწიფოს მმართველი და ხელმძღვანელი —სულთანი. ისვე არის ქვეყნის რელიგიური ლიდერი. ხელისუფლება დაკომპლექტებულია ძირითადად მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისაგან.
ქვეყნის ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობა — 4 რეგიონი.
ბრუნეის მთავარი სიმდიდრეანავთობი დაბუნებრივი აირი. 1929 წელს მრავალი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბრუნეიში ნავთობი აღმოაჩინეს. ორმა პიროვნებამ – ფ. მარიოტმა და ტ. კოკრეინმა 1926 წლის ბოლოს იგრძნეს ნავთობის სუნი მდინარესერიასთან. ამის შესახებ შეატყობინეს გეოფიზიკოსს, რომელიც იქვე აწარმოებდა გადაღებებს. 1927 წელს ამ რეგიონში გაზის გაჟონვა დაფიქსირდა 1928 წლის 12 ივლისს გათხარეს სერია № 1 (S-1) ჭაბურღილი და 1929 წლის 5 აპრილს 297 მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს ნავთობი. 1929 წლის 29 აგვისტოს გათხარეს სერია № 2 ჭაბურღილი. ნავთობის მოპოვება მუდმივად გრძელდება. 1940 წლისათვის დაახლოებით 6 მილიონ ბარელს შეადგენდა. ბრიტანულ-მალაური ნავთობკომპანია ამჟამადBrunei Shell Petroleum Company დაარსდა 1922 წლის 22 ივლისს. პირველი საზღვაო ჭაბურღილი გათხარეს 1957 წელს. 1973 წელს დასრულდა ერთ-ერთი უდიდესი გაზის გასათხევადებელი საწარმოს მშენებლობა. ნავთობი და ბუნებრივი გაზი ბრუნეის განვითარებისა და სიმდიდრის მთავარ საფუძველს წარმოადგენს.
დიდი მნიშვნელობა აქვსკაუჩუკის დამზადებას (წლიურად 430-450 ათასი ტ.). ადგილობრივი მოხმარებისათვის თესავენბრინჯსა დასაგოს. დამუშავებითი მრეწველობა წარმოდგენილია ხე-ტყისა და კვების საწარმოებით. მეცხოველეობა შედარებით სუსტადაა განვითარებული, გარკვეული მნიშვნელობა აქვს მეთევზეობას. ექსპორტის მთავარი საგნებია: ნავთობი, პილპილი.
უპირატესობანი: ნავთობის და ბუნებრივი აირის მარაგი 20-30 წლის საკმარისია. თუმცა უცხოური ინვესტიციებიდან შემოსავალი (2004 $7,75 მლრდ) აღემატება ბუნებრივი აირიდან და ნავთობიდან შემოსულ შემოსავალს.
სუსტი მხარეა დივერსიფიკაციის არ ქონა. ქვეყნის ეკონომიკა ორიენტირებულია ერთ პროდუქტზე.
ქვეყანა წელიწადში მოიპოვებს 10 მლრდ. ტონა ნავთობს და 12 მლრდ მ³ გაზს. ნავთობისა და გაზის დიდი მარაგების გამო ქვეყანას ერთ-ერთი წამყანი ადგილი უკავია ცხოვრების დონის მიხედვით სამხრეთ აღმოსავლეთაზიის ქვეყნებში.
ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ქვეყანაში ტურისტების მოსაზიდად.
Bilcher Bala. Thalassocracy: a history of the medieval Sultanate of Brunei Darussalam (ინგლ.). — School of Social Sciences, Universiti Malaysia Sabah, 2005. —ISBN 978-983-2643-74-6.
Wendy Hutton (2000).Adventure Guides: East Malaysia. Tuttle Publishing. p. 30. ISBN978-962-593-180-7.
Cf. William Henry Scott (1903). "Barangay: Sixteenth Century Philippine Culture and Society". (1 January 1994) pp. 109-110.
კურსივით აღნიშნულია თანამეგობრობის ის წევრები, რომელთაც ერთი და იგივე მონარქი ჰყავთ სახელმწიფოს მეთაურად. 1 მონარქის სახელმწიფოს მეთაურად ყოფნა სადავოა. 2 იყენებს სახელსპრეზიდენტი.