ბრომი აღმოჩენილი იქნა1826 წელსმონპელიეს კოლეჯის ახალგაზრდა მასწავლებლისანტუან ჟერომ ბალარის მიერ. ბალარი აღმოჩენამ მსოფლიოში ცნობილი გახადა. ერთი პოპულარული წიგნიდან მეორეში გადადის განცხადებები იმის შესახებ რომ, ნაწყენი რომ ვიღაც უცნობმა ბალარმა დაასწრო ცნობილიუსტუს ლიბიხს ბრომის აღმოჩენა, თითქოს ლიბიხმა განაცხადა რომ ეს ბრომმა აღმოაჩინა ბალარი და არა ბალარმა ბრომიო. მაგრამ ეს არასწორია, უფრო სწორედ, მთლად სიმართლე არაა. ეს ფრაზა ეკუთვნოდაშარლ ფრედერიკ ჟერარს რომელსაც უნდოდა რომ სორბორნის ქიმიის კათედრაოგუსტ ლორანს დაეკავებინა და არა პროფესორად ახლად არჩეულ ა. ბალარს.
ბრომის კლარკია 1,6 გ/ტ. ბრომი ფართოდაა გავრცელებული ბუნებაში და გაბნეული სახით ის ყველგან გვხვდება. ბრომის თითქმის ყველა ნაერთი იხსნება წყალში და ამიტომაც ადვილად გამოირეცხება ქანებიდან. როგორც მინარევი ის ძალიან ბევრ მინერალშია. მაგრამ არსებობს მხოლოდ რამდენიმე წყალში უხსნადი მინერალი —ვერცხლის დასპილენძის ჰალოგენიდები. მათ შორის ყველაზე ცნობილია — ბრომარგირიტი AgBr. სხვა მინერალები — იოდობრომიტი Ag(Br, Cl, I), ემბოლიტი Ag(Cl, Br). ბრომის საკუთარი მინერალები ცოტაა იმიტომ რომ, მისი იონური რადიუსი ძალიან დიდია და ბრომის იონი საიმედოდ ვერ მაგრდება სხვა ელემენტების კრისტალურ მესერში, საშუალო ზომის კათიონებთან ერთად. ბრომის დაგროვებაში ძირითად ლორს თამაშობს ოკეანის წყლების აორთქლების პროცესი, რის შედეგადაც ის გროვდება როგორც თხევად, ისე მყარ ფაზაში. ბრომი მთის ქანებში ძირითადად იმყოფება იონების სახით, რომლებიც მიგრირებენ მიწისქვეშა წყლებთან ერთად. მიწის ბრომის ნაწილი დაკავშირებულია მცენარის ორგანიზმებში რთულ და უმეტესწილად უხსნად ორგანულ ნაერთებში. ზოგიერთი მცენარე აქტიურად აგროვებს ბრომს. ეს უპირველეს ყოვლისა არისპარკოსანი მცენარეები —ბარდა,ლობიო,ოსპი, ასევე ზღვის წყალმცენარეები. ზღვაში კონცენტრირებულია ბრომის დიდი ნაწილი. არის ის ასევე მარილიან ტბებში, და მიწისქვეშა წყალშემცველ პლასტებში, რომელიც თანხლებს საწვავ წიაღისეულ საბადოებს, ასევე კალიუმის მარილებს და ქვის მარილს. ბრომი არის ატმოსფეროშიც, ამასთან ამ ელემენტის შემცველობა ზღვისპირა რაიონების ჰაერში ყოველთვის მეტია, ვიდრე მკვეთრად კონტინენტალურ კლიმატში.
ბრომის წარმოებისათვის პირველად ნედლეულად გამოიყენებენ:
ჩვეულებრივ პირობებში ბრომი — მოწითალო-მოყავისფრო სითხეა მკვეთრი არასასიამოვნოსუნით,საწამლავია, კანთან შეხებისას წარმოიქმნება კანის დამწვრობა. ბრომი — ერთ-ერთია ორმარტივ ნივთიერებას შორის,ვერცხლისწყალთან ერთად, რომელიც ოთახისტემპერატურაზე თხევად მდგომარეობაშია. სიმკვრივე 0 °C არის — 3,19 გრ/სმ³. ბრომის დნობის ტემპერატურა (გამაგრება) −7,2 °C, დუღილის 58,8 °C, დუღილისას ბრომი სითხიდან გადაიქცევა მოყავისფრო ორთქლად, ჩასუნთქვისას აღიზიანებს სასუნთქ ორგანოებს. სტანდარტულიელექტროდული პოტენციალი Br2/Br− წყლის ხსნარში ტოლია +1,065 ვ.
თავისუფალი ბრომი ორ ატომიანი მოლეკულის სახით არსებობს Br2. მოლეკულის ატომებადდისოციაცია შეიმჩნევა 800 °C ტემპერატურის დროს და ჩქარა იზრდება ტემპერატურის შემდგომი ზრდისას. მოლეკულის დიამეტრი Br2 ტოლია 0,323 ნმ, ბირთვებს შორისი მანძილი ამ მოლეკულაში არის — 0,228 ნმ.
ბრომის რეაქციაწყალბადთან მიმდინარეობს გახურებით და წარმოიქმნებაბრომწყალბადი HBr. HBr-ის წყლის ხსნარი წარმოადგენს —ბრომწყალბადმჟავას, თავისი ძალით ახლოსაამარილმჟავასთან (HCl). ბრომწყალბადმჟავის მარილებია — ბრომიდები (NaBr,MgBr2,AlBr3 და სხ.). ხარისხობრივი რეაქცია ხსნარებში ბრომიდ-იონების არსებობაზე — Ag+ იონებთანვერცხლის ბრომიდის AgBr ღია-მოყვითალო, წყალში პრაქტიკულად უხსნადი ნალექის შექმნა.
ჟანგბადთან დააზოტთან ბრომი უშუალოდ არ რეაგირებს. ბრომი სხვა დანარჩენ ჰალოგენებთან წარმოქმნის დიდი რაოდენობის სხვადასხვა ნაერთებს. მაგალითად,ფთორთან ბრომი ცარმოქმნის არამდგრად BrF3 და BrF5, იოდთან — IBr. ბევრ ლითონებთან ურთიერთქმედებით ბრომი წარმოქმნის ბრომიდებს, მაგალითად, AlBr3, CuBr2, MgBr2 და სხ. ბრომის ზემოქმედებისაგან მდგრადებიატანტალი დაპლატინა, უფრო ნაკლებად -ვერცხლი,ტიტანი დატყვია.
ბრომი - ძლიერიმჟანგავია, ის ჟანგავს სულფიტ-იონს სულფატამდე, ნიტრიტ-იონს — ნიტრატამდე და ა.შ.
ორმაგკავშირებიან ორგანულ ნაერთებთან ურთიერთქმედებისას, ბრომი უერთდება მათ და იძლევა დიბრომწარმოებულებს:
C2H4 + Br2 → C2H4Br2.
ბრომი უერთდება ორგანულ მოლეკულებსაც, რომლის შემადგენლობაში სამმაგი კავშირებია. ბრომიანი წყლის გაუფერულება მასში აირის გატარებისას ან მასში სითხის დამატებისას მეტყველებს იმაზე, რომ აირში ან სითხეში არის უსაზღვრო ნაერთი.
უჟანგბადო ბრომწყალბადმჟავის HBr გარდა, ბრომი ქმნის მთელ რიგ ჟანგბადიან მჟავეებს: ბრომმჟავასHBrO4, ქვებრომმჟავასHBrO3, ბრომოვანიმჟავასHBrO2, ქვებრომოვან მჟავასHBrO.
თუკი ჰაერში ბრომის შემცველობა აღწევს 0.001 % კონცენტრაციას დაახლოებით (მოცულობით), იწვევსლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, თავბრუსხვევას, ხოლო უფრო მაღლი კონცენტრაციები კი - სასუნთქი გზების სპაზმს, მოგუდვას. ბრომის ორთქლის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციაა 0.5 მგ/მ3. ორგანიზმში მოხვედრისას ტოქსიკურ დოზას შეადგენს 3გ, ხოლო სასიკვდილო - 35 გ. ბრომის ორთქლით მოწამვლისას, დაზარალებული დაუყოვნებლივ უნდა გაიყვანონ სუფთა ჰაერზე, სუნთქვის აღდგენამდე, მცირე დროის განმავლობაში იყენებენ ტამპონებს, რომელიც გაჟღენთილიანიშადურის სპირტით და რომელიც ხანმოკლე დროის განმავლობაში პერიოდულად მიაქვთ დაზარალებულის ცხვირთან. შემდგომი მკურნალობა კი უნდა გაგრძელდესექიმის მეთვალყურეობით. თხევადი ბრომის კანთან შეხება იწვევს მძიმე, მტკივნეულ და ხანგრძლივ მოუშუშებელ დამწვრობას.
ბრომის იონებია ტვინში, ჰიპოფიზში მაღალმოლეკულური ორგანული ნაერთის სახით. არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ჰიპოფიზი ბრომ–ჰორმონს გამოყოფს, რომელსაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში შეკავების უნარის აღდგენისა და გაძლიერების თვისება აქვს.
ბრომთან მუშაობისას უნდა გამოვიყენოთ სპეცტანსაცმელი (დამცავი ტანსაცმელი),აირწინაღი და სპეციალური ხელთათმანები. მისი მაღალი ქიმიური აქტიურობისა და ტოქსიკურობის გამო, როგორც აირადი ისე თხევადი ბრომი უნდა ინახებოდეს მინის, სქელკედლიან მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში. ბრომიან ჭურჭელს ინახავენ ქვიშით შევსებულ კონტეინერში, რომელიც ხელს უშლის შენჯღრევისას ბოთლის გატეხვას. ბრომის მაღალი სიმკვრივის გამო არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბრომიან ჭურჭელს მოვკიდოთ მხოლოდ ბოთლის ყელში (ბოთლის ყელი შეიძლება მოძვრეს და ბრომი დაიღვაროს იატაკზე).
დაღვრილი ბრომის ნეიტრალიზაციისათვის, ზედაპირზე უნდა მოვასხათნატრიუმის სულფიტის ხსნარი Na2SO3, ან ნატრიუმის კარბონატი Na2CO3
ზემოთ მითითებული რეაქციისათვის მიზანშეწონილია დავაყაროთ ნატრიუმის კარბონატი.
არსებობს ფართოდ გავრცელებული ლეგენდა იმაზე, რომ ჯარში თითქოს საჭმელში უმატებენ ბრომს სექსუალური სურვილების შესამცირებლად. ამ მითს არ გააჩნია არავითარი საფუძველი - სურვილების დაქვეითება წარმატებით ხორციელდება ფიზიკური დატვირთვით, ხოლო სინამდვილეში საჭმელში დანამატის სახით ხშირად უმატებენ ასკორბინის მჟავას ავიტამინოზის პრევენციისათვის. გარდა ამისა, ბრომის პრეპარატები მლაშე გემოს მატარებლები არიან და არ ახდენენ გავლენას პოტანციაზე. მათ გააჩნიათ დამამშვიდებელი და დასაძინებელი ეფექტი.