Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ბენინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენინის რესპუბლიკა
ფრანგ. République du Bénin
ბენინი
ბენინის
დევიზი: ფრანგ. "Fraternité, Justice, Travail"
„ძმობა, სამართლიანობა, შრომა“
ჰიმნი: ფრანგ. "L'Aube nouvelle"
"ახალი გარიჟრაჟი"
დედაქალაქიპორტო-ნოვო
6°28′ ჩ. გ.2°36′ ა. გ. / 6.467° ჩ. გ. 2.600° ა. გ. /6.467; 2.600
უდიდესიკოტონუ
ოფიციალური ენაფრანგული
მთავრობამრავალპარტიული დემოკრატია
 - პრეზიდენტიპატრის ტალონი
 - ვიცე-პრეზიდენტიმარიამ ჩაბი ტალატა
ფართობი
 - სულ114 763 კმ2 (101-ე)
 - წყალი (%)0,4
მოსახლეობა
 - 2022 შეფასება13 754 688 (77-ე)
 - 2013 აღწერა9 983 884[1]
 - სიმჭიდროვე94,8 კაცი/კმ2 
მშპ (მუპ)2023 შეფასება
 - სულ$59.241 მილიარდი[2] (137-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$4305[2] (163-ე)
აგი (2023)0.515[3]
დაბალი ·173-ე
ვალუტადასავლეთაფრიკული ფრანკი (XOF)
სასაათო სარტყელიUTC+01:00
თარიღის ფორმატიდდ/თთ/წწწწ
სატელეფონო კოდი+229
ISO 3166 კოდიBEN
ინტერნეტ-დომენი.bj

ბენინი (ფრანგ. Bénin),ბენინის რესპუბლიკა (ფრანგ. République du Bénin,1975 წლამდედაჰომეა) — სახელმწიფოდასავლეთ აფრიკაში. აქვს საზღვაო გასასვლელიგვინეის ყურეში. დედაქალაქიპორტო-ნოვო, მთავრობა მდებარეობს ქვეყნის უდიდეს ქალაქკოტონუში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრებაბურკინა-ფასო დანიგერი, აღმოსავლეთიდან —ნიგერია, დასავლეთიდან —ტოგო.

სახელწოდება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კოლონიური და დამოუკიდებლობის პერიოდში ქვეყანა ცნობილი იყო, როგორც დაჰომეა. 1975 წლის 30 ნოემბერს ქვეყნის სახელწოდება შეიცვალა და მას ოფიციალურად ბენინი დაერქვა.[4] სახელწოდება ბენინის სანაპიროსთან მდებარე ბენინის ყურის გამო დაერქვა. თვითონ ყურეს სახელწოდება ევროპელებმა შეურჩიეს, როდესაც მათ ბენინის იმპერია შექმნეს თანამედროვენიგერიის ტერიტორიაზე. ქვეყანა ბენინს არანაირი კავშირი არ აქვს თანამედროვე ნიგერიის ქალაქბენინ-სითისთან და არც ბენინის ბრინჯაოს ქანდაკებებთან. სახელწოდება „ბენინი“ წარმოიშვა ქალაქ უბინუს (ახლანდელი ბენინ-სითი)პორტუგალიური ენიდან დამახინჯებული თარგმანის შედეგად.[5]

ახალი სახელწოდება ბენინი ნეიტრალიტეტის გამო შეირჩა. დაჰომეა ფონების ხალხის დაჰომეის სამეფოს ერქვა, რომელიც თანამედროვე ბენინის სამხრეთ ნაწილის მესამედით შემოიფარგლებოდა. ეს ტერიტორია არ მოიცავდაპორტო-ნოვოს, ცენტრალურ ბენინს, მულტი-ეთნიკურ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს – ატაკორას და ბარიბების ხალხის ბორგუს სამეფოს, რომელიც დღეს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.[6]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ადრეული პერიოდი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ძველად ქვეყნის ჩრდილოეთში ცხოვრობდაგურმის ტომი, რომელიც შემდგომ პერიოდში განდევნა თანამედროვენიგერიის ტერიტორიიდან მოსულმაბარბის ტომმა. ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობდნენფონის დააჯას ტომები.

XV საუკუნეში ბენინის სანაპიროზე გამოჩნდნენპორტუგალიელები.

XVI-XVII საუკუნეებში აშენდაფრანგი,ნიდერლანდელი,ინგლისელი ვაჭრების და მონათმფლობელების ფორტები და ფაქტორიები.

XVII საუკუნიდან ბენინის და მეზობელი რაიონების სანაპირო ევროპელებმა გადააქციესმონათვაჭრობის მსხვილ რეგიონადაფრიკაში (ამიტომაც მას მონათა ნაპირსაც უწოდებდნენ).

XVII საუკუნეში ბენინის თანამედროვე ტერიტორიაზე ჩამოყალიბდადაჰომეის ადრეული სახელმწიფო. მისი მოსახლეობა ძირითადად დაკავებული იყო არქაული მიწადმოქმედებით. საზოგადოებრივი წყობა — გარდამავალი პირველყოფილიდანფეოდალიზმისკენ, მონათმფლობელური ელემენტებით.

XVIII საუკუნეში დაჰომეის მმართველები აქტიურად მონაწილეობდნენ მონათვაჭრობით, ზოგიერთი მონაცემებით ყოველწლიურად ევროპელ ვაჭრებს ყიდდნენ 20 ათასამდე მონებს. ეს გრძელდებოდა XIX საუკუნის შუა პერიოდამდე, მანამდე, სანამ მონათვაჭრობა აიკრძალა ევროპის უმრავლეს ქვეყნებში.

კოლონიალური პერიოდი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

დაჰომეა წინააღმდეგობას უწევდა ფრანგ კოლონიზატორებს 1851 წლიდან. 1890 წლის თებერვალში ფრანგმა კოლონიზატორებმა ბენინის წინააღმდეგ ომი დაიწყეს და მხოლოდ 1892 წლის ნოემბერში მოახერხეს მისი დედაქალაქის აბომეის აღება. მაგრამ 1894 წელს იგი საბოლოოდ იქნა დაპყრობილი და გახდასაფრანგეთის სამფლობელო. 1904 წელს თანამედროვე ბენინის ტერიტორია შევიდასაფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში, როგორცსაფრანგეთის დაჰომეის კოლონია (მისი საზღვრები არ ემთხვეოდა დაჰომეის სახელმწიფოს კოლონიამდელ საზღვრებს). ფრანგმა კოლონიზატორებმა შექმნეს სამრეწველო საწარმოები (საპნის, სამკერვალო და სხვა), ააშენეს რკინიგზები და საავტომობილო გზები.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა ახალგაზრდა დაჰომეელთა მოძრაობა, რომელსაც პროგრესულად განწყობილი ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები ჩაუდგნენ სათავეში. 1923 წელს მოეწყო მასობრივი ანტიკოლონიალისტური გამოსვლები.

მეორე მსოფლიო ომმა არსებითი ძვრები გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალური ძალების თანაფარდობაში. გაიზარდა მუშების რიცხვი, გახშირდა გაფიცვები. განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ ქვეყანაში შექმნილი პირველი აფრიკული პოლიტიკური პარტიები და პროფკავშირები. 1946 წელს დაჰომეამ მიიღოსაფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიის სტატუსი. გუბერნატორთან ერთად ფუნქციონერობა დაიწყო არჩევითმა გენერალურმა საბჭომ. მის შემადგენლობაში წარმოდგენილები იყვნენ აფრიკული ბურჟუაზიის, ქვეყნის ხელმძღვანელობის, ინტელიგენციის წარმომადგენლები.

1958 წლიდან ავტონომიურიდაჰომეის რესპუბლიკა შედისსაფრანგეთის თანასაზოგადოების შემადგენლობაში. განიხილებოდა ავტონომიური დაჰომეის რესპუბლიკის მაშინ დაგეგმილ და 1959—1960 წლებში არსებულმალის ფედერაციაში (მალი დასენეგალი) ჩართვის იდეა, მაგრამ ეს არ იქნა რეალიზებული.

დამოუკიდებლობის პერიოდი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1960 წლის 1 აგვისტოს დაჰომეა დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა და გამოვიდა საფრანგეთის გაერთიანებიდან. 1960 წლის 20 სექტემბერს დაჰომეაგაეროში მიიღეს. დამოუკიდებელი დაჰომეის პირველი პრეზიდენტი გახდაიუბერ მაგა, რომელმაც ფაქტიურად დაამყარა პირადი დიქტატურა.

1963 წლის ბოლოს პოლკოვნიკკრისტოფ სოგლოს ხელმძღვანელობით მოხდა პირველი სამხედრო გადატრიალება. მიღებული იქნა ახალი კონსტიტუცია, აღდგა მრავალპარტიული სისტემა, ჩატარდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტად არჩეული იქნასურუ-მიგან აპიტი, რომელმაც გამოაცხადა ქვეყნის „სოციალისტური გზით“ განვითარების კურსი.

1965 წელს მოხდა მეორე სამხედრო გადატრიალება, რომელიც მოაწყო უმაღლესი ოფიცრების ჯგუფმა. 1968 წელს პრეზიდენტად არჩეული იქნა ე. ზინსუ, რომელმაც განაცხადა ქვეყნის კაპიტალისტური განვითარების შესახებ.

1969 წლის დეკემბერში მოხდა მესამე სამხედრო გადატრიალება. ხელისუფლებაში დაბრუნდნენ იუბერ მაგა და სურუ-მიგან აპიტი.

1972 წლის ოქტომბერში მაიორმამატიე კერეკუმ მოაწყო მეოთხე სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც დაამყარაერთპარტიული სისტემა მარქსისტულ-ლენინური იდეოლოგიით და მთავრობის ამოცანად გამოაცხადა სოციალიზმის მშენებლობა. 1974 წლის ნოემბრიდან დაჰომეას მართავდა პოლიტბიურო მატიე კერეკუს ხელმძღვანელობით.

1975 წლის 30 ნოემბრიდან ქვეყანას სახელად დაერქვაბენინის სახალხო რესპუბლიკა.

1977 წლის 16 იანვარს მოხდა უშედეგო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა დაქირავებული ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდაბობ დენარი.

1983 წელს 15-დან 40 წლამდე ასაკის ქვეყნის მთელი მოსახლეობა შეიყვანეს რევოლუციური ახალგაზრდობის ორგანიზაციაში (იმ პერიოდში ქვეყნაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 43 წელს).

1989 წლიდან მატიე კერეკუ განუდგა მარქსისტულ პრინციპებს, ქვეყნის ოფიციალური დასახელებიდან ამოიღეს სიტყვა „სახალხო“. 1991 წელს ჩატარდა თავისუფალი არჩევნები.

ერთპარტიული სისტემის დემონტაჟის შემდეგ, 1990 წლის მარტიდან ქვეყნის დასახელებაა ბენინის რესპუბლიკა.

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბენინის რუკა
ბენინის ტოპოგრაფიული რუკა

გეოგრაფიულად ქვეყანა იყოფა ხუთ ბუნებრივ რეგიონად: სანაპირო რეგიონი, პლატოს ზონა („ლა ტერე დე ბარე“), ამაღლებული პლატო ტყიანი სავანით ჩრდილოეთში, ზეგნების რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში („ატაკორა“) და ნაყოფიერი ნიგერის დაბლობი ჩრდილო-აღმოსავლეთში. ქვეყნის საერთო ფართობი შეადგენს 114 763 კმ²-ს.

აღმოსავლეთიდან ესაზღვრებანიგერია (საზღვრის სიგრძე 773 კმ), დასავლეთიდანტოგო (644 კმ), ჩრდილოეთიდანბურკინა-ფასო(306 კმ) დანიგერი (266 კმ). სამხრეთიდან გარს ეკვრისატლანტის ოკეანის (ბენინის ყურე) წყლები. სანაპირო ხაზის სიგრძე შეადგენს 121 კმ-ს.

რელიეფი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბენინის სამხრეთში სანაპირო აკუმულაციური დაბლობია.ბენინის ყურის (გვინეის ყურის ნაწილი) მთელი 125 კმ სიგრძის სანაპირო ზოლის გასწვრივ გადაჭიმულია 3-4 მეტრის სიმაღლის სანაპირო რელიეფური ზოლები, რომლებიც ზღვიდან მრავალრიცხოვან მცირე სიღრმისლაგუნებსჭაობიანი ტერიტორიებით ჰყოფს. ლაგუნების სარტყლის მიღმა იწყება მატერიკის ნაპირი, რომელიც ყურეებით არის დაკლაკნილი. სანაპირო დაბლობის ჩრდილოეთით, ტერიტორიის უმეტესი ნაწილი 250-400 მეტრის სიმაღლის ცოკოლის პლატოებით არის დაკავებული, ზოგან 625 მეტრამდე სიმაღლისშთენილი კლდოვანი მწვერვალებით. ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში პლატოს ეხებაატაკორას დაბალი ლოდური მთები (ბენინის უმაღლესი წერტილი 641 მ). მდინარეებისნიგერისა დაოტის ხეობების გასწვრივ (უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთით და ჩრდილო-დასავლეთით) გადაჭიმულია დაბლობი ვაკეები. ჭარბობს წითელი ლატერიტული, სამხრეთში – წითელ-ყვითელი ლატერიტული ნიადაგები.

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

კლიმატური თვალსაზრისით ბენინი იყოფა ორ ზონად: სამხრეთი და ჩრდილოეთი.

ქვეყნის ჩრდილოეთში კლიმატი სუბეკვატორულია. მშრალი სეზონი აქ გრძელდება დეკემბრიდან მაისის ჩათვლით, წვიმიანი — ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით. საშუალო წლიური ტემპერატურა შეადგენს 25—28 °C.

ქვეყნის სამხრეთში კლიმატი ქვეყნის სანაპირო რეგიონებში ეკვატორულია, ორი წვიმიანი (აპრილიდან ივლისის შუამდე და სექტემბრის შუიდან ოქტომბრის ჩათვლით) და ორი მშრალი სეზონებით (ნოემბერი-მარტი, ივლისის შუა პერიოდი — სექტემბრის შუა პერიოდი).

ზამთრის მშრალი სეზონი გამოწვეულია ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონით —ჰარმატანით, რომელიც ქრისსაჰარიდან გვინეის ყურის მხარეს.

აქ მოდის 1270 მმ-მდე ნალექი წელიწადში. წვიმიანი სეზონის საშუალო ტემპერატურა შეადგენს 23 °C-დან 28 °C-მდე, მშრალი სეზონის აღწევს 32 °C-ს.

ჰიდროლოგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქვეყანას გააჩნია ხშირი სამდინარო სისტემა. სამხრეთის მიმართულებით ჩამდინარე მდინარეებიდან ყველაზე დიდებია —უემე (დაახლოებით 500 კმ),მონო (ორივეზე დაცურავენ გემები),კუფო,ზუ,აგბადო,ოკპარა,ალპურო. ჩრდილოეთით ყველაზე უფრო დიდი მდინარეანიგერი, ასევე აღსანიშნავია ნიგერის შენაკადებიალიბორი,სოტა,მეკრუ დაოტი (ვოლტის აუზი). ბენინის სამხრეთში მდებარეობსტბანოკუე.

ფლორა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის მცენარეულობიდან ძირითადად გამოირჩევა მაღალბალახოვანისავანააკაციებით,დუმ-პალმებით,შის ხეებით (ლათ. Vitellaria paradoxa). სამხრეთით, სანაპიროზე, მარადმწვანეტროპიკული ტყეები (ტერიტორიის დაახლოებით 1/5), ასევე ზეთოვანი პალმების დატექის ხის ნარგავები.

ფაუნა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბენინის ცხოველთა სამყარო საკმაოდ მდიდარია. ქვეყნის ტერიტორიაზე ცნობილიაძუძუმწოვართა 191 სახეობა. სავანაში ბევრიანტილოპა და დიდიმტაცებლებიალომები,ჯიქები,ავაზები. გვხვდებასერვალი,ტურა,აფთარი,აფრიკული სპილო,აფრიკული კამეჩი. სანაპირო წყლებში ბინადრობენლოქოები,ტილაპიები.

ასევე მდიდარია ბენინისორნიტოფაუნა — ცნობილიაფრინველთა 591 სახეობა, მათ შორისდურაჯები,მეთაფლიასებრნი,აფრიკული მარაბუები,აფრიკული ჟაბირუები,ივეოსისებრნი,ბუჩქის ღაჟოები.

ბენინის წითელ წიგნში შეტანილია ძუძუმწოვართა 49 სახეობა, ფრინველთა 45 სახეობა,ქვეწარმავლების 15 სახეობა დაამფიბიების 2 სახეობა, რომლებიც იმყოფებიან გაქრობის საფრთხის ქვეშ.

დაცულ ტერიტორიებს უკავიათ ბენინის მთლიანი ფართობის დაახლოებით 20 %; სამხრეთით 0,16 % — ღვთიური ტყეები, დაახლოებით 17 % — რამსარის ჭარბტენიანი ტერიტორიები. 52 დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს შორის[7] 2 ეროვნული პარკია:W დაპენჯარი. იგეგმება საზღვაო დაცული ტერიტორიის შექმნაზღვის კუების დასაცავად.

პოლიტიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბენინის პოლიტიკა ხორციელდებასაპრეზიდენტოწარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩარჩოებში, რომელშიცბენინის პრეზიდენტი ერთდროულად წარმოადგენსსახელმწიფოს მეთაურს,მთავრობის მეთაურს დამრავალპარტიული სისტემის მეთაურს.[8]აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებსმთავრობა.საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნის როგორც მთავრობას, ასევე საკანონმდებლო ორგანოს.სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებებისგან. დღევანდელი პოლიტიკური სისტემა დაფუძნებულია 1990 წლისბენინის კონსტიტუციაზე და შემდგომ 1991 წელს დემოკრატიულ წყობაზე გადასვლაზე. 2019 წელსEconomist Intelligence Unit-მა ბენინი შეაფასა, როგორც„ჰიბრიდული რეჟიმი“.[9][10]

აფრიკული მმართველობის იბრაჰიმის ინდექსმა ბენინი მაღალი ქულით შეაფასა, რომელიც მთელს აფრიკაში მმართველობის ხარისხს ზომავს. ბენინი 52 აფრიკული ქვეყნიდან ამ ინდექსის მიხედვით მე-18 ადგილზეა. განსაკუთრებით მაღალი შეფასება აქვს შემდეგ ორგანოებში: ესენია უსაფრთხოება და სამართალი და მონაწილეობა და ადამიანთა უფლებები.[11]

2005 წელს პოლიციის, ბიზნესის და პოლიტიკური კორუფციის ანალიზის შედეგად ბენინმა 159 ქვეყნიდან 88-ე ადგილი დაიკავა.

2007 წელს პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით ბენინმა 169 ქვეყნიდან 53-ე ადგილი დაიკავა.

პოლიტიკური სისტემის განვითარება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ნისეფორ სოგლო, ბენინის პრეზიდენტი 1991-1996 წლებში

XVII საუკუნიდან კოლონიალურ პერიოდამდე დაჰომეის სამეფოს (რომლის საზღვრები მოიცავდა უფრო მეტს, ვიდრე თანამედროვე ბენინი) მართავდა „ობა“. ბენინისაფრანგეთის კოლონია იყო 1892 წლიდან 1960 წლამდე, როდესაც საბოლოოდ იქნა დამოუკიდებლობა მიღწეული. 1960 წლიდან 1972 წლამდე პერიოდში ბენინში (1975 წლამდე ცნობილი, როგორც დაჰომეის რესპუბლიკა) მოხდა სამხედრო გადატრიალებების სერიები, რის შედეგადაც შეიცვალა ბევრი მთავრობა. უკანასკნელმა გადატრიალებამ ხელისუფლებაში მოიყვანა მაიორიმატიე კერეკუ, რომელიც რეჟიმს ჩაუდგა სათავეში და იგი ხელმძღვანელობდა მკაცრიმარქსისტულ-ლენინისტური პრინციპებით. ბენინის ხალხის რევოლუციური პარტია რჩებოდა სრულუფლებიან ხელისუფლებაში 1990-იანი წლების დასაწყისამდე. საფრანგეთისა და სხვა დემოკრატიული ხელისუფლებების მიერ წახალისებულმა მატიე კერეკუმ მოიწვია ეროვნული კონფერენცია, რომელმაც შემოიღო ახალი დემოკრატიული კონსტიტუცია და ჩაატარა საპრეზიდენტო და საკანონმდებლო არჩევნები. საპრეზიდენტო არჩევნებში კერეკუს მთავარი ოპონენტი იყო პრემიერ-მინისტრინისეფორ სოგლო, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება. სოგლოს მხარდამჭერებმა ასევე მიიღეს უმრავლესობა ეროვნულ კრებაში.

მატიე კერეკუ, ბენინის პრეზიდენტი 1996-2006 წლებში

ასე, რომ ბენინი გახდა პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელმაც წარმატებით დაასრულა გადასვლადიქტატურიდან პლურალისტურ პოლიტიკურ სისტემაზე. 1995 წლის მარტში ჩატარებული ეროვნული კრების არჩევნების მეორე ტურში სოგლოს პოლიტიკური პარტია – ბენინის აღორძინების პარტია წარმოადგენდა ყველაზე უფრო მსხვილ პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ ვერ ფლობდა აბსოლუტურ უმრავლესობას. ექს-პრეზიდენტ კერეკუს მხარდამჭერების მიერ შექმნილი პარტიის წარმატებამ, უბიძგა კერეკუს, რომელმაც ოფიციალურად უარი განაცხადა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე, წარმატებით გამოსულიყო 1996 და 2001 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში.

კონსტიტუცია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ნაწილობრივსსრკ-ს დაშლისა და ამით გამოწვეულიზესახელმწიფოების მხრიდან დონორული ფინანსური მხარდაჭერის არქონის, ასევე ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, ბენინმა 1990 წელს პოლიტიკური სისტემის და ეკონომიკის გახსნისა და ლიბერაციის მიზნით მიიღო ქვეყნის ახალი კონსტიტუცია. მისი მთავარი მიზნებია — კანონებში ურთიერთანგარიშობის გამყარება, გამჭირვალობა,რელიგიის თავისუფლება,პრესის თავისუფლება, სამთავრობო ხელისუფლებების გაყოფა,პროტესტის უფლება,საყოველთაო საარჩევნო უფლება (18 წლიდან) და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა.

ამ მოვლენებმა გამოიწვია ბენინში ეკონომიკური აღმავლობა, მაგრამ კონსტიტუციის ზოგიერთი გაბედული იდეალები ჯერ კიდევ არ არის რეალიზებული. ურთიერთანგარიშობის და გამჭირვალობის არქონა, პოლიტიკური სისტემიდან სასამართლო ხელისუფლების გამოყოფის უუნარობა და გაუნათლებლობის მაღალი დონე არის ამის ძირითადი მიზეზი. ამას გარდა, სახელმწიფო მოსამსახურეების ფინანსური ანაზღაურება საკმაოდ დაბალია, რაც ხელს უწყობს მათ ჩართვასმექრთამეობასა დაკორუფციაში. არსებობენ გადაუჭრელი პრობლემები მრავალ კანონებთან დაკავშირებით, რომლებიც მიღებულია კონსტიტუციამდე და რომლებიც მათ ეწინააღმდეგება. ბევრი ძველი კანონი დაფუძნებულია ფრანგულ სამართლებლივ ნორმებზე, რადგანაც საფრანგეთი იყო ყოფილი კოლონიალური სახელმწიფო. კრიტიკოსები ასევე საყვედურობენ, რომ კონსტიტუციაში არ არის ნახსენები საკმარისი ცხოვრების დონის უფლება.

დაწერის მომენტიდან კონსტიტუცია გადაითარგმნა ბენინის რვა ეროვნულ ენაზე. ადგილობრივი რადიოსადგურების გადმოცემები, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებში, პროპაგანდას უწევდნენ კონსტიტუციას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

აღმასრულებელი ხელისუფლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
იაიი ბონი, ბენინის პრეზიდენტი 2006-2016 წლებში

ბენინის პრეზიდენტი ირჩევა ხუთწლიანი ვადით. ერთ ადამიანს შეუძლია დაიკავოს თანამდებობა მხოლოდ ორი ვადით, როგორც მიყოლებით, ასევე გამოტოვებით. არჩევნები ტარდება ხმების აბსოლუტური უმრავლესობით, აუცილებლობის შემთხვევაში მეორე ტურის შემდეგ.

კანდიდატები უნდა იყვნენ:

  • წარმოშობით ბენინელი ან 10 წლის განმავლობაში ბენინის მოქალაქეობის მქონე
  • საკუთარი კანდიდატურის წამოყენების თარიღის დროს ასაკით 40 წლიდან 70 წლამდე
  • არჩევნების დროს ბენინში მცხოვრები
  • ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელად მიჩნეული სამი ექიმის მიერ

2006 წელსმატიე კერეკუს კონსტიტუციის მიხედვით არ ქონდა უფლება მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ის უკვე იყო ორჯერ არჩეული და იყო 70 წელზე მეტი ასაკის. სპეკულაციების მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება არ შეცვლილა და ის გადადგა მხოლოდ მისი მემკვიდრის –იაიი ბონის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.

მინისტრთა კაბინეტი იმყოფება პრეზიდენტის დაქვემდებარების ქვეშ და მას ემსახურება კონსულტაციებისთვის და სტრატეგიების გამომუშავებისთვის. მინისტრთა კაბინეტი ასევე ამყარებს კავშირს სამინისტროებთან და სხვა სამთავრობო დაწესებულებებთან.

საკანონმდებლო ხელისუფლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ეროვნული ასამბლეა (პარლამენტი) — ქვეყნის ძირითადისაკანონმდებლო ორგანოა. დეპუტატები ირჩევიან ყოველი ოთხი წლის შემდეგ, განსხვავებით პრეზიდენტის ხუთწლიანი უფლებამოსილების ვადისა. არსებობს 83 თავისუფალი ადგილი. ასამბლეა ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას და აკონტროლებს მთავრობას. სამხედრო პირებს არა აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თუ ისინი არ გადადგებიან დაკავებული სამხედრო თანამდებობებიდან.

სასამართლო ხელისუფლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

საკონსტიტუციო სასამართლო უფლებას აძლევს კერძო პირებს გაასაჩივრონ მთავრობის გადაწყვეტილებები. ეს განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება სამუშაო ადგილებზე დისკრიმინაციის შემთხვევებში. უმაღლეს სასამართლოს გააჩნია უმაღლესი იურისდიქცია სამართლებრივ საკითხებზე. ის მოწოდებულია შეაკავოს აღმასრულებელი ხელისუფლება, ასევე შეასრულოს კონსულტატიური ფუნქციები. მაღალი სასამართლო, რომლის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს პრეზიდენტი, შედგება საკონსტიტუციო სასამართლოსა და პარლამენტის წევრებისაგან, ასევე უმაღლესი სასამართლოს თავჯდომარისგან. მხოლოდ მას შეუძლია გაასამართლოს პრეზიდენტი.

არჩევნები და პოლიტიკური პარტიები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მოსალოდნელმა დარღვევებმა გამოიწვია არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტი ძირითადი ოპოზიციური კანდიდატების მხრიდან. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით ოთხმა კანდიდატმა დაიკავა პირველი ოთხი ადგილი: მატიე კერეკუ (მოქმედი პრეზიდენტი) — 45,4 %, ნისეფორ სოგლო (ყოფილი პრეზიდენტი) — 27,1 %,ადრიან უნგბეჯი (ეროვნული ასამბლეის სპიკერი) — 12,6 % დაბრუნო ამუსუ (სახელმწიფო მინისტრი) — 8,6 %. ხმის მიცემის მეორე ტური, რომელიც თავდაპირველად დანიშნული იყო 2001 წლის 18 მარტისთვის, გადაიდო რამდენიმე დღით, რადგან სოგლომ და უნგბეჯიმ მახსნეს საკუთარი კანდიდატურები მათი აზრით არჩევნების ფალსიფიცირების გამო. შედეგად კერეკუს მოუწია დაპირისპირებოდა თავის საკუთარი სახელმწიფო მინისტრის – ამუსუს წინააღმდეგ ეგრედ წოდებულ „ამხანაგურ თამაშში“. შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა 2006 წლის მარტში; რადგან კერეკუს და სოგლოს კონსტიტუციის მიხედვით არ შეეძლოთ არჩევნებში მონაწილეობა, ამორჩეული იქნა პოლიტიკური ახალბედა იაიი ბონი, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა უნგბეჯი. იაიი ბონიმ და მისმა საპარლამენტო მოკავშირეებმა ასევე გაიმარჯვეს 2011 წლის არჩევნებში.

პატრის ტალონი, ბენინის ამჟამინდელი პრეზიდენტი

პატრის ტალონი კენჭს იყრიდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, 2016 წლის მარტში საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა კენჭისყრის პირველ ტურში მან მეორე ადგილი დაიკავა და ჩამორჩა პრემიერ-მინისტრლიონელ ზინსუს, რომელიც პარტია – კაურის ძალები ბენინის აღორძინებისთვის წარმოადგენდა, მეორე ტურში მან გაიმარჯვა, მოიპოვა რა ხმების 65 %. ტალონმა განაცხადა, რომ „პირველ რიგში დაკავდება საკონსტიტუციო რეფორმებით“, განიხილავს საკუთარ გეგმას შეზღუდოს პრეზიდენტების უფლებამოსილების ვადა ერთი ხუთწლიანი ვადით, რათა იბრძოლოს „თვითკმაყოფილების“ წინააღმდეგ. მან ასევე განაცხადა, რომ გეგმავს შეამციროს მთავრობის რაოდენობა 28 წევრიდან 16 წევრამდე.[12] მან ფიცი დადო 2016 წლის 6 აპრილს.[13] მისი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა მოგვიანებით იმავე დღეს.

საგარეო პოლიტიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არეგულირებს ბენინის ურთიერთობებს სხვა სახელმწიფოებთან. ამ პოლიტიკის რეალიზაცია ავალია ბენინის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

1972 წელს დაჰომეაში სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ მაიორმამატიე კერეკუმდაჰომეის რესპუბლიკა გამოაცხადამარქსისტულ-ლენინურ სახელმწიფოდ და ფინანსური მხარდაჭერის მიზნით მიმართააღმოსავლეთ ევროპის დააზიის კომუნისტურ ხელისუფლებებს. თანამედროვე სახელმწიფოს კოლონიალურ წარსულთან დისტანცირებისთვის 1975 წელს ქვეყანას ეწოდაბენინის სახალხო რესპუბლიკა. მაგრამ 1989 წელს ბენინმა უარი განაცხადა სოციალისტურ იდეოლოგიაზე კრედიტორების ზეწოლისა და შიდა არეულობების გამო, რომელიც დაკავშირებული იყო ეკონომიკურ სიძნელეებთან.

უკანასკნელ წლებში ბენინმა გაამყარა კავშირები ყოფილ მეტროპოლიასაფრანგეთთან, ასევეაშშ-თან და ძირითად საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციებთან. ბენინმა ასევე საკუთარ თავზე აიღო შუამავლის როლი პოლიტიკური კრიზისების გადაჭრაშილიბერიაში,გვინეა-ბისაუში დატოგოში და დახმარება გაუწიაგაერთიანებული ერების ორგანიზაციის ძალებსჰაიტის რესპუბლიკაში, რაც მოწმობს ქვეყნის მზარდი ნდობის ხარისხს საერთაშორისო თანამეგობრობაში.

შეიარაღებული ძალები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბენინის შეიარაღებული ძალები (ფრანგ. Forces Armees Beninoises, FAB) — ბენინის რესპუბლიკის სამხედრო ორგანიზაცია, რომლის დანიშნულებაა ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის და ტერიტორიალური მთლიანობის დაცვა.

შედგებასახმელეთო ჯარების,სამხედრო-საზღვაო ძალების დასამხედრო-საჰაერო ძალების მართვის ორგანოებისგან.

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბენინი იყოსაფრანგეთის კოლონია, 1958 წელს მან მიიღო ახალი სტატუსი —დაჰომეის რესპუბლიკასაფრანგეთის თანამეგობრობის შემადგენლობაში. 1960 წლის 1 აგვისტოს ქვეყანამ მიიღო დამოუკიდებლობა.[14]

1963 წელს მიღებული იქნა კანონი საყოველთაო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ (დადგენილი გასაწვევი ასაკი — 18 წელი და სამსახურის ვადა 12 თვე), მაგრამ შემდგომში შენარჩუნდა არმიის დაკომლექტების შერეული სისტემა (მოხალისეები და გასაწვევები).[14]

1970 წელს შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 ათასი ადამიანი:[14]

  • სახმელეთო ჯარები 1700 ადამიანის რაოდენობით (რომლის საფუძველს შეადგენდა სამ სახმელეთო ბატალიონს და პარაშუტისტების ქვედანაყოფს)[14]
  • სამხედრო-საჰაერო ძალები (პირადი შემადგენლობის დაახლოებით 100 ადამიანი და 1 შერეული ავიაესკადრილია ექვსი თვითმფრინავით)[14]
  • ჟანდარმერია[14]

1963 წლის ოქტომბერში სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლება ხელში ჩაიგდო არმიის შტაბის უფროსმა პოლკოვნიკმა კრისტოფ სოგლომ, მაგრამ 1967 წლის დეკემბერში იგი ჩამოაგდეს შემდეგი სამხედრო გადატრიალების შედეგად, რომლის ორგანიზატორი იყო არმიის ოფიცერთა ჯგუფი.

1977 წელს ბენინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე-სპორტსმენები მონაწილეობას იღებდნენკუბაში გამართულ მეგობარი არმიების სპორტული კომიტეტის მეოთხე საზაფხულოსპარტაკიადაში.[15]

ბენინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა მონაწილეობას იღებსგაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციებში (ძირითადად აფრიკის ტერიტორიაზე). ბენინის დანაკარგებმა გაეროს ყველა ოპერაციებში შეადგინა 28 დაღუპული ადამიანი.[16]

ბენინის შეიარაღებული ძალები[17]
გასაწვევი ასაკი დადაკომპლექტების რიგი:ბენინის შეიარაღებული ძალები კომპლექტირდება გაწვევით ნებაყოფლობის საფუძველზე, ბენინის მოქალაქე მამაკაცები და ქალები ასაკით 18—35 წელი, რომლებმაც გაიარეს შერჩევა და აქვთუმაღლესი განათლება; სამსახურის ვადა გაწვევისას — 18 თვე. (2011 წლის მონაცემები)
ადამიანთა რესურსები, მისაღები სამხედრო სამსახურისთვის:მამაკაცები ასაკით 16—49: 2 095 373

ქალები ასაკით 16—49: 2 038 351 (2010 წლის შეფასება)

ადამიანთა რესურსები, ვარგისი სამხედრო სამსახურისთვის:მამაკაცები ასაკით 16—49: 1 385 065

ქალები ასაკით 16—49: 1 400 045 (2010 წლის შეფასება)

ადამიანთა რესურსები, რომლებიც ყოველწლიურად აღწევენ გასაწვევ ასაკს:მამაკაცები: 108 496

ქალები: 104 526 (2010 წლის შეფასება)

სამხედრო ხარჯები —მშპ-ს პროცენტი:1 % (2009 წლის მონაცემები), 128-ე ადგილი მსოფლიოში[18]

თანამედროვე მდგომარეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

2022 წლის დასაწყისის მდგომარეობით რეგულარული შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობამ შეადგინა 7,25 ათასი ადამიანი, პირადი შემადგენლობის დაკომპლექტება ხდებოდა გაწვევის შედეგად.

  • სახმელეთო ჯარების რაოდენობა შეადგენდა 6,5 ათას ადამიანს; 18 მსუბუქი ტანკიPT-76; 34 ჯავშანტრანსპორტიორი (22 ც.М113, 10 ც.Casspir-NG და ორი "ACMAT Bastion"), 34 ჯავშანმანქანა (სამიAML-90, 14 ც.БРДМ-2, შვიდიМ8 და 10 ც.VBL), 16 ცალზე მეტი ბუქსირებადი საველე არტილერია (მათ შორის, 12 ც. 105-მმ-ნი ჰაუბიცაL118 Light Gun და ოთხი ც. 105-მმ-ნი ჰაუბიცაМ101), ასევე რამდენიმე 82-მმ-ნი და 120-მმ-ნი ნაღმტყორცნი.
  • სამხედრო-საჰაერო ძალების რაოდენობა შეადგენდა 250 ადამიანს, სამი სატრანსპორტო თვითმფრინავი (ერთიDHC-6, ერთიBoeing 727 და ერთიHS-748), ორი სასწავლო თვითმფრინავიLH-10 Ellipse და ხუთი სატრანსპორტო ვერტმფრენი (ოთხიAW.109BA და ერთიAS350B Ecureuil).
  • სამხედრო-საზღვაო ძალების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 500 ადამიანს და ექვს საპატრულო კატერს.

ამას გარდა, ქვეყანაში არსებობდა გასამხედროებული სამხედრო ფორმირებები, რომლებიც არ შედიოდნენ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში - ჟანდარმერია საერთო რაოდენობით 4,8 ათასი ადამიანი.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ბენინის დეპარტამენტები.
ბენინის დეპარტამენტები

ბენინი იყოფა 12 დეპარტამენტად (ფრანგ. départements), ისინი კიდევ იყოფიან და თავის მხრივ 77 კომუნას ადგენენ. 1999 წელს არსებული 6 დეპარტამენტიდან თითოეული ორ ნაწილად გაიყო და საერთო ჯამში 12 დეპარტამენტი შეადგინა.[19] ახალ ექვს დეპარტამენტს ადმინისტრაციული ცენტრები 2008 წელს შეურჩიეს.

დეპარტამენტიადმ. ცენტრიმოსახლეობა (ად. 2013 წ.)[20]ფართობი (კმ²)ყოფილი დეპარტამენტირეგიონისუბ-რეგიონი
1ალიბორიკანდი868 04626 242ბორგუჩრდილოეთიჩრდილო-აღმოსავლეთი
2ატაკორანატიტინგუ769 33720 499ატაკორაჩრდილოეთიჩრდილო-დასავლეთი
3ატლანტიკიალადა1 396 5483233ატლანტიკისამხრეთისამხრეთ-ცენტრალური
4ბორგუპარაკუ1 202 09525 856ბორგუჩრდილოეთიჩრდილო-აღმოსავლეთი
5კოლინიდასა-ზუმე716 55813 931ზუჩრდილოეთიჩრდილო-ცენტრალური
6კუფოაპლაჰუე741 8952404მონოსამხრეთისამხრეთ-დასავლეთი
7დონგაჯუგუ542 60511 126ატაკორაჩრდილოეთიჩრდილო-დასავლეთი
8ლიტორალიკოტონუ678 87479ატლანტიკისამხრეთისამხრეთ-ცენტრალური
9მონოლოკოსა495 3071605მონოსამხრეთისამხრეთ-დასავლეთი
10უემეპორტო-ნოვო1 096 8501281უემესამხრეთისამხრეთ-აღმოსავლეთი
11პლატოპობე624 1463264უემესამხრეთისამხრეთ-აღმოსავლეთი
12ზუაბომეი851 6235243ზუჩრდილოეთიჩრდილო-ცენტრალური
სულ9 983 884114 763

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბენინის მოსახლეობის 2020 წლის ასაკობრივ-სქესობრივი პირამიდა

მოსახლეობის უკანასკნელი აღწერა ბენინში ჩატარდა 2013 წლის 11-25 მაისს[21]. აღწერის მონაცემების მიხედვით 2013 წელს ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ შეადგინა 9 983 884 ადამიანი[22]. ბენინის 13,3 მილიონი მოსახლეობის უმრავლესობა სამხრეთში ცხოვრობს.[23][24]

მოსახლეობა — 13 754 688 ადამიანი (2022 წლის შეფასება).

მოსახლეობის ზრდის ტემპი — 3,34 % (2022 წლის შეფასება).

შობადობის მაჩვენებელი — 41,15 დაბადებული ბავშვი 1000 მოსახლეზე (2022 წლის შეფასება).

შობადობის მაჩვენებელი — 5,43 დაბადებული ბავშვი/ 1 ქალი (2022 წლის შეფასება).

სიკვდილიანობის მაჩვენებელი — 8,01 გარდაცვლილი 1000 მოსახლეზე (2022 წლის შეფასება).

სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა — 62,21 წელი.

  • მამაკაცი — 60,39 წელი
  • ქალი— 64,14 წელი

ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი — 55,76 გარდაცვლილი/1000 ცოცხლად დაბადებულიდან.

წმინდა მიგრაციის მაჩვენებელი — 0,24 მიგრანტი/1000 მოსახლეზე (2022 წ.).

ასაკობრივი სტრუქტურა.

  • 0–14 წელი — 45,56 %
  • 65 წლის და ზემოთ — 2,39 %

სქესობრივი თანაფარდობა.

  • სულ — 0.97 კაცი(ები)/ქალი (2022 შეფას.)
  • დაბადებისას — 1,05 მამრობითი/მდედრობითი
  • 15 წლამდე — 1,02 მამრობითი/მდედრობითი
  • 65 წლის და ზემოთ — 0,72 მამრობითი/მდედრობითი

იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) დაავადება — 1,2 % (2007 წლის შეფასება).

15 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის განათლება — 34,7 %, 48 % მამაკაცები და 23 % ქალები (2002 წლის აღწერა).

ეთნიკური ჯგუფები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ქვეყანაში დაახლოებით 42 აფრიკული ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს. მათ შორისაა იორუბას ხალხი, რომლებიც ბენინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობენ (XII საუკუნეში გადასახლებული იყო ნიგერიიდან), ასევე დენდის ხალხი, რომლებიც ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში ცხოვრობენ და რომლებიც მალიდან XVI საუკუნეში გადასახლდნენ. ასევე არიან ბარიბები და ფულები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ტამაარი და სომბიები, რომლებიც ათაკორას მთებში ცხოვრობენ.[25]

ბოლოდროინდელმა მიგრაციებმა ბენინში შეიყვანა სხვა აფრიკელი მოქალაქეები, რომლებიც მოიცავს ნიგერიელებს, ტოგოელებს და მალელებს. უცხოელთა საზოგადოება მოიცავს ინდიელებს და ლიბანელებს, რომლებიც მონათა ვაჭრობის დროს შევიდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე.[26] ევროპის მრავალი საელჩოსა და საგარეო დახმარების მისიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა მისიონერული ჯგუფების პერსონალი მოიცავს 5500 ევროპელ მოსახლეს, რომლებიც ქვეყანაში ცხოვრობენ. ევროპელების მოსახლეობის ნაწილი ასევე მოიცავს ადგილობრივ ბენინელებს, რომლებიც ფრანგული წარმოშობის არიან.

ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფიაფონი, რომლებიც ლაპარაკობენ ფონის ენაზე და მათი რაოდენობა შეადგენს 1,7 მილიონს (2001 წ.), შემდეგ მოდისიორუბას ხალხის სხვადასხვა ჯგუფები (1,2 მილიონი),აჯა (600 000),ბარიბა (460 000),აიიზო (330 000),ფულბე (310 000) დაოგუ (240 000). სამხრეთით, პორტებთან ახლოს, ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც დაბრუნებული ბრაზილიელი მონების შთამომავლები არიან.[27]

ენები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბენინში 50-ზე მეტ ენაზე საუბრობენ. ოფიციალური ენააფრანგული. სამხრეთ ბენინში მრავალი ადგილობრივიაფრიკული ენიდან ყველაზე მნიშვნელოვანიაფონი დაიორუბა. ჩრდილოეთში სულ მცირე ექვსი ძირითადი ენაა, მათ შორისბარიბა დაფულანი.

ბენინში რამდენიმე ათეული ეთნოლინგვისტური ჯგუფია, რომლებიც აფრიკის სამ ენობრივ ოჯახს წარმოადგენენ:ნიგერ-კონგოს,ნილო-საჰარულს დააფრაზიულს. ეს უკანასკნელი წარმოდგენილიაჰაუსას ხალხით, რომლებიც ძირითადად ვაჭრებად ცხოვრობენ ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში, ხოლო ნილო-საჰარული –დენდის ხალხით, რომლებიცსონგაის იმპერიიდან წარმოიშვნენ.სონგაის ენადენდი დომინირებს მდინარენიგერის გასწვრივ, შორეულ ჩრდილოეთში და გამოიყენება, როგორც ლინგვა ფრანკა მუსლიმურ რაიონებში მთელ ჩრდილოეთში, ალიბორის, ბორგოუს და დონგას პროვინციებში. ნიგერ-კონგოს ენების ოჯახიდან ხუთი შტოა წარმოდგენილი:

  • მანდეს ენებზე მოსაუბრებოკოს ანბუსას ხალხი, რომლებიც ამჟამად შორეულ აღმოსავლეთ კუთხეში ცხოვრობენ (სამხრეთ ალიბორი-ჩრდილოეთ ბორგოუ), მაგრამ ადრე უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, სანამ ბარიბას ენა დიდწილად არ შეავიწროვებდა.
  • სენეგამბიურ ენებზე მოსაუბრე მომთაბარეფულბეს ხალხი, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთით იყვნენ მიმოფანტულნი.
  • ბენუე-კონგოს ენებზე მოსაუბრეიორუბას ხალხი, რომელიც წარმოადგენს საკეტეს ძველი სამეფოსა და დედაქალაქ პორტო-ნოვოს მაცხოვრებლებს, რომელიც XII-XIX საუკუნეებში იორუბას ქალაქებიდან,ოიოდან დაიფედან, დასავლეთით გაფართოვდა.
  • გურის (ვოლტის აუზი) ენები დომინირებს ოთხ ჩრდილოეთ პროვინციაში, სადაც ძველი ბორგუს (ბარიბას) სამეფოსბარიბას ხალხს დაკავებული აქვს მისი მემკვიდრე პროვინციების – ბორგუსა და ალიბორის სოფლების უმეტესი ნაწილი, ასევე პროვინციის დედაქალაქი პარაკუ;იომის ენაზე მოლაპარაკე ხალხს დონგას პროვინციის დიდი ნაწილი და მისი დედაქალაქი ჯუგუ.
  • კვას ენებზე, განსაკუთრებით კიგბეს ენებზე მოლაპარაკე ხალხი, რომლებზეც სამხრეთ და ცენტრალურ პროვინციებში მცხოვრები ტადოს ხალხები საუბრობენ:აჯა, რომლებიც მეზობელი ტოგოდან კუფოს პროვინციაში დასახლდნენ და ბენინში მოსახლე სხვა ტადო ხალხი წარმოშვეს, მონოს პროვინციაში მცხოვრებიგენ-მინას ხალხი, რომლებიც ტოგოდან ან განადან ცალკე ჩავიდნენ:ფონი ხალხის კულტურა კონცენტრირებული იყო ზუს პროვინციაში, ფონების ძველი დედაქალაქის, აბომეის გარშემო, მაგრამ ასევე დომინირებდა კოტონუსა და სამხრეთ ატლანტიკის მუნიციპალიტეტის რაიონებში, როგორიცაა უიდა;მაქსის ხალხი ცენტრალურ კოლინში, განსაკუთრებით სავალუს გარშემო; ცენტრალური ატლანტიკის (ალადა)აიიზოს ხალხი და სხვა.

რელიგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

2013 წლის მონაცემებით, ბენინის მოსახლეობის 48,5 %ქრისტიანი იყო, (25,5 %კათოლიკე, 13,5 %პროტესტანტი (აქედან: 6,7 % ქრისტეს ციური ეკლესია, 3,4 %მეთოდისტური, 3,4 % სხვა პროტესტანტული მიმდინარეობა) და 9,5 % სხვა ქრისტიანული მიმდინარეობა). მოსახლეობის 27,7 % მუსლიმი იყო, 11,6 %ვუდუს მიმდევარი, ხოლო მოსახლეობის 2,6 % ადგილობრივ, ტრადიციულ რელიგიას მიჰყვება. ქვეყანაში 2,6 % სხვა რელიგიის მიმდევარი და 5,8 % არცერთი რელიგიის მიმდევარია.[28]

ტრადიციული რელიგიები მოიცავსანიმისტურ რელიგიებს, როგორებიც ათაკორაში გავრცელებულივუდუ და ორიშა, რომლებსაც იორუბასა და ტადოს ხალხები მისდევენ. ქალაქი ოუდაჰი, რომელიც ცენტრალურ სანაპიროს ტერიტორიაზე მდებარეობს, ბენინური ვუდუების სულიერ ცენტრს წარმოადგენს.

უდიდესი ქალაქები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ბენინის ქალაქები.
კოტონუ
პორტო-ნოვო
ქალაქიდეპარტამენტიმოსახლეობა
(ად. 2013 წ.)
1კოტონულიტორალის დეპარტამენტი679 012
2პორტო-ნოვოუემეს დეპარტამენტი264 320
3პარაკუბორგუს დეპარტამენტი255 478
4გოდომეიატლანტიკის დეპარტამენტი253 262
5აბომეი-კალავიატლანტიკის დეპარტამენტი117 824
6ჯუგუდონგის დეპარტამენტი94 773
7ბოჰიკონიზუს დეპარტამენტი93 744
8ეკპეუემეს დეპარტამენტი75 313
9აბომეიზუს დეპარტამენტი67 885
10ნიკიბორგუს დეპარტამენტი66 109

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბამბის პლანტაციები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში

ბენინი სუსტადგანვითარებული აგრარული სახელმწიფოა, რომელიც განეკუთვნება მსოფლიოს ყველაზე უფრო სუსტად განვითარებული ქვეყნების რიცხვს. ბენინის ეკონომიკა დამოკიდებულია საარსებოსოფლის მეურნეობაზე,ბამბის წარმოებასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ბამბა მშპ-ს 40 %-ს შეადგენს, ხოლო ოფიციალური ექსპორტის შემადგენელი ნაწილის 80 % სწორედ ამ ორგანოებზე მოდის.ინფლაცია შემცირდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ბენინი იყენებს აფრიკულ ფრანკს, რომელიც ევროზე არის დამოკიდებული.

ბენინის ეკონომიკა გასული წლების განმავლობაში შედარებით გაძლიერდა, ხოლო მშპ-ს რეალური ზრდა შეფასდა 5,1 %-დან 5,7 %-მდე, 2008 და 2009 წლებში. ეკონომიკური ზრდის მთავარი წარმომქმნელი არის სოფლის მეურნეობის სექტორი, საიდანაც ბამბა ქვეყნის მთავარ საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს. ქვეყანაში მოქმედი სერვისების უმეტესობას ბენინის გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებს. გეოგრაფიული მდებარეობა ხელს უწყობს მეზობელ ქვეყნებთან ვაჭრობას, ტრანსპორტირებას, გადაზიდვებსა დატურისტების ქვეყანაში შემოსვლას.[29]

ბენინის სახნავ-სათესი მიწები ჯუგუს მიმდებარედ.

ბენინში ბიოშეღწევადობის ხელმისაწვდომობა მსოფლიო საშუალოზე ნაკლებია. 2016 წელს ბენინს ჰქონდა თავისი ქვეყნის ტერიტორიაზე 0,9 გლობალური ჰექტარი ბიოეკრანით, რაც გაცილებით ნაკლებია ვიდრე მსოფლიო საშუალოდ 1,6 გლობალური ჰექტარი ერთ პერსონაზე.

ეკონომიკის ზრდის მიზნით, ბენინი გეგმავს უფრო მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას და უფრო მეტ აქცენტს ტურიზმის განვითარებაზე. ბენინში ასევე იგეგმება ახალი საკვების გადამამუშავებელი სისტემების დანერგვა.

მიუხედავად იმისა, რომ ბენინში პროფკავშირების წარმომადგენლები წარმოადგენენ ოფიციალური მუშახელის 75 %-ს, საერთაშორისო პროფკავშირის კონფედერაციამ (ITCU) აღნიშნა, რომ ქვეყანაში არის ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ქალთა ხელფასების თანასწორობის არ არსებობა, ბავშვთა შრომის გამოყენება, ასევე იძულებითი შრომა.

ბენინი არის აფრიკაში ბიზნეს სამართლის ჰარმონიზაციის ორგანიზაციის წევრი (OHADA).[30]

მიუხედავად იმისა, რომმთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი მუდმივად 4-5 %-ია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში სიღარიბე იზრდება. ამის მთავარ მიზეზს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდასთან ერთად მოსახლეობის სწრფად ზრდაც წარმოადგენს. ბენინში სტატისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს ქვეშ მყოფი ადამიანები 2011 წელს 36,2 %-დან 2015 წელს 40,1 %-მდე გაიზარდა.

საექსპორტო საქონელი (1,11 მლრდ დოლ. 2016 წ.) — ოქრო, ბამბა, აკაჟუს კაკალი,ხილი,პალმის ზეთი, ხე-ტყის მასალა, ნავთობპროდუქტები (რეექსპორტი).

ძირითადი მყიდველები: (2016 წ.) —არაბთა გაერთიანებული საამიროები (27 %),ინდოეთი (17 %),ლიბანი (6,6 %),მალი (6,6 %),ჩინეთი (5,3 %).

იმპორტი (1,8 მლრდ დოლ. 2016 წ.) — საკვები პროდუქტები (პირველ რიგშიბრინჯი და ხორცის პროდუქტები), სამრეწველო საქონელი, საწვავი და სხვა.

ძირითადი მომწოდებლები (2016 წ.) —ჩინეთი (27 %),ტაილანდი (11 %), ინდოეთი (10 %),საფრანგეთი (5,3 %).

ბენინის ხელმძღვანელობა გეგმავს მოიზიდოსინვესტიციები საზღვარგერეთიდან, პირველ რიგშიტურისტული ბიზნესის განვითარებისთვის.

სოფლის მეურნეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სოფლის მეურნეობაში დაკავებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი, ის იძლევა მშპ-ს 36,3 %-ს. მთავარი საექსპორტო კულტურაა —ბამბა. 2014 წელს ბამბის წარმოებამ მიაღწია 130,6 ათას ტონას, რაც მე-17 ადგილია მსოფლიოში. მნიშვნელობით მეორე სასაქონლო კულტურაააკაჟუს კაკალი, რომლის მოსავლის მოცულობა 2015/2016 წლებში შეფასებული იყო 125 ათ. ტონად. ასევე მოჰყავთანანასი,ბანანი,ყავა. შიდა მოხმარებისთვის მოჰყავთსიმინდი (842 ათ. ტ),მანგო,მანიჰოტი (3,1 მლნ. ტ),ბოსტნეული,ფეტვი,ბრინჯი (64,7 ათ. ტ),სორგო (163,8 ათ. ტ) დაიამსი (2,2 მლნ. ტ).

მრეწველობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მრეწველობაში დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილი, ის იძლევა მშპ-ს 13,5 %-ს. მიმდინარეობსოქროს,მარმარილოს დაკირქვის მოპოვება. სხვა ცნობილი ბუნებრივი რესურსებია —რკინის მადანი,ფოსფორიტი დატყე (დამუშავება უმნიშვნელოა). ბენინში საერთაშორისო ოქროსმომპოვებელი კომპანიების დაზვერვითმა სამუშაოებმა გამოავლინეს 39 უმთავრესი ოქროს საბადო (რომელთაგან ბევრი აღმოაჩინეს კოსმოსური თანამგზავრების დახმარებით). ოქროს მოპოვების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 500 კგ-ს წელიწადში. ქვეყანაში არსებობსნავთობისა დაბუნებრივი აირის საბადოები, მაგრამ მათი ექსპლოატაცია არ ხდებოდა. მხოლოდ ეხლახანს სანაპიროზე დაიწყო ნავთობის მოპოვება. გადამამუშავებელი მრეწველობა ძირითადად წარმოდგენილია სასოფლო-სამეურნეო ნედლეულის გადამამუშავებელი საწარმოებით. არსებობსტექსტილის ფაბრიკები,კვების მრეწველობისა დაცემენტის ქარხნები.ელექტროენერგია ძირითადად იმპორტივდებაგანიდან.

ტრანსპორტი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ტრანსპორტი ბენინში მოიცავს საგზაო, სარკინიგზო, წყლისა და საჰაერო ტრანსპორტის ტიპებს. ბენინი ფლობს 6787 კილომეტრის სიგრძის ავტომაგისტრალს, საიდანაც 1357 კმ სრულიად კეთილმოწყობილია. ქვეყანაში დაგებული ავტომაგისტრალებიდან 10 საავტომობილო გზაა. ეს 5430 კილომეტრიან ავტოგზას წარმოადგენს. დასავლეთ აფრიკის სანაპირო გზატკეცილი კვეთს ბენინს, რომელიც მას აღმოსავლეთითნიგერიასთან აკავშირებს, დასავლეთით კიტოგოსთან,განასა დაკოტ-დ’ივუართან. როდესაც დასრულდება მშენებლობალიბერიასა დასიერა-ლეონეში ბენინი ავტომაგისტრალით კიდევ შვიდ სახელმწიფოსთან დაკავშირებას შეძლებს. დაგებული გზატკეცილი ასევე აკავშირებს ბენინს ჩრდილოეთით მდებარენიგერთან და ამ ქვეყნის გავლითბურკინა-ფასოსა დამალისთან. ბენინი უკავშირდება ორ ზოლიანი ასფალტირებული გზებით მის მეზობელ ქვეყნებს (ტოგოს,ბურკინა-ფასოს,ნიგერიას დანიგერს).

კოტონუში მდებარეობს ქვეყნის ერთადერთი საზღვაო პორტი და საერთაშორისო აეროპორტი. ამჟამად შენდება ახალი პორტი კოტონუსა და პორტო-ნოვოს შორის მდებარე ტერიტორიაზე.

აეროპორტები

  • სულ — 6 (2013 წ.)[31], მათ შორის:
    • მყარი საფარით — 1
    • მყარი საფარის გარეშე — 5

საავტომობილო გზები

  • სულ — 16 000 კმ (2006)[31], მათ შორის:
    • მყარი საფარით — 1400 კმ
    • მყარი საფარის გარეშე — 14 600 კმ

რკინიგზები

  • სულ — 438 კმ (1000 მმ-ნი ლიანდაგის სიგანე, 2014 წ.)[31]

ჯანდაცვა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

1980-იანი წლების განმავლობაში მოსახლეობის 30 %-ზე ნაკლებს ქონდათ წვდომა სამედიცინო მომსახურებაზე. ბენინში 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობის დონე იყო მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალ დონეზე. ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის დონე შეადგენდა 203 გარდაცვლილ ბავშვს 1000 ახალშობილზე. სამი დედიდან მხოლოდ ერთს ქონდა წვდომა საბავშვო სამედიცინო მომსახურეობაზე. ბამაკოს ინიციატივამ ჯანდაცვის რეფორმის შესახებ მნიშვნელოვნად გამოასწორა სიტუაცია.[32] ჯანდაცვის ყველა სფეროს რეფორმაზე კომპლექსური მიდგომის სტრატეგიამ გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურების მაჩვენებლები, ასევე მისი ეფექტურობა და ღირებულება.[33]

განათლება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბენინელი მოსწავლეები

ბენინში წიგნიერების მაჩვენებელი ყველაზე დაბალია მსოფლიოში: 2015 წელს იგი შეფასდა 38,4 %-ით (მამაკაცებისთვის 49,9 % და ქალებისთვის 27,3 %). ბენინმა მიაღწია უნივერსალურ დაწყებით განათლებას და იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად, ბავშვების ნახევარი (54 %) 2013 წელს ჩაირიცხა საშუალო განათლების სკოლებში.

მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს განათლების მიღება არ იყო უფასო, ბენინმა სკოლის გადასახადი გააუქმა და 2007 წლის სასწავლო ფორუმის რეკომენდაციებს პირნათლად ასრულებს.[34]

მთავრობამ 2009 წლიდან მთლიანი შიდა პროდუქტის 4 %-ზე მეტი მიუძღვნა განათლებას. 2015 წელს განათლებისათვის გაღებული ხარჯები იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად (ყველა დონეზე) მშპ-ის 4,4 %-ს შეადგენდა.

2009 წლიდან 2011 წლამდე, უნივერსიტეტში ჩარიცხული ახალგაზრდების წილი მკვეთრად გაიზარდა, რის გამოც ბენინსდასავლეთ აფრიკაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. სტუდენტთა ჩარიცხვა საშუალო სკოლაში გაორმაგდა 2006 და 2011 წლებში, 50 225–დან 110 181–მდე. ეს სტატისტიკა მოიცავს არა მხოლოდ საბაკალავრო განათლებას, არამედ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განათლების ეტაპებსაც.

მასმედია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო ტელერადიოკომპანია ORTB (Office de Radiodiffusion et Télévision du Bénin — „ბენინის რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიის სამმართველო“) შეიქმნა 1972 წლის 20 ოქტომბერს. ბენინში პირველი რადიოსადგური La chaîne nationale (შედის ORTB-ში) გაიხსნა 1953 წლის 7 მარტს, როგორც Radio Dahomey, 1983 წლის 1 აპრილს გაიხსნა რეგიონალური რადიოსადგურ Radio Parakou-ის ქსელი. 1978 წლის 31 დეკემბერს პირველად ბენინში გაიხსნა სატელევიზიო არხი ORTB Télévision nationale.

კულტურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ბენინის ლიტერატურას ქონდა ღრმა ზეპირი ტრადიციები გაცილებით უფრო ადრე, ვიდრეფრანგული ენა გახდა დომინირებული ენა.[35] 1929 წელსფელიქს კუჩომ დაწერა პირველი ბენინური რომანი — „მონობა“. უფრო თანამედროვე მწერლებიდან შეიძლება გამოვყოთ ისეთი ავტორები, როგორებიცააჟან პლიია დაფლორან კუაო-ზოტი.

ლიტერატურა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Beninდაარქივებული 2016-08-28 საიტზეWayback Machine. . Geohive.com. Retrieved on 2017-01-02.
  2. 2.02.1World Economic Outlook Database, October 2023 Edition. (Benin). International Monetary Fund (10 October 2023). ციტირების თარიღი: 16 October 2023
  3. Human Development Report 2023/2024 en. United Nations Development Programme (26 May 2025). ციტირების თარიღი: 25 May 2025
  4. A Political Chronology of Africa
  5. This is Republic of Beninდაარქივებული 2020-09-16 საიტზეWayback Machine.
  6. The Oxford Encyclopedia of Women in World History, Volume 1
  7. Protected areas value in Benin. protectedplanet.net. ციტირების თარიღი: 2012-04-01
  8. Benin government republic (2007-07-21). ციტირების თარიღი: 2022-05-04
  9. Democracy Index 2021: the China challenge. ციტირების თარიღი: 2022-05-04
  10. Democracy Index 2018: Me too? Political participation, protest and democracy. ციტირების თარიღი: 2019-01-25
  11. 2012 Ibrahim Index of African Governance (IIAG)
  12. „Newly-elected Benin president aims to reduce presidential terms“.Reuters. 2016-03-26. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2016-05-03. ციტირების თარიღი:2022-05-04.
  13. „Businessman sworn in as Benin's president“.Reuters. 2016-04-06. დაარქივებულიაორიგინალიდან — 2016-04-17. ციტირების თარიღი:2022-05-04.
  14. 14.014.114.214.314.414.5Дагомея // Большая Советская Энциклопедия / под ред. А. М. Прохорова. 3-е изд. Т.7.თარგი:М, «Советская энциклопедия», 1972.
  15. SKDA meetings // "Soviet Military Review", No. 9, September 1982. pages 62-63
  16. Fatalities by Nationality and Mission // გაეროს ოფიციალური ინტერნეტ-საიტი
  17. Military of Benin, CIA — The World Factbook. ციტირების თარიღი: 2011-11-05
  18. Benin. ციტირების თარიღი: 2011-11-05
  19. statoids
  20. geohive-2013
  21. United Nations Statistics Division. ციტირების თარიღი: 2019-11-29
  22. The population of Benin. City Population. ციტირების თარიღი: 2014-08-22
  23. Benin. Central Intelligence Agency (September 22, 2021). ციტირების თარიღი: September 24, 2021
  24. Background Note: Benin. U.S. State Department (December 2001).
  25. U.S. Relations With Benin
  26. [1][მკვდარი ბმული]
  27. Benin - Minority Rights Group.
  28. Benin. ციტირების თარიღი: 2025-08-09
  29. Making Finance Work for Africa
  30. OHADA.com
  31. 31.031.131.2Benin - The World Factbook. ციტირების თარიღი: 2021-06-15
  32. Bamako Initiative revitalizes primary health care in Benin. ციტირების თარიღი: 2019-11-29
  33. Implementation of the Bamako Initiative: strategies in Benin and Guinea. ციტირების თარიღი: 2017-10-03
  34. [2]
  35. Литература Бенина. ციტირების თარიღი: 2010-08-16
ბენინის დროშაეს სტატიაბენინისა დაბენინელების შესახებ ჯერჯერობითესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მისშევსებაში.
    
ქვეყნები და ტერიტორიები აფრიკაში
ჩრდილოეთი აფრიკაMap indicating Northern Africa
დასავლეთი აფრიკაMap indicating Western Africa
ცენტრალური აფრიკაMap indicating Central Africa
აღმოსავლეთი აფრიკაMap indicating Eastern Africa
სამხრეთი აფრიკაMap indicating Southern Africa
არაღიარებული
ქვეყნები
ნაწილობრივ აფრიკაში
დამოკიდებული
სადავო ტერიტორიები
    

ალჟირი ·ანგოლა ·ბენინი ·ბოტსვანა ·ბურკინა-ფასო ·ბურუნდი ·გაბონი ·გამბია ·განა ·გვინეა ·გვინეა-ბისაუ ·ეგვიპტე ·ეთიოპია ·ეკვატორული გვინეა ·ერიტრეა ·ესვატინი ·ზამბია ·ზიმბაბვე ·კაბო-ვერდე ·კამერუნი ·კენია ·კომორი ·კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა ·კონგოს რესპუბლიკა ·კოტ-დ’ივუარი ·ლესოთო ·ლიბერია ·ლიბია ·მადაგასკარი ·მავრიკი ·მავრიტანია ·მალავი ·მალი ·მოზამბიკი ·ნამიბია ·ნიგერი ·ნიგერია ·რუანდა ·სამხრეთი სუდანი ·სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ·სან-ტომე და პრინსიპი ·საჰარის არაბთა დემოკრატიული რესპუბლიკა ·სეიშელი ·სენეგალი ·სიერა-ლეონე ·სომალი ·სუდანი ·ტანზანია ·ტოგო ·ტუნისი ·უგანდა ·ჩადი ·ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა ·ჯიბუტი ·

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ბენინი&oldid=4951481“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2026 Movatter.jp