1556 წელსჰუმაიონი გარდაიცვალა და 14 წლის ასაკში აქბარი გახდა დიდ მოგოლთა ფადიშაჰი. 4 წლის შემდეგ მან განდევნა რეგენტი, ბაირამ ხანი და შეუდგა იმპერიის საზღვრების გაფართოებას. მან გააერთიანარაჯპუტანი,გუჯარათი,ბენგალია დაქაშმირი. ის იყო გაუნათლებელი, მაგრამ ნიჭიერი მმართველი. ცდილობდა სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას, გაატარა მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური რეფორმები. შექმნა ახალი რელიგია„დინი-ილაჰი“ (ღვთაებრივი რწმენა), რომელიცისლამის,ინდუიზმის,ფარსიზმის,ჯაინიზმის ეკლექტიკურ ნაზავს წარმოადგენს. აქბარი ამ რელიგიის მეთაურად იქნა აღიარებული. იგი წარმოადგენდა როგორც სასულიერო, ისე საერო ხელისუფალს.
მოგოლთა იმპერიის სახელმწიფო ენას წარმოადგენდა თურქული ენა და ჰინდი. საშინაო რეორმების დასრულების შემდეგ აქბარი გადაიქცა მეცნიერებისა და ხელოვნების მარველად. მან გარს შემოიკრიბა საუკეთესო მეცნიერები, პოეტები, მუსიკოსები, მხატვრები. მისმა უახლოესმა თანამებრძოლმა - ვეზირმა, მრავალმხრივად განათლებულმა და მრავალ ენაზე მოლაპარაკე პიროვნებამ აბუ-ლ ფაზლიმ შემოგვინახა ჩანაწერები აქბარის მმართველობის შესახებ. ამ ჩანაწერებით ვგებულობთ, რომ აქბარის მმართველობის პერიოდში შეიქმნა ფერწერის სკოლა. იმპერიაში, შეგროვდა უმდიდრესი ბიბლიოთეკა, რომელიც 24 000 ტომს შეიცავდა.1569 წ. ქალაქაგრას მახლობლად დაიწყო ახალი ქალაქის -ფატეჰპურ-სიკრის მშენებლობა, რაც ქართულ ენაზე ნიშნავს "გამარჯვების ქალაქს".1605 წელს იმპერატორი აქბარი დიზენტერიით გარდაიცვალა. ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა სალიმმა, რომელმაც საიმპერატორო სახელად მიიღოჯაჰანგირი.
აბუ ლ-ფაზლი:Akbar-namah Edited with commentary by Muhammad Sadiq Ali (Kanpur-Lucknow: Nawal Kishore) 1881–3 Three Vols. (სპარსულად)
Abu al-Fazl ibn MubarakAkbarnamah Edited by Maulavi Abd al-Rahim. Bibliotheca Indica Series (Calcutta: Asiatic Society of Bengal) 1877–1887 Three Vols. სპარსულად)
Henry Beveridge (Trans.)The Akbarnama of Ab-ul-Fazl Bibliotheca Indica Series (Calcutta: Asiatic Society of Bengal) 1897 Three Vols.
Haji Muhammad 'Arif QandahariTarikh-i-Akbari (Better known as Tarikh-i-Qandahari) edited & Annotated by Haji Mu'in'd-Din Nadwi, Dr. Azhar 'Ali Dihlawi & Imtiyaz 'Ali 'Arshi (Rampur Raza Library) 1962
Martí Escayol, Maria Antònia. “Antoni de Montserrat in the Mughal Garden of good government European construction of Indian nature”, Word, Image, Text; Studies in Literary and Visual Culture, ed. Shormistha Panjaet al., Orient Blacksw an, New Delhi, 2009. ISBN : 978-81-250-3735