აფრიკა —დედამიწის ერთ-ერთიკონტინენტი. ფართობი მიმდებარე კუნძულებიანად შეადგენს 30,22 მლნ. კმ²–ს, ხოლო მოსახლეობა — 1,1 მილიარდ ადამიანს[1] (დედამიწის მოსახლეობის 14 %). კონტინენტებს შორის ამ მაჩვენებლებით იგი ჩამორჩება მხოლოდევრაზიას. უჭირავს დედამიწის მთელი ზედაპირის 6 %, ხოლო ხმელეთის 20,4 %.
აფრიკა, განსაკუთრებით ცენტრალური აღმოსავლეთ აფრიკა, მეცნიერების მიერადამიანის წარმოშობის ადგილად ითვლება, რასაც ადასტურებს ადრეულ ჰომინიდთა აღმოჩენა და ასევე გვიანდელი (დათარიღებული 7 მილიონი წლით) ადამიანის წინაპართა დასახლებები, მათ შორისSahelanthropus tchadensis,Africanus,Homo Erectus, რომელთა შორის ყველაზე ადრეული ადამიანები დაახ. 200 000 წლის წინ გამოჩნდნენ.
აფრიკაეკვატორის ორივე მხარეს იჭიმება და მრავალ კლიმატურ სარტყელს მოიცავს. ეს ერთადერთი კონტინენტია, რომელიც ჩრდილოეთისა და სამხრეთის ზომიერ სარტყლებს სწვდება.
ეტიმოლოგია
აფრი იყო ჩრდილოეთ აფრიკაში კართაგენთან მცხოვრები რამდენიმე ხალხის სახელი. რომაული ბოლოსართი „-კა“ მიუთითებს „ქვეყანას ან მიწას“. სხვა წყაროებით ამ სიტყვის გაშიფრვრა ამგვარად შეიძლება:
ლათინური სიტყვა aprica, ნიშნავს „მზიანს“;
ბერძნული სიტყვა „aphrike“, ნიშნავს „სიცივის გარეშე“. ეს თეორია წამოაყენა ისტორიკოსმა ლეო აფრიკანუსმა (1488-1554), რომლის მოსაზრებით ბერძნულ სიტყვა ფრიკე-ზე (φρίκη ნიშნავს „ცივს და საზარელს“) მიკუთვნების თავსართის, „-ა“-ს დამატებით ის მიუთითებს მიწაზე, რომელიც თავისუფალია სიცივისა და სისაზარლისგან.
აფრიკას გარს ეკვრისატლანტის დაინდოეთის ოკეანეები,ხმელთაშუა დაწითელი ზღვები. ევროპიდან გამოიყოფაგიბრალტარის ვიწრო სრუტით, ხოლო სუეცის ყელით, რომელზეცსუეცის არხია გაყვანილი უკავშირდება აზიას. აფრიკის უდიდესი ნაწილი ტროპიკულ სარტყელშია მოქცეული. უკიდურესი ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილები მდებარეობენ სუბტროპიკებში. უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ წერტილებს შორის მანძილი 8000 კმ–ია, ხოლო უკიდურეს დასავლეთ და აღმოსავლეთ წერტილებს შორის მანძილი 7500 კმ-ია. სანაპირო ხაზი სხვა კონტინენტებთან შედარებით სუსტადაა დანაწევრებული, მისი სიგრძე შეადგენს 26 000 კმ–ს. (შედარებისთვისევროპის სანაპირო ხაზის სიგრძეა 32 000 კმ, მაშინ როცა ის ფართობით სამჯერ ნაკლებია აფრიკაზე).
აფრიკისრელიეფი დედამიწის ქერქის განვითარებას და გარეგანი პროცესების მოქმედებაზეა დამოკიდებული. აფრიკის კონტინენტზე 200-დან 1000 მ-მდე სიმაღლისვაკე რელიეფი ჭარბობს,კონტინენტზე არ არის მაღალი და დიდ მანძილზე გადაჭიმულიმთიანი სისტემები. აფრიკას საფუძვლად უდევს უძველესი ბაქანი, რომელიც შორეულ წარსულში ერთ-ერთი დიდი კონტინენტის —გონდვანას შემადგენლობაში შედიოდა. ოდესღაც აქ აღმართული მთიანი სისტემები გარეგანი ძალების მოქმედებით დაიშალა და მოსწორდა. მთების ადგილზე უზარმაზარი ტალღისებური ვაკეები გაჩნდა, რომლებზეც აქა-იქ აღმართულია კრისტალური მასივები.
ზედაპირის სიმაღლის მიხედვით, აფრიკას ორ ნაწილად ყოფენ: დაბალი აფრიკა (ჩრდილოეთი დადასავლეთი), სადაც სიმაღლე მცირე გამონაკლისის გარდა, 1000 მ-ზე ნაკლებია და, მაღალი აფრიკა (აღმოსავლეთი დასამხრეთი), სადაც სიმაღლე 1000 მეტრს აღემატება. ჩრდილოეთი და დასავლეთი აფრიკის ზედაპირი უმეტესწილად კონტინენტური და ზღვიური დანალექი ქანებითაა აგებული. ეს ტერიტორიები ხანგრძლივი დროის განმავლობაშიზღვას ეკავა.საჰარის ცენტრში აღმართულია კრისტალური და ვულკანური ქანებით აგებული მთიანი მასივები.
კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზეატლასის მთები მდებარეობს. მთების ჩრდილოეთიქედები ახალგაზრდაა და ისალპების დაკავკასიონის მთებთან ერთად წარმოიშვა, სამხრეთ-დასავლეთ პერიფერიაზე კიკაპის ძველი მთები მდებარეობს. აფრიკის აღმოსავლეთი მხარე მაღალ, დედამიწის ქერქის მოძრაობით გაახალგაზრდავებულ აღმოსავლეთ აფრიკის მთიანეთს უკავია. აქ მდებარეობს კონტინენტის უმაღლესი მწვერვალი, ვულკანები —კილიმანჯარო,კენია და სხვ. კილიმანჯარო სიტყვასიტყვით„მბრწყინავ მთას“ ნიშნავს. ვულკანს სამი წვერი აქვს და მიუხედავადეკვატორულ სარტყელში მდებარეობისა ეს მწვერვალები მარად თოვლიანია.
აფრიკა სასარგებლო წიაღისეულის სიმდიდრით და სიმრავლით გამოირჩევა. ზოგიერთი საბადო უდიდესია მსოფლიოში, ან ერთ-ერთი უდიდესია. მათი განლაგება განპირობებულია დედამიწის ქერქის აგებულებითა და მისი განვითარების ისტორიით. იმის გამო რომ აფრიკაში ჭარბობს მაგმური ქანები, იგი განსაკუთრებულად მდიდარიამადნეული სასარგებლო წიაღისეულით.სამხრეთ დააღმოსავლეთ აფრიკაში ისინი ღრმად არაა განლაგებული, რადგან ძველი კრისტალური ქანები დედამიწის ზედაპირთან ახლოს მდებარეობს. აფრიკა მდიდარიაბოქსიტებით,ურანით,მანგანუმით,ოქროთიპლატინით,შავი ლითონებით და სხვ.
კონტინენტის შედარებით დაბალ ადგილებში, სადაც დანალექი ქანები ჭარბობს, დანალექი წარმოშობის სასარგებლო წიაღისეული გვხვდება:ქვანახშირი, სხვადასხვა სახისმარილი და სხვ. ჩრდილოეთ ნაწილსა დაგვინეის ყურის სანაპიროებზე აღმოჩენილიანავთობის დიდი მარაგი. აფრიკა მდიდარიაფოსფორიტებით, რომლებისგანაც სასუქს ამზადებენ. მისი საბადოები ძირითადად კონტინენტის ჩრდილოეთში მდებარეობს.
შიდა წყლები
აფრიკის და მსოფლიოს ყველაზე გრძელი მდინარენილოსი.აფრიკის ყველაზე წყალუხვი მდინარეკონგო.ჩანჩქერი ვიქტორია.
მდინარეთა ქსელი კონტინენტზე არათანაბრადაა განაწილებული, რაც რელიეფსა დაჰავაზე, განსაკუთრებით კინალექების განაწილებაზეა დამოკიდებული.რელიეფიდან გამომდინარე მდინარეების დიდი ნაწილიატლანტის ოკეანეში ჩაედინება, ვინაიდან მთავარი წყალგამყოფი აღმოსავლეთ აფრიკაში გადის.კონტინენტის 1/3 შიდა ჩამონადენის აუზს მიეკუთვნება. აფრიკის მდინარეები საფეხურეობრივად განლაგებულ ზეგნებს კვეთს, ახასიათებთჩანჩქერები დაჭორომები, ამდენად, ისინი სიგრძეზე სანაოსნოდ არ გამოდგება, სამაგიეროდ ჰიდროგრაფიით მდიდრები არიან. აფრიკის კონტინენტზე მდინარეების შედარებით ხშირი ქსელი დამახასიათებელია ეკვატორული და სუბეკვატორული სარტყელებისთვის. ძალიან მცირეა მდინარეები უდაბნოებში. აქ გვხვდება მდინარეების მშრალი კალაპოტები — ვადები, რომლებიც წყლით მხოლოდ თავსხმა წვიმების დროს ივსება. აფრიკის მდინარეთა უმრავლესობა წვიმის წყლით საზრდოობს, მაგრამ მათი რეჟიმი განსხვავებულია და დამოკიდებულია ნალექის სეზონურ განაწილებაზე. მდინარეები, რომლებიც რამდენიმე კლიმატურ სარტყელში მიედინება, რთული რეჟიმით ხასიათდება. ამ მხრივ ტიპობრივია მდინარე ნილოსი.
ნილოსი სიგრძითმსოფლიოს პირველი (6671კმ.)მდინარეა (ზოგიერთი მკვლევარი მას მეორე ადგილზე აყენებს). იგი სათავესაღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე იღებს დავიქტორიას ტბაზე გადის. ნილოსის სათავეა მდ.რუკარარა (კაგერის შენაკადი), რომელიც ჩაედინება ვიქტორიას ტბაში და გამოედინება ვიქტორია-ნილოსის სახით. ნილოსის სათავეს უშედეგოდ ეძებდადეივიდ ლივინგსტონი, მისი სათავე იპოვაინგლისის ექსპედიციამდ. სპიკის მეთაურობით. მისი სათავის აღმოჩენისთანავე სპიკმალონდონში გააგზავნატელეგრამა, რომელსაც გეოგრაფიული აღმოჩენების ისტორიაში ყველაზე მოკლედ თვლიან:„ნილოსი დადგენილია“. ზემო დინებაში, მდინარის ვიწრო ხეობაში, ჭორომები დაჩანჩქერებია. ვაკეზე გამოსვლისას მდინარე ნელა მიედინება დათეთრი ნილოსის სახელითაა ცნობილი. ქალაქხართუმთან მას უერთდებაცისფერი ნილოსი, რის შედეგადაც მდინარე ორჯერ უფრო განიერი ხდება და აქედან უკვე ნილოსის სახელით მიედინება. ცისფერი ნილოსი ყველაზე უხვწყლიანი შენაკადია. იგი ეთიოპიის მთიანეთში,ტანას ტბიდან გამოედინება. შუა დინებაში ნილოსი კრისტალური ქანებით აგებულ პლატოს ქმნის და აჩენს ჭორომებს, რაც ადრე ხელს უშლიდა ნაოსნობას.ასუანის კაშხალის აგების შემდეგ მდინარეში წყლის დონემ აიწია და ნაოსნობაც შესაძლებელი გახდა. შესართავში,ხმელთაშუა ზღვაში, მდინარე ფართოდელტას ქმნის, რომლის ადგილზეც წარსულში ხმელთაშუა ზღვის ყურე ყოფილა. დელტაში წარმოქმნილია პატარ-პატარატბები, რომლებიც მდინარის ნატანი ნაშალი მასალითაა ზღვისგან გამოყოფილი.
აფრიკაში ყველაზე წყალუხვი და სიგრძით მეორე (4320 კმ) მდინარეაკონგო. წყალუხვობით და წყალშემოკრები აუზის სიდიდით იგი მხოლოდ მდინარეამაზონს ჩამორჩება. მდენარე ორ ადგილზე კვეთსეკვატორს და მთელი წელი წყალუხვია. კონგო საფეხურებრივ ზეგანზე მიედინება, ამიტომ მის ხეობაში უამრავი ჭორომი და ჩანჩქერია. ნაოსნობა მხოლოდ მდინარის შუა დინების ფარგლებშია შესაძლებელი, სადაც იგი ფართო ხეობას ქმნის. აქ კალაპოტის სიგრძე 20 კმ-ია. მდინარე კონგო დელტას არ წარმოადგენს.
სიგრძითა და წყალშემკრები აუზის ფართობით, აფრიკის მესამე მდინარეანიგერი. შუა დინებაში იგი ვაკის მდინარეა, ზემო და ქვემო დინებებში ბევრია ჭორომები და ჩანჩქერები. მდინარე შორ მანძილზე კვეთს მშრალ ტერიტორიებს. შესართავთან ნიგერი დელტას წარმოადგენს.
აფრიკის ყველაზე დიდი ტბა ვიქტორია.1991 წლის აპრილშიტანას ტბაზე გადაღებული სატელიტური ფოტო. ამ ტბიდან იღებს სათავესცისფერი ნილოსი.
ზამბეზიინდოეთის ოკეანის ყველაზე დიდიმდინარეა. აქ არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერივიქტორია. 180 მეტრის სიგანის მდინარე 120 მეტრის საფეხურიდან ეშვება ვიწრო ხეობაში. ჩანჩქერი ვიქტორია ბუნების საოცარი მოვლენაა. ხეობა ჩანჩქერთან შედარებით 13-ჯერ უფრო ვიწროა. ჩანჩქერის ადგილობრივი სახელწოდებაა„ჩონგუე“, რაც „ცისარტყელას“ ან „ცისარტყელის ადგილს“ ნიშნავს. არის მეორე სახელიც„მოიზი-ოატუნია“, რაც „მრგვინავ კვამლს“ ნიშნავს. სახელი ვიქტორია კი დ. ლივინგსტონმაინგლისის დედოფალის პატივსაცემად უწოდა. მნიშვნელოვანი მდინარეებია ასევეორანჟი დალიმპოპო.
ყველაზე დიდიტბა აღმოსავლეთ აფრიკის ზეგანზე, რღვევის ზონაში მდებარეობს, ამიტომ მათ ქვაბულებს წაგრძელებული ფორმა აქვთ. ეს ტბები როგორც წესი, მაღალი და ციცაბოკალთებიანი მთებითაა შემოფარგლური. აქ მდებარე ტბებს ძირითადად გრძელი ფორმა აქვთ და სიღრმითაც გამოირჩევიან, ამ მხრივ კლასიკური მაგალითიატანგანიიკის ტბა, რომლის სიგანე 50-80 კმ-ია, სიგრძე კი 650 კმ. იგი ყველაზე გრძელია დედამიწის მტკნარ ტბებს შორის, სიღრმით კი მხოლოდბაიკალის ტბას ჩამორჩება. ამასთან, ფართობით მეორე ადგილზეა აფრიკის ტბებს შორის და ორჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ტბავიქტორია. ტბის ირგვლივ მაღალი მთები მდებარეობს, რომლებიც ბევრ ადგილას ციცაბო მთის კალთებით პირდაპირ ტბაში ეშვება და მაღალ-ფლატეებიან სანაპიროს ქმნის. დევიდ ლივინგსტონი ასე აგვიწერს ტანგანიკას
„მომხიბლავია ტანგანიკა. იგი ხშირი მცენარეებით შემოსილი ციცაბოკალთებიან მთებს შორის თითქმის ღრმა ფიალაშია მოქცული. სადაც ქანები მოშიშვლებულია, კედლები ღია წითელი ფერისაა, ალაგ-ალაგ კედლებიდან ცისფერ ლენტებად ეშვება ჩანჩქერი, ოდნავ მოვაკებულ ადგილზე კი კამეჩები ბალახობენ, სპილოები დაეხეტებიან, ღამით ისმის ლომის ღრიალი ... დილასაღამოს უზარმაზარი ნიანგები ფრთხილად მიიპარებიან სანადირო ადგილებისკენ.“
ასი წლის წინანდელი აღწერილობიდან, ხმელეთის გარეული ცხოველები თითქმის აღარ შემორჩა, მაგრამ ტბის სამყარო ძალიან მდიდარია. მარტოთევზების 205 სახეობას ითვლის, რომელთაგან 70 %ენდემურია.
ვიქტორიის ტბა ფართობით ყველაზე დიდია აფრიკაში. იგი ბაქნის დამრეც როფში (ორმოში) მდებარეობს, ზღვის დონიდან 1134 მ-ზე და ღრმა არ არის. საშუალო სიღრმე 40 მ-ია. იგი ისეთი დიდია, რომ ევროპელები და სხვებიც, მასზე ლაპარაკობენ არა როგორც ტბის, არამედზღვის შესახებ. ადგილობრივი მაცხოვრებლები უწოდებენ „იანც“-ს, რაცბანტუს ენაზე „დიდ წყალს“ ნიშნავს. სპიკმა მას ვიქტორია, ნიანცა უწოდა. ტბის ნაპირები ძალზე დანაწევრებულია, ზოგან დაბალი და ბრტყელია, ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. ზოგ ადგილებში სავანაა, ზოგან ხშირი, მუქი-მწვანე ფოთლოვანი ტყეებია, ზოგანაც სასოფლო-სამეურნეო სავარგულებია.
ჩადის ტბა წყალმარჩხია, გაუდინარი, სიღრმე 4-7 მ-ია, მდებარეობსსუდანის ვაკეზე. მისი წყლის სარკის ფართობი დამოკიდებულია ნალექებზე და იმ მდინარეთა რეჟიმზე, რომლებიც მასში ჩაედინებიან, ამიტომ წვიმიან პერიოდში იგი ზოგჯერ ორჯერ იმატებს. ტბის ნაპირები დაჭაობებულია. აღმოსავლეთ აფრიკაში მნიშვნელოვანი ტბებია აგრეთვე:რუდოლფი,ნიასა,ტანა და სხვ.
ეკვატორული ტყე ბევრი ძვირფასიმცენარის სამშობლოა. ყველაზე გავრცელებულიაზეთის პალმა, რომლის ნაყოფისგანპალმითს ხდიან. ბევრი ძვირფასი ხის მერქნისგან ამზადებენ ავეჯს და გააქვთ საზღვარგარეთ, მაგალითად,აბანოზის ხე. ეკვატორული ტყეებისცხოველთა სამყარო მდიდარია და მრავალფეროვანია. მათი უმეტესობა ხეებზე ბინადრობს.ფრინველებისმწერების დამღრღნელების გარდა, ხეებზე ბინადრობენ მრავალრიცხოვანიმაიმუნები, მათ შორისშიმპანზეები. მიწაზე ბინადრობენ ფუნჯაყურიანი ღორები,ანთარი, წვრილჩლიქოსნები —აფრიკული ირემი, რომელიც 40 სმ სიმაღლისაა.კატის ზომისჯუჯა ანტილოპა და სხვ. ტყისპირებსა და წყალსატევების ნაპირებთან გვხვდებადედამიწის ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველი,ჯუჯა ბეჰემოთი,ჟირაფის მონათესავეოკაპი, რომელიც მხოლოდ აფრიკაშია. ეკვატორული ტყეების ყველაზე დიდი მტაცებელიაავაზა, მიყრუებულ მიუვალ ადგილებში ცხოვრობენგორილები. ტყის ყველა იარუსზე გავრცელებულიაჭიანჭველები. მათი ზოგიერთი სახეობა, ეგრეთ წოდებულიმომთაბარე ჭიანჭველები, გრძელ კოლონებად გადადგილებისას, გზადაგზა ყველაფერს ანადგურებს. ტყეებშიმწერების დიდი რაოდენობაა.
ნახევარუდაბნოების საზღვრებთან, სადაც წვიმების სეზონი 2-3 თვეა, წარმოიქმნება გაუდაბნოებულისავანა. აფრიკული სავანის დამახასიათებელი ხეა —ბაობაბი. მას სავანის დარაჯსაც კი უწოდებენ. წვიმიან პერიოდში გამოირჩევა გაშლილი ტოტებით და წვრილი, ღია მწვანე ფერის ფოთლებით. მშრალ პერიოდში იგი შიშვლდება. ვარაუდობენ, რომ ბაობაბი 4-5 ათასი წელი ცოცხლობს. იგი გიგანტურიხეა, მისი დიამეტრი 10 მეტრამდეა. მერქანი წყლითაა გაჟღენთილი, რითაც ის მშრალ პერიოდებში საზრდოობს.მსოფლიოში არსად არ არის ისე მრავლად თავმოყრილი ცხოველები, როგორც აფრიკის სავანეში, განსაკუთრებით კი ბალახისმჭამელი ცხოველები:ანტილოპის სხვადასხვა სახეობა,ზებრა,ჟირაფი, ბალახისმჭამელებს შორის უდიდესი ცხოველისპილო,გარეული კამეჩი,მარტორქა, მდინარეების და ტბების სანაპიროებზე გვხვდებაბეჰემოთი.
დიდი ცხოველების მრავალფეროვნება, აფრიკულიფაუნის დამახასიათებელი ნიშანია. ბალახისმჭამელების მუდმივი თანამგზავრებია მტაცებლები:გეპარდი,ტურა,ავაზა,ლომი. მდინარეებში ბინადრობსნიანგი. სავანა ძალიან მდიდარიაფრინველებით. აქ არის ერთ-ერთი ყველაზე პატარა და ულამაზესი ფრინველი —მენექტრე, აგრეთვე დედამიწის ყველაზე დიდი ფრინველიაფრიკული სირაქლემა. ასევეამარიბუ, რომელიც მხოლოდ აფრიკაში გვხვდება. სავანაში უჩვეულოდ ბევრითერმიტია. მოსახლეობას უდიდეს ზიანს აყენებსბუზიცეცე. მას გადააქვს პირუტყის და ადამიანის დაავადების გამომწვევი ბაცილები, რაც ხშირად ორივესთვის დამღუპველია.
კოლონიური უღლის მოცილების შემდეგ აფრიკაში დიდი ყურადღება ექცევა ველური ბუნების დაცვას. ამ მიზნით ყოველწლიურად მატულობს ბუნების დაცული ტერიტორიების (ნაკძალების დაეროვნული პარკების) რაოდენობა და ფართობი. განსაკუთრებით ბევრია ისინისამხრეთ დააღმოსავლეთ აფრიკაში. ზოგიერთი მათგანი მაგ:სერენგეტი,კრიუგერი,ცაავო და სხვები მსოფლიოში ცნობილია. მიღებული ზომების წყალობით გადაშენების გზაზე მყოფი ცხოველების რიცხვი აქ აღდგენილია.
პალეოანთროპოლოგთა უმრავლესობა აფრიკას დედამიწის უძველეს დასახლებულ ტერიტორიად თვლის, საიდანაც ადამიანები წამოვიდნენ. XX საუკუნის შუა წლებში ანთროპოლოგებმა ამ კონტინეტზე აღმოაჩინეს ადამიანთა საქმიანობის მრავალი დამადასტურებელი არქეოლოგიური ნივთი, რომელიც 7 მილიონი წლით თარიღდება. აქ ნაპოვნი ადამიანისმაგვარი მაიმუნების სახეობების ნარჩენები მიუთითებს მათგან თანამედროვე ადამიანის წარმოშობაზე. აქ აღმოჩენილ სახეობებთა შორისაა Australopithecus afarensis (რადიომეტრულად დათარიღებული ძვ. წ. 3,9-3,0 მილიონი წელი), Paranthropus boisei (დაახ. ძვ. წ. 2,3-1,4 მილ. წ.) და Homo ergaster (დაახ. ძვ. წ. 600 000-1,9 მილ. წ.).
იშანგოს ძვალზე, რომელიც 25 000 წლის უნდა იყოს, იკითხება მათემატიკური ათვლის ნიშნები. ადამიანთა წინარეისტორიის განმავლობაში აფრიკაში, ისევე როგორც ყველა სხვა კონტინენტზე, ეროვნული სახელმწიფო შენაერთები არ არსებობდა, მათ ნაცვლად ადამიანები გაერთიანებული იყვნენ მონადირე-შემგროვებელთა ჯგუფებად,ხოისა დასანის მსგავსად.
დაახ. ძვ. წ. 10 500 წლისთვისგამყინვარების პერიოდის დასრულების შემდეგ,საჰარა კვლავ გახდა მწვანე შემოსავლიანი ხეობა და მისი აფრიკული მოსახლეობა დაბრუნდა შიდა და სანაპირო ზეგანებიდან ქვემო-საჰარის აფრიკაში. თუმცა დათბობის კლიმატის დადგომა ნიშნავდა, რომ ძვ. წ. 5000-სთვის საჰარის რეგიონი სულ უფრო მშრალი ხდებოდა. მოსახლეობამ ნელ-ნელანილოსის ხეობის რეგიონისკენ გადაინაცვლა, სადაც მათ მუდმივი ან ნახევრად-მუდმივი დასახლებები შექმნეს.
საქონლის მოშინაურება აფრიკაში წინ უსწრებს მიწათმოქმედებას და როგორც ჩანს, თანაარსებობდა მონადირე-შემგროვებლურ კულტურასთან. ვარაუდობენ, რომ ძვ. წ. 6000 წლისთვის პირუტყვი უკვე მოშინაურებული იყო ჩრდ. აფრიკაში. საჰარა-ნილოსის კომპლექსში ხალხს მოშინაურებული ჰყავდა მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის სატვირთო ჯორი და ხვეულრქიანი თხა, რომელიც მსგავსი იყოალჟირიდანნუბიამდე.
სოფლის მეურნეობის მხრივ, პირველი შემთხვევა მცენარეების მოშენებისა მოყვანის მიზნითსაჰელიის რეგიონში დაფიქსირდა დაახ. ძვ. წ. 5000 წელს, როცა სორგუმი და აფრიკული ბრინჯის კულტივაცია დაიწყეს. ამავე პერიოდში, ამავე რეგიონში, პირველად მოშინაურდა გვინეის მცირე ფრინველი.
ოქსფორდის მსოფლიო ისტორიის ატლასის მიხედვით ძვ. წ. 4000 წელს საჰარის კლიმატმა სწრაფი გაშრობა დაიწყო. ამ მოვლენამ ტბებისა და მდინარეების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რის გამოც იწყო კლება მოსავალმაც. შემცირდა კულტივირებადი მიწის რაოდენობაც, რამაც ხელი შეუწყო ფერმერთა დასახლებების მიგრაციას დასავლეთ აფრიკის უფრო ტროპიკული კლიმატისკენ.
ძვ. წ. 3000 წლისთვის შინა მეურნეობა დამოუკიდებლად განვითარდა დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ რეგიონებში, სადაც აფრიკული yam და ზეთოვანი პალმა მოჰყავდათ, დაეთიოპიაში, სადაცყავა და teff გააკეთილშობილეს. მოშინაურებული ცხოველები ამ რეგიონებში საჰელისა და ნილოსის რეგიონებიდან შემოვიდა. მარცვლეული კულტურებიც ამავე პერიოდში სხვა რეგიონებიდან შემოიტანეს.
სუბ-საჰარულ აფრიკაში მიწათმოქმედი ხალხიბანტუ იწყებს სამხრეთით მიგრაციას. მათ თანდათან შეავიწროეს ნაკლებად განვითარებულიქოზიანური მოსახლეობა (ბუშმენები,ჰოტენტოტები) და საბოლოოდ მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია დაიკავეს.
სუბ-საჰარულ აფრიკაში ევროპელების გამოჩენამდე დიდი პოლიტიკური გაერთიანებები არ არსებობდა. თუმცა ადგილებში არსებობდა მეტ–ნაკლებად ცენტრალიზებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები. აღსანიშნავიადასავლეთ აფრიკაში, დიდი ტბების რაიონში (ბუგანდა) და აღმოსავლეთ აფრიკაში (დიდი ზიმბაბვე) არსებული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები.
აფრიკის ქვეყნები 1914 წელს.
ევროპელების მიერ აფრიკისკოლონიზაცია ჯერ კიდევXV საუკუნეში დაიწყო. ადრეული კოლონისტებიდან აღსანიშნავიაპორტუგალიელები, შემდეგნიდერლანდელები. პორტუგალიელებმა, რომლებიც ძირითადად მონების ვაჭრობით იყვნენ დაკავებული, აფრიკის სანაპიროებზე რამდენიმე პორტი დააარსეს. აფრიკელი მონების დიდი ნაკადი მიედინებოდა ევროპელების მიერ ახლად აღმოჩენილამერიკისკენ.XVII საუკუნეში ჰოლანდიელებმა დაიწყეს აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანია, რის შედეგადაც თანამედროვე სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე პირველი მუდმივი ევროპული კოლონია გაჩნდა.XVIII საუკუნის დასაწყისიდან აფრიკის კოლონიზაციის ლიდერობა თანდათანბრიტანელების დაფრანგების მხარეს გადავიდა.XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან აფრიკის გადანაწილებაში აქტიურად ჩაერთვნენგერმანია,იტალია და სხვები.საუკუნის დასაწყისისთვის აფრიკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ევროპელების მიერ იყო დანაწილებული.
კოლონიზაციამ ძირეულად შეცვალა აფრიკის კონტინენტი. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელდაქრისტიანობა, გაიხსნამისიონერული სკოლები, დაარსდა და მკვეთრად გაიზარდაქალაქების მნიშვნელობა, აფრიკა ჩაერთო საერთაშორისო ვაჭრობაში. ეს ყველაფერი კი მიმდინარეობდა აფრიკის მკვიდრი მოსახლეობის მასიური ჩაგვრის, უუფლებობის და ექსპლუატაციის ფონზე.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო აფრიკის დეკოლონიზაცია. 60-იან 70-იან წლებში ყოფილიკოლონიების უმრავლესობას დამოუკიდებლობა მიენიჭათ.
პირველ მსოფლიო ომს აფრიკელთა ცხოვრებაში არსებითი ცვლილებები არ შეუტანია. საომარ მოქმედებებს აქ ადგილი არ ჰქონია, რადგანგერმანიის კოლონიები აფრიკაშიინგლისელებმა სწრაფად აიყვანეს კონტროლქვეშ, ხოლო შემდეგერთა ლიგის მანდატითსაფრანგეთთან ერთად გაინაწილეს. ერთადერთი ფრონტი იყოპალესტინის - ისიცსუეცის არხის დასაცავად.1922 წელსეგვიპტეს ფორმალურად მიენიჭა დამოუკიდებლობა, თუმცა სუეცის არხს ინგლისელები აკონტროლებდნენ და ქვეყანაშიც ინგლისის ჯარები რჩებოდნენ. განმათავისუფლებელი ბრძოლები მიმდინარეობდა არაბულჩრდილოეთ აფრიკაში, სადაცმაროკოელები იარაღით ხელში ებრძოდნენფრანგ დაესპანელ კოლონიზატორებს.
ახალგაზრდა სახელმწიფოების მიერ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მიღწევა საკმარისი არ აღმოჩნდა მათი სრული განვითარებისთვის. ბევრ ქვეყანაში შენარჩუნებული იქნა ყოფილიმეტროპოლიის ეკონომიკური პოზიციები, აგრეთვე მათი სამხედრო ბაზები და ჯარები. ახალგაზრდა ქვეყნების უმრავლესობაში სახელმწიფო ანუ ოფიციალური ენაც კი ყოფილი მეტროპოლიის ენა გახდა. აღნიშნულმა ქვეყნებმა მემკვიდრეობით ჩამორჩენილიეკონომიკა მიიღეს. ამიტომ მათი უმრავლესობის ეკონომიკა მრავაწყობიანია, ხოლო სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა არასტაბილური.რევოლუციები,სახელმწიფო გადატრიალებები და სახელმწიფოთა შორის კონფლიქტები, აფრიკის უმეტესი ქვეყნების დამახასიათებელი ნიშნებია. ამით ისინი,ლათინური ამერიკის ქვეყნებთან ერთად, განსხვავდებიან დასავლეთის თუ აღმოსავლეთის განვითარებული ქვეყნებისგან.
როდოსისი კოლოსი (ინგლისური კარიკატურა).
ამიტომ აღნიშნული რეგიონების სახელმწიფოებს უწოდებენმესამე სამყაროს ან კიდევგანვითარებად ქვეყნებს. აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური დამოკიდებულება არა რომელიმე დიდი სახელმწიფოს პოლიტიკური ზეგავლენის, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მათი საკუთრი ჩამორჩენილობის შედეგი იყო.
ჩამორჩენილობას ხელს უწყობდა ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში არქაული ფორმების ბატონობა,მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წერა-კითხვის უცოდინარობა, კომუნიკაციების და კავშირის საშუალებების განუვითარებლობა.
ჩამორჩენილობისთვის თავის დასაღწევად აუცილებელი იყო რომელიმე ერთი სახელმწიფოს ორიენტირზე უარის თქმა, გლობალურ კონფლიქტებში ჩართვისაგან თავის დახსნა, მრავალმხრივი დახმარებების მიღება. ამიტომ აღნიშნული ქვეყნების უმრავლესობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ე. წ.მიუმხრობლობის მოძრაობაში, რაც ორ მტრულად დაყოფილმსოფლიოში რომელიმე სამხედრო ბლოკთან შეერთებაზე უარის თქმას ნიშნავდა.
დეკოლონიზაციის შემდეგ სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გზის არჩევის პრობლემა აფრიკის ყველა ქვეყნის საერთო პრობლემა გახდა. არჩევანი დიდი არ იყო„სოციალისტური გზა“ ან თავისუფალი მრეწველობის და საბაზრო ეკონომიკის, ანუ„კაპიტალისტური გზა“.
ჩამორჩენილობის პრობლემას ართულებდა დამოუკიდებლობის შემდეგ დაწყებული მოსახლეობის ზრდის ტემპების დაჩქარება ანუ, როგორც მას უწოდებენდემოგრაფიული აფეთქება. სიკვდილანობა ამ ქვეყნებში შემცირდა, შობადობა კი ტრადიციულად დიდი დარჩა.სოფლის „ზედმეტი“ მოსახლეობის ნაწილიქალაქებისკენ დაიძრა. დაიწყო არნახულიურბანიზაცია.1950-1980 წლებში ასობით მილიონიანი სოფელი ქალაქი გახდა. ეს ახალი ქალაქები ძირითადად დიდი ქალაქების გარეუბნებში, კეთილმოუწყობელ ქოხმახებში სახლობდნენ. მოსახლეობის ზრდა აახალგაზრდავებდა მოსახლეობის შემადგენლობას. ამ ქვეყნებში 15 წლამდე ასაკის ბავშვები მოსახლეობის ნახევარს შეადგენდნენ. მათთვის საჭირო იყო განათლება, რასაც სახელმწიფო ვერ ახორციელებდა. მოსახლეობის ზრდის ახალი ტემპები იწვევდა უმუშევრობის ზრდასაც.
პოსტ-კოლონიური აფრიკა
ტანგას ბრძოლა გერმანიის იმპერიასა და ინგლისს შორისპირველ მსოფლიო ომში ტანზანიის ტერიტორიაზე.ტიპური დაპირისპირებები აფრიკაში, ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირება რუანდაში1994 წელს გადაიზარდა, საშინელგენოციდში. ამ სურათზე რუანდელი ლტოლვილების საცხოვრებელი ადგილია ზაირში.კონგოელი სამხედროებიკონგოს მეორე ომში 2001 წელს.
1945 წლამედე ტროპიკული აფრიკა დაყოფილი იყოევროპის სახელმწიფოების კოლონიებად, მაგრამXX საუკუნის 90-იან წლების დასაწყისისთვის ყველა მათგანი განთავისუფლებული იყო. დეკოლონიზაციის პროცესი აქ დაიწყო1950-იანი წლების მეორე ნახევარში. ტროპიკულ აფრიკაში პირველი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდაგანა (1957 წ), ყველაზე მეტი ქვეყანა კი (სულ 17)1960 წელს გათავისუფლდა. ამიტომაც ამ წელს„აფრიკის წელს“ უწოდებენ.პორტუგალიის კოლონიური იმპერია მხოლოდ მეტროპოლიაში მომხდარირევოლუციის შემდეგ,1970-იან წლების შუა ხანებში გაუქმდა.
აფრიკის ხალხთა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დიდი როლი ითამაშააფრიკის ერთობის ორგანიზაციამ, რომელიც1963 წლის25 მაისს შეიქმნა. ამიტომ ეს დღე 25 მაისი„აფრიკის გათავისუფლების დღედ“ ითვლება. ამ მსოფლიოში უდიდესი, რეგიონალური ორგანიზაციის მთავარი მიზანი იყოკოლონიალიზმის ყველა გამოვლინებისაგან აფრიკის გათავისუფლება. მაგრამ დამოუკიდებლობის შემდეგ არაერთი პრობლემა წარმოიშვა. თავიდან მათი ლიდერები ფიქრობდნენ, რომ ამის შემდეგ მოკლე დროში შესაძლებელი იქნებოდა დანარჩენი სამყაროსაგან უზარმაზარიეკონომიკური ჩამორჩენილობის დაძლევა. ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა იყო სიღატაკე, კოლონიალიზმის ეპოქაში კოლონიური მმართველები მხოლოდ ნედლეულის წარმოებაზე ზრუნავდნენ. ზოგჯერ ეს იყოსპილენძი, უფრო ხშირად კი რაიმე სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, მაგალითადკაკაო ანბანანი. ევროპელ ვაჭრებს გაჰქონდათ ეს ნედლეული და შემოჰქონდათ უკვე მზა პროდუქცია. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანისსოფლის მეურნეობა მონოკულტურულ ხასიათს ატარებდა, ანუ აშენებდნენ საექსპორტოდ გათვალისწინებულ რომელიმე ერთ კულტურას.
ასეთი პოლიტიკის ერთ-ერთი შედეგი იყო ისიც, რომ აფრიკის დამოუკიდებელ ქვეყნებში ძალიან ცოტა საკუთარი ფაბრიკა-ქარხნები არსებობდა. მოსახლეობის უმრავლესობა დასაქმებული იყოკაკაოს,ბანანის ანმიწის თხილის პლანტაციებში. კვებისათვის აუცილებელი პროდუქტების წარმოება კი სულ უფრო მცირდებოდა. რის გამოც შეიქმნა სირთულეები აფრიკელთა მზარდი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საქმეში. გახშირდა ხან ერთი, ხან მეორე რეგიონის შიმშილობა. ფასები საექსპორტო კულტურებზე ეცემოდა და, მაშინ ძვირდებოდაიმპორტი. ასეთმა ვითარებამ აფრიკის ქვეყნები უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა. წლითიწლობით კატასტროფულად იზრდებოდა მათი საგარეო ვალი. ზოგიერთი მათგანის საექსპორტო შემოსავლის ნახევარი საგარეო ვალების დაფარვას ხმარდებოდა. ამავე დროს ბევრ ქვეყანაში სამხედრო ხარჯები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე განათლების და ჯანმრთელობის დაცვისთვის გამოყოფილი თანხები. ასე რომ,1980-იან წლების დასასრულისთვის მსოფლიოს 35 ყველაზე ღარიბი ქვეყნიდან 26 ტროპიკული აფრიკის ქვეყანა იყო.
სამხედრო ხარჯების ზრდა იწვევდა აფრიკის კიდევ ერთ უმწვავეს პრობლემას -შეიარაღებულ კონფლიკტებს, როგორც ქვეყნის შიგნით მცხოვრებ ხალხებს, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის. კოლონიალიზმის დროსევროპელებმაკოლონიათა საზღვრები საკუთარი ნება-სურვილით გაავლეს. ხალხებს, რომლებსაც არაფერი საერთო არ ჰქონდათ ერთმანეთთან, ერთი ქვეყნის ფარგლებში აღმოჩნდნენ, ან, პირიქით, ერთი და იგივეეთნიკური ჯგუფი სახელმწიფოებრივი საზღვრებით გაითიშა. განსხვავებაენაში,რელიგიაში, ცხოვრების წესში, სოციალურ მდგომარეობაში ხშირად წარმოშობს ანტიპათიას. ზოგან ეს ანტიპათია სიძულვილში გადაიზრდებოდა ხოლმე და ტომთაშორისომებს იწვევდა. ასეთ ომებში ტროპიკულ აფრიკაში მილიონობით ადამიანი დაიღუპა. ხშირად მეომარი მხარეების უკან იდგნენ გარეშე ძალები. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდნენსაბჭოთა კავშირში დააშშ, რომლებსაცმსოფლიოს ამ რეგიონში ყოფილი მეტროპოლიების ადგილის დაკავება სურდათ. ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევია აფრიკის სახელმწიფოების საზოგადოებრივ ცხოვრებაში დამკვიდრებული ე. წტრაიბალიზმი, ანუ შიდატომობრივი სოლიდარობა.
პოლიტიკური მრწამსის დამოუკიდებლად აფრიკელი ლიდერი, უპირველეს ყოვლისა, თავის ტომს ეკუთვნის. როდესაც ის მინისტრი ან სახელმწიფოს მეთაური ხდება, თავდაპირველად ის თავისისოფლის ან თავისი ტომის ინტერესებზე ზრუნავს. ამ დროს ის იყენებს ყველა საშუალებას, მათ შორის სხვა ტომის წევრების მოსპობასაც კი. აფრიკის ქვეყნებში პარტიები და მთავრობები ტომობრივ საფუძველზე იქმნება, ასევე ერთი ტომის ინტერესების შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკა ტარდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ქვეყნის საერთო ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამგვარად, ტრაიბალიზმი ერთპიროვნული სისტემის საფუძველი გახდა. ტრაიბალიზმთანაა დაკავშირებული ე. წნეპოტიზმიც ანუ თანამდებობის პირთა მიერ თავიანთი ნათესავების, ახლობლების მფარველობა, „ნათლიმამობა“. ნეპოტიზმის არსებობის დროსაც კორუფცია მაღალ დონეზეა, ის არის დამოკიდებული ამა თუ იმ პოლიტიკოსის პატიოსნებაზე და უსინდისობაზე. ის ხდება საზოგადოების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობამ სცადაევროპული ყაიდის სახელმწიფოს შექმნა, ნაწილმა კი თავდაპირველად„სოციალისტური ორიენტაცია“ აირჩია, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოსულ ძალებს მათი ქვეყნისთვის ყველაზე შესაფერისად მიაჩნდათ. მაგრამ უტოპიურმა სოციალუსტურმა ღონისძიებებმა სავალალო შედეგები გამოიღო. ამიტომ თითქმის ყოველი მათგანი ანსამხედრო გადატრიალების შედეგად დაემხო, ან თვითონვე თქვეს უარი სოციალისტურ ორიენტაციაზე. ტროპიკული აფრიკის ქვეყნების უმრავლესობაშიარმია აღმოჩნდა ერთადერთი საერთო სახალხო ძალა, ამიტომ1990-იან წლების დასაწყისში 17 სახელმწიფოს სამხედროები მართავდნენ. ამ პერიოდისათვის ნათელი გახდა, რომ დამოუკიდებლობა კი დიდი მონაპოვარი იყო თითოეული მათგანისთვის, მაგრამ ამ სახელმწიფოებში მცხოვრები ხალხებისთვის კეთილდღეობა ჯერ კიდევ არ იყო დამდგარი.
აფრიკის კონტინენტზე 54 სუვერენულისახელმწიფოა. მათი უმრავლესობა დამოუკიდებელი გახდა 50-იან 60-იან წლებში აფრიკის ევროპული კოლონიზაციის დასრულების შემდეგ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბევრ აფრიკულ სახელმწიფოში დაიწყოსამოქალაქო ომები, რომლებიც ზოგჯერ მოსახლეობის ამა თუ იმ ჯგუფის მასიურგენოციდში გადაიზარდა. ბევრ ქვეყანაში დამყარდადიქტატორული რეჟიმები. პოლიტიკური არასტაბილურობა, კორუფციის მაღალი დონე, ადამიანის უფლებების უგულველყოფა, სიღარიბე აფრიკული სახელმწიფოების წინაშე მდგარი ტიპური პრობლემებია.
აფრიკის კავშირი არის ფედერაცია, რომელიც ყველა აფრიკულ ქვეყანას მოიცავსმაროკოს გარდა. კავშირი ჩამოყალიბდა2001 წლის26 ივნისს შტაბ-ბინითადის-აბებაში. 2004 წლის ივლისში აფრიკის კავშირის პან-აფრიკული პარლამენტიმიდრანდში გავიდა,სამხრეთ აფრიკაში, თუმცა ადამიანთა უფლებების აფრიკის კომისია ადის-აბებაში დარჩა. აფრიკის კავშირს საპარლამენტო მთავრობა ჰყავს, ცნობილი როგორც აფრიკის კავშირის მთავრობა, რომელიც საკანონმდებლო, იურიდიული და აღმასრულებელი ორგანოებისგან შედგება, რომელსაც მართავს აფრიკის კავშირის პრეზიდენტი, რომელიც ასევე პან-აფრიკული პარლამენტის პრეზიდენტია. აფრიკის კავშირის პრეზიდენტად ირჩევენ პან-აფრიკული პარლამენტის წევრს უმრავლესობის მხადარჭერით.
პრეზიდენტიგერტრუდ იბენგვე მონგელა აფრიკის კავშირის მიმდინარე მეთაურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა2004 წლის მარტში, ხუთი წლის ვადით. პან-აფრიკული პარლამენტი შედგება 265 კანონმდებლისგან, ხუთი წევრით აფრიკის კავშირის ყოველი წევრი ქვეყნიდან. წევრების 21 % ქალია.
გაუმართლებელი სახელმწიფო პოლიტიკით, არათანასწორი გლობალური ვაჭრობის პოლიტიკითა და გლობალური კლიმატის ცვლილების ეფექტების გამო აფრიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გავრცელებული შიმშილის მსხვერპლი გახდა. აფრიკის ტერიტორიის დიდ ნაწილზე მოსახლეობის არსებობისთვის არაადექვატური წყლისა და საკვების განაწილების სისტემაა. ის რაც კოლონიალიზმის პერიოდში მსოფლიოს ოქროს 90 %-ის მომწოდებელი იყო, ამჟამადდედამიწაზე უღარიბესი კონტინენტია და მისი უმდიდრესი რესურსები სხვა კონტინენტებს ხმარდება. დაავადებების გავრცელებაც ასევე პრობლემატურია, განსაკუთრებით კი ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის და მასთან დაკავშირებული იმუნიტეტის ნაკლებობის სინდრომის (შიდსი), რომელიც მომაკვდინებელი ეპიდემია გახდა კონტინენტისთვის.
ბოლო დროს შეიმჩნევა აფრიკის ორგანიზაციების და სახელმწიფოების ურთიერთობის გაღრმავება.კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის (ყოფილი ზაირი)სამოქალაქო ომის დროს მასში ჩაერია მეზობელი აფრიკული ქვეყნები (არააფრიკული მდიდარი ქვეყნების ნაცვლად).1998 წელს კონფლიქტის დაწყებიდან მსხვერპლმა 4 მილიონს მიაღწია. აფრიკის კავშირის მსგავსი პოლიტიკური ასოციაციები იმედს იძლევიან, რომ კონტინენტის მრავალი ქვეყანა უფრო მეტ ურთიერთდახმარებასა და მშვიდობის შენარჩუნებას შეძლებს. აფრიკაში დღემდე ხშირია ადამიანის უფლებების დარღვევა, ხშირად სახელმწიფოს მეთვალყურეობის ქვეშ. ამგვარი დარღვევების უმეტესობა პოლიტიკური მიზეზებით ხდება, ხშირად როგორც სამოქალაქო ომის გვერდითი მოვლენა. ამგვარ ქვეყანათა რიგშია კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, სიერა ლეონე, ლიბერია, სუდანი, ზიმბაბვე და კოტ დ'ივუარი.
თანამედროვე აფრიკის პოლიტიკური რუკა ძირითადად ჩამოყალიბდამეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მხოლოდეთიოპია დალიბერია არ ყოფილა კოლონიური ქვეყანა. აფრიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი წელი იყო1960 წელი, როდესაც პოლიტიკური დამოუკიდებლობა მიიღო 17 სახელმწიფომ.XX საუკუნის 70-იან წლებში მოწესრიგდა ე. წ „სამხრეთ როდეზიის“ პრობლემა, ხოლო1994 წელსსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოეწყო, პირველი არარასობრივი არჩევნები. დღეისთვის კონტინენტზე 55 დამოუკიდებელი სახელმწიფოა (დასავლეთ საჰარის ჩათვლით). სერიოზულ პრობლემას წარმოადგენსდასავლეთ საჰარის საკითხი, ეს ტერიტორია1976 წლამდე იმყოფებოდაესპანელთა მმართველობის ქვეშ. დღეს აღნიშნული ტერიტორია ოკუპირებულიამაროკოს მიერ.
მიუხედავად ბუნებრივი რესურსების სიუხვისა, აფრიკა მრავალ მიზეზთა გამო მსოფლიოს უღარიბეს და ყველაზე ნაკლებგანვითარებულ კონტინენტად რჩება.გაეროს ჰუმანური განვითარების მოხსენების თანახმად2003 წელს ყველაზე ჩამორჩენილი 25 ქვეყნიდან ყველა აფრიკიდან იყო.
ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებითბოტსვანაში და სამხრეთ აფრიკაში ეკონომიკური ზრდა შეინიშნება. ეს უკანასკნელი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით დაოქროსა დაალმასების მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელია, ასევე კარგად ჩამოყალიბებული ლეგალური სისტემა აქვს. სამხრეთ აფრიკას ასევე ხელი მიუწვდება ფინანსურ კაპიტალთან, მრავალ ბაზრებთან, გამოცდილ მუშახელთან და პირველი კლასის ინფრასტრუქტურასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით.
ბოტსტვანას (ასევე ალმასების უდიდესი მწარმოებელი) ბიუჯეტის მეოთხედზე მეტი მისი დედაქალაქიგაბორონეს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე იხარჯება. ზოგიერთი სხვა აფრიკული სახელმწიფოც შედარებით პროგრესს განიცდის, მათ შორისგანა,კენია,კამერუნი დაეგვიპტე.
ნიგერიას მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესინავთობის მარაგი აქვს, უდიდესი მოსახლეობა აფრიკის ქვეყნებს შორის, და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდიეკონომიკა მსოფლიოში.
ბოლო ათწლეულში აფრიკის ეკონომიკამ შესამჩნევი ზრდა დაიწყო და საშუალოდ 5 %-ს მიაღწია წლიურად. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში ზრდა გაცილებით მაღალია (საშ. +10 %), მაგ.ანგოლაში,სუდანში დაეკვატორულ გვინეაში. სამივე მათგანმა ბოლო დროს ნავთობის მოპოვება დაიწყო.
ბოლო პერიოდში აფრიკის ქვეყნებში სწრაფი ტემპებით ვითარგებამომსახურების სფერო, ბევრი ქვეყანა დიდ ყურადღებას უთმობს ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას.ტურიზმიდან შემოსავალი მნიშვნელოვანი წყარო გახდა ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა:ეგვიპტე,ტუნისი,სენეგალი,უგანდა,კომორის კუნძულები. ტურიზმი ასევე ფეხს იდგავს:ზიმბაბვეში,მადაგასკარში. ტექნიკური თვალსაზრისით აფრიკის ინდუსტრიის ყველაზე განვითარებული დარგი არის მოპოვებითი მრეწველობა. ჩრდილოეთსა და დასავლეთში მოიპოვებენ ნავთობს და გაზს, აქ მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის როლი.
მიუხედავად იმისა, რომ შედარებით სწრაფი ტემპებით იზრდება კონტინენტის გადამამუშავებელი მრეწველობა,ეკონომიკაში მისი როლი ჯერაც მცირეა. მრეწველობის ეს დარგი ძირითადად განვითარებულიასარ-ში, ეგვიპტეშიალჟირში,ნიგერიაში. განვითარდაშავი დაფერადი მეტალურგია,მანქანათმშენებლობა,ქიმიური მრეწველობა. რაც შეეხებასოფლის მეურნეობას, აქ წამყვანი დარგიამემცენარეობა. საექსპორტო კულტურებიდან აღსანიშნავია:კაკაო,ყავა,ბანანი,ჩაი,არაქისი. კაკაოს უდიდესი მწარმოებლებიაგანა დაკოტ-დ’ივუარი. ყავა გავრცელებულია ტროპიკულ აფრიკაში, გამოირჩევა: კოტ-დ’ივუარი,ეთიოპია,უგანდა,ანგოლა.მეცხოველეობა გამოირჩევა დაბალპროდუქტიულობით. აფრიკის ყველაზე ნაყოფიერია, კონტინენტისაღმოსავლეთი მხარე, სადაც ძირითადად მოჰყავთ საექსპორტო კულტურები. გვალვიან ადგილებში ძირითადად განვითარებულია სასაძოვრო მესაქონლეობა. სანაპირო რაიონებთან დატბებთან განვითარებულიამეთევზეობა.
აფრიკის დაახლოებით 800 მლნ-იანი მოსახლეობაეთნიკური დარასობრივი შემადგენლობით მრავალფეროვანია.
საჰარის ჩრდილოეთით მცხოვრები მოსახლეობა განეკუთვნება ევროპეიდულ რასას (არაბები,ბერბერები). მეშვიდე საუკუნეში არაბების მოსვლასთან ერთად აქ გავრცელდაარაბული ენა დაისლამი.
საჰარის სამხრეთით მცხოვრები მკვიდრი მოსახლეობა განეკუთვნება ნეგროიდულ რასას. სხვადასხვაბანტუს ენებზე (ნიგერ-კონგოს ენათა ოჯახის ნაწილი) მოლაპარაკე ხალხი შეადგენს სამხრეთი, ცენტრალური და აღმოსავლეთი აფრიკის მოსახლეობის უმრავლესობას. დასავლეთი აფრიკა დასახლებულია ნიგერ-კონგოს სხვა ენებზე მოლაპარაკე ხალხით. აღმოსავლეთი და ცენტრალური აფრიკაში აგრეთვე ცხოვრობენაფრო-აზიულ ენებზე მოლაპარაკეეთიოპიელები დასომალელები, ასევე სხვადასხვანილო-საჰარულ ენებზე მოლაპარაკე ხალხი. სამხრეთ აფრიკაში მცირე რაოდენობით გვხვდებიანჰოტენტოტები დაბუშმენები, რომელთაცბანტუს ჩრდილოეთიდან მიგრაციამდე მთელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორია ეკავათ.
ევროპული კოლონიზაციის პერიოდიდან აფრიკის ტერიტორიაზე გაჩნდა ევროპელი თეთრკანიანების მნიშვნელოვანი ჯგუფები. მათი შთამომავლები არიანსამხრეთ აფრიკის თეთრკანიანები (აფრიკანერები, ინგლისელი სამხრეთ აფრიკელები).
რელიგიური აღმსარებლობის მიხედვით აფრიკელების 40 %ქრისტიანია, 40 %მუსლიმი. დანარჩენი 20 % ადგილობრივი აფრიკული რელიგიების მიმდევარია. ისლამი ჩრდილოეთ აფრიკის გარდა გავრცელებულია აღმოსავლეთ აფრიკაში. აფრიკელი ქრისტიანების უმრავლესობას წარმოადგენს ევროპული კოლონიზაციის პერიოდში გაქრისტიანებული მკვიდრი მოსახლეობა. აფრიკა აგრეთვე არისეთიოპიის მსოფლიოში ერთ–ერთი უძველესი ორთოდოქსული ქრისტიანული ეკლესიის სამშობლო.
აფრიკის მოსახლეობა ტერიტორიულად არათანაბრადაა განაწილებული. მოსახლეობის განლაგებაზე, მხოლოდ ბუნებრივი პირობები არ ახდენს გავლენას, არამედ ისტორიული ფაქტორიც, პირველ ყოვლისა კი მონათვაჭრობის შედეგები და ხანგრძლივი დროის მანძილზე კოლონიური რეჟიმის არსებობა. შედარებით მჭიდროდაა დასახლებულიხმელთაშუა ზღვის,გვინეის ყურის დაკონტინენტის სამხრეთ-დასავლეთი სანაპიროები, მოსახლეობის ყველაზე მაღალი სიმჭიდროვეა,ნილოსის დელტაში, სადაც 1 კვ. კმ-ზე 1000 კაცზე მეტი მოდის.საჰარის უდაბნოში რომელსაც კონტინენტის 1/4 უკავია, ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 1 %-ზე ნაკლები, მის ზოგიერთ რეგიონში კი საერთოდ არ არის მუდმივი მოსახლეობა.
რასები
მკვლევართა აზრით აფრიკა თანამედროვე ადამიანის წინაპართა სამშობლოა.აღმოსავლეთ აფრიკაში 2,7 მლნ. წლის ასაკის ქანებს შორის აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხის ნაშთები. შესაძლებელია რომ ის იყო გონიერი ადამიანის წინაპარი.ეთიოპიაში მეცნიერებმა უძველესი ადამიანის ასაკი დაადგინეს — დაახლოებით 4 მილიონი წელი. ფიქრობენ რომ იგი ტანდაბალი იყო, ჰქონდა მაგარი კბილები და მცენარეულობებით იკვებებოდა. დღეისთვის აფრიკაში ცხოვრობს სამივე რასის ხალხი:ევროპელები, ეკვატორული (ნეგროიდული) დამონღოლოიდური. კონტინენტის მცხოვრებთა დიდ ნაწილს მკვიდრი მოსახლეობა — ნეგროიდები შეადგენენ.
მკვიდრ მოსახლეობას მიაკუთვნებენ აგრეთვეჩრდილოეთ აფრიკაში უძველესი დროიდან მცხოვრებ,არაბებს დაბერძნებს, რომლებიც ევროპული რასის სამხრეთ შტოს მიეკუთვნებიან. მათი სალაპარაკო ენა ძირითადადარაბულია. ნეგროიდები კონტინენტის ძირითად ნაწილში ცხოვრობენ. მათთვის დამახასიათებელია შავი კანი, მუქი ფერის თმა და თვალები, წაგრძელებული თავის ქალა, ვიწრო ცხვირი და ოვალური სახე. ისინი ცხოვრობენსაჰარის სამხრეთით, კონტინენტის დიდ ნაწილზე და ქმნიან ეკვატორული რასის აფრიკულ შტოს. ნეგროიდებს შორის განსხვავებაა კანის ფერის, სიმაღლის და თავის ქალის მოყვანილობის მიხედვით. სიმაღლით გამოირჩევიანნილოტის ხალხები, რომლებიცნილოსის ზემო წელსა დავიქტორიის ტბის აღმოსავლეთით ცხოვრობენ. მათი საშუალო სიმაღლეა 180-200 სმ. ნილოსის ზემო დინების მიდამოებში ნეგროიდები ძალიან მუქი, თითქმის შავი ფერის კანით გამოირჩევიან.
ეკვატორული ტყეების ნეგროიდები —პიგმეები დაბლები (150 სმ-ზე დაბალი) არიან.ბერძნული სიტყვა „პიგმიოს“ სიტყვასიტყვით „მუშტისტოლა ხალხს“ ნიშნავს,ქართულ ენაზე კი მას კარგად ეხამება სიტყვა „ცეროდენა“. მათ კანის ფერი შედარებით უფრო ღია აქვთ, ვიდრე სხვა ნეგროიდებს, ტუჩები თხელი. პიგმეები ტყის მობინადრეები არიან.ტყე მათთთვის სახლი და არსებობის მთავარი საშუალებაა, ისინი აფრიკის ყველაზე მცირერიცხოვანი ხალხი არიან.
სამხრეთ აფრიკისუდაბნოებსა დანახევარუდაბნოებში ცხოვრობენბუშმენები დაჰოტენტოტები. მათ აქვთ მოყვითალო ყავისფერი კანი და ბრტყელი სახე, რითაც ისინი მონღოლოიდებს ჰგვანან. ბუშმენები პიგმეებივით ტანდაბალნი, მაგრამ ძვალწვრილნი არიან („ბუშმანი“ სიტყვასიტყვით „ბუჩქის კაცს“ ნიშნავს). ევროპელი დამპყრობელების წყალობით მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა.
ზოგიერთი მკვლევარიეთიოპიელებს გარდამავალ რასას მიაკუთვნებს. ისინი გამოირჩევიან ღია, მაგრამ მოწითალო ფერის კანით. ეთიოპიელები გარეგნობით ახლოს არიან ევროპული რასის სამხრეთის შტოსთან. სიტყვასიტყვით „ეთიოპი“ — „მზით დამწვარს“ ნიშნავს.მალაგასიელები მონღოლოიდური და ნეგროიდული რასის შერევით წარმოიქმნა. მოსული ევროპეიდული წარმოშობის მოსახლეობა ძირითადად ხელსაყრელი პირობების მქონე ადგილებში ცხოვრობს და კონტინენტის მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენს.ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს გასწვრივ, ცხოვრობენფრანგები, ხოლო კონტინენტის უკიდურეს სამხრეთში —აფრიკანერები (ნიდერლანდებიდან გადმოსახლებულთა შთამომავლები),ინგლისელები და სხვ.
ენები
რუკა აფრიკული ენების ოჯახების განაწილებით.
მრავალი ვარაუდით აფრიკაში ათასზე მეტი ენაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობა აფრიკული წარმოშობისაა, დანარჩენი კი ევროპული. აფრიკა მსოფლიოში ყველაზე პოლიგლოტი ქვეყანაა, აქ ჩვეულებრივი მოვლენაა რამდენიმე აფრიკულ ენასთან ერთად ერთი ან ორი ევროპული ენის ცოდნა. აფრიკაში სულ ოთხი ენობრივი ოჯახია.
აფრო-აზიური ენების ოჯახში 240 ენა და 285 მილიონი ადამიანია, რომელთა უმრავლესობა აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ აფრიკაში, საჰელში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაშია გავრცელებული.
ნიგერიულ-კონგოური ენების ოჯახი მოიცავს სუბსაჰარის აფრიკის უმეტესობას და სავარაუდოდ ყველაზე ვრცელი ენობრივი ოჯახია მსოფლიოში განსხავებული ენების მიხედვით. მათი უმრავლესობაბანტუს ენებია, რომლებზეც სუბსაჰარის აფრიკაში საუბრობენ.
ხოისური ენების ოჯახში დაახლოებით ორმოცდაათი ენაა და სამხრეთ აფრიკაში გავრცელებული 120 000 ადამიანში. ხოისურ ენათა უმრავლესობა გადაშენების პირასაა მისული.ხოი დასან ხალხი აფრიკის ამ ნაწილის აბორიგენ მცხოვრებლებად არიან მიჩნეული.
კოლონიალიზმის შედეგად თითქმის ყველა აფრიკულმა ქვეყანამ ოფიციალურ ენად მიიღო მათი კონტინენტისთვის უცხო ენა, თუმცა ამჟამად რამდენიმე მათგანი პარალელურად მშობლიურ ენასაც იყენებს (მათ შორის სუაჰილი). მრავალ ქვეყანაშიინგლისური დაფრანგული (იხ.აფრიკული ფრანგული) გამოიყენება საზოგადოებრივ სფეროში მთავრობაში, კომერციაში, განათლებასა და მედიაში. აქ გავრცელებულ სხვა არააფრიკულ ენებს შორისაა არაბული, პორტუგალიური, აფრიკაანსი და მალაგასიური.
კულტურა
ჯენეს მეჩეთის მთავარი შესასვლელი ჩრდილოეთიდან.აბუ სიმბელის ტაძარი. ფარაონირამზეს II. ეს ნაგებობა აგებულია ძვ. წ 1400 წელს.
რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების მიუხედავად, აფრიკის კონტინენტზე მაინც წარმოიშვა ბევრიკულტურა დაცივილიზაცია. თუმცა ისეთმა გარეშე ძალებმა, როგორც თავდაპირველადარაბებმა, ხოლო შემდეგევროპელებმა, გამანადგურებელი ეფექტი მოახდინეს აფრიკული ცხოვრების განვითარებაზე.
აფრიკა, სავარაუდოდ,ადამიანთა მოდგმის აკვანს წარმოადგენდა.ანთროპოლოგებმატანზანიაში აღმოაჩინეს ადამიანის ჩონჩხი და შრომის პრიმიტიული იარაღების ნაშთები, რომლებიც 2 მილიონი წლითაა დათარიღებული. მართალია, ამ მემკვიდრეობის ზუსტი კვალი დიდი კამათის საგანს წარმოადგენს, მაგრამ სრულიად საფუძვლიანია ვივარაუდოთ, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრები სწორედ აფრიკის კონტინენტზე წარმოიშვნენ.
აფრიკული კულტურა ისტორიის მანძილზე განიცდიდა უცხოური კულტურების გავლენას და თავის მხრივ ზემოქმედებას ახდენდა სხვაქვეყნების დაკონტინენტების კულტურაზე. უდიდესი წვლილი შეიტანა თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებაში,ძველმა ეგვიპტემ. აფრიკის კონტინენტზე არსებობს 2000-ზე მეტი ადგილობრივი ენა, აქედან 400ნიგერიაში. ეს ყველაფერი კონტინენტის მაღალ კულტურაზე მეტყველებს. აფრიკის ქვეყნების კულტურის ფონზე გამოირჩევიან:ნკეტია (ბენინელი კოპოზიტორი),ენო ბელინგია (კამერუნელი კომპოზიტორი),აფუორქ თექლე (ეთიოპიელი მხატვარი),ეზეკილ მპხალელე (ლიტერატურა, სარი),ჩინუა აჩები (ლიტერატურა, ნიგერია) და ა. შ.
ძვ. წ. 8000 წელსჩრდილოეთ აფრიკის გამწვანებულ და ნაყოფიერ მიწებზე სახლობდაქვის ხანის ხალხი. ცნობები მათ შესახებ შემორჩენილია იმ ნახატებში, რომლებიც შესრულებულია გამოქვაბულების კედლებზე. მოგვიანებით ძვ. წ. 4000-2000 წლების შუალედში, ამ კონტინენტზე კლიმატი საგრძნობლად შეიცვალა, მიწა გამოშრა და გაჩნდასაჰარას ვრცელიუდაბნო. ამის შემდეგ საჰარის სამხრეთით მდებარე აფრიკის ტერიტორიების განვითარება საგრძნობლად შენელდა. ხალხს საუკუნეები დასჭირდა იმისათვის, რომ შეემუშავებინა ახალი ტექნოლოგიები და საშუალებები უდაბნოს ბარიერის გადასალახად. ამასობაში კი, ჩრდილოეთ აფრიკის კულტურახმელთაშუა ზღვის კულტურების გვარდით ვითარდებოდა, თავდაპირველად ძველი ეგვიპტის გავლენით, მოგვიანებით კლასიკურ კულტურებთან შერწყმით (ბერძნული დარომაული), ხოლო შემდგომისლამური სამყაროს კვალდაკვალ.
აფრიკის დანარჩენ ტერიტორიაზე ცივილიზაცია ვითარდებოდა გეოგრაფიული მდებარეობითა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით. მდებარეობა მოიცავდა უდაბნოებისა და ეკვატორული ტყეების ვრცელ ტერიტორიებს, მაღალზეგნებზე მდინარეები ჩაედინებოდა უზარმაზარჩანჩქერებად, რომლებიც შეუძლებლად ხდიდა ამ მდინარეების სავაჭრო და სატრანსპორტო გამოყენებას. მიუხედავად ამისა, საჰარის ქვედა ტერიტორიებზე მაინც ვითარდებოდა სოფლის მეურნეობა.ძვ. წ. 200 წელს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაიწყესრკინის დამუშავება; მის სამხრეთით პროგრესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა, თუმცაახ. წ. 1200 წელს მხოლოდპიგმეები დაბუშმენებიღა ცხოვრობდნენ ქვის ხანაში. მიუხედავად ამისა,სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები მაინც პრიმიტიული იყო, აქ არ არსებობდა ურემი და გუთანიც კი.
მუსიკა და ცეკვა
კულტურის დარგებს შორის განსაკუთრებით გამოიყოფასახვითი ხელოვნება,მუსიკა დაცეკვა. აფრიკაში მცხოვრებ თითქმის ყველა ხალხს აქვს, თავისი ინდივიდვსლური მუსიკალური კულტურა, სიმღერების და ცეკვების თავისი ტრადიცია. მათი უმეტესობა უკავშირდება ნადირობას და მიწადმოქმედებას. იმისათვის რომ ნადირობა წარმატებით დამთავრებულიყო, ხალხი მართავდა დიდ წარმოდგენებს ცეკვების და მუსიკის თანხლებით. აფრიკელი ხალხის მუსიკალურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს თამაშობდადოლი.
↑ეგვიპტე is generally considered atranscontinental country in Northern Africa (UN region) and Western Asia; population and area figures are for African portion only, west of theSuez Canal.
↑The PortugueseMadeira Islands are often considered part of Northern Africa due to their relative proximity to Morocco; population and area figures are for 2001.
↑ბლუმფონტეინი is the judicial capital of South Africa, whileკეიპტაუნი is its legislative seat, andპრეტორია is the country's administrative seat.
↑იამასუკრო არის ოფიციალური დედაქალაქი, ხოლოაბიჯანი არის დეფაქტო დედაქალაქი
↑The Spanishexclave ofCeuta is surrounded on land by Morocco in Northern Africa; population and area figures are for 2001.
↑The Spanishexclave ofMelilla is surrounded on land by Morocco in Northern Africa; population and area figures are for 2001.