აპრილი (ლათ. Aprilis) —გრიგორიანული კალენდრის მეოთხეთვე. აპრილში 30დღეა.
სახელი ეწოდა ლათინური სიტყვის გამო:aperire — „გახსნა, გაშლა“. ძველი ქართული წარმართული კალენდრით მისი სახელწოდებააიგრიკა.
აპრილი არისგაზაფხულის თვეჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაშემოდგომისა —სამხრეთ ნახევარსფეროში.
აპრილისზოდიაქოს ნიშნებიავერძი დაკურო. აპრილი იწყება კვირის იმავე დღეს, როგორცივლისი ჩვეულებრივ წლებში, და როგორციანვარი —ნაკიან წელში.
კორნელი კეკელიძე იგრიკს 4 მარტით — 2 აპრილით საზღვრავდა[1].
კ. კეკელიძის აზრით[2] „იგრიკაჲ“ ანუ თთუე იგრიკისაჲ, ნამდვილი პირველადი ფორმა არის „იგრი“, „იგრისაჲ“. იგრი უნდა იყოს მოდიფიკაცია სომხურში „არეგი“-სა, რომელმაც თავში ა-ი ახმოვანებით, შუაში გ-რ მეტათეზით და ნათესაობით მრუნვაში „ე“ ბგერის გამოვარდნით, მოგვცა „იგრისა“. ქართული „იგრიკას“ სომხურ „არეგასთან“ აახლოებდამარი ბროსეც[3].
 | „და გჳრგჳნოსან იქმნა აკჳლინა პირველსა მას დღესა თთუესა იგრიკისას [4].“ |
| |
 | „კალენიკემ კეთილითა მით ძილითა დაიძინა მეორესა დღესა თთჳსა იგრიკისასა [5].“ |
| |
 | „მას ჟამსა შეკრბეს ორასნი იგი ბრძანებითა მეფისაჲთა და მოჰკუეთეს თავები და აღესრულნეს წმიდანი მეშჳდესა დღესა თთუესა იგრიკისასა [6].“ |
| |
 | ეს არის სტატიის ან სექციისესკიზი. თქვენ შეგიძლიათშეავსოთ იგი. |
- ↑კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 116
- ↑კ. კეკელიძე, „ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან“, ტ. 1, გვ. 101
- ↑Extrait du manuscript armenien №114 de la biblioteque royale, relatif au calendrier georgien: Journ. Asiatique X, 171, 530-531
- ↑A 95, გვ. 811, H 341, გვ. 373
- ↑A 95, გვ. 813, H 341, გვ. 377
- ↑A 95, გვ. 815, H 341, გვ. 378