ალჟირი (არაბ.الجزائر,ბერბ. ⴷⵣⴰⵢⴻⵔ), ოფიციალურადალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية الجزائرية الديمقراطية الشعبيةალ-ჯუმჰურია ალ-ჯაზაირია ად-დიმოკრატია აშ-შაბიია) —ქვეყანა ჩრდილოეთაფრიკაში. სიდიდითხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის კონტინენტის პირველი, ხოლო მსოფლიოს — მეათე ქვეყანა. ალჟირი მაღრიბის (ე.ი. „დასავლეთის“) ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება. არაბული ანდაზა ამბობს: „მაღრიბი ის ფრინველია, რომლის ტანი ალჟირია, ხოლო ფრთები - მაროკო და ტუნისი“.
ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრებატუნისი, აღმოსავლეთითლიბია, დასავლეთითმაროკო, სამხრეთ-დასავლეთითდასავლეთი საჰარა,მავრიტანია დამალი, სამხრეთ-აღმოსავლეთითნიგერი, ჩრდილოეთით კი —ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი დაახლოებით 2 400 000 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქია ალჟირი (ალ-ჯაზაირი). ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი-ნავსადგური, რომელიც მდებარეობს ქვეყნის შორეულ ჩრდილოეთით, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. მოსახლეობის რაოდენობით, რომელიც 43 600 000-ია (2020 მონაც.) ალჟირი მერვე ადგილზეა აფრიკის კონტინენტზე.
ოფიციალური: ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა.
ეროვნული:არაბ.الجزائر (არაბ.al-Jazair {ლათინური ასოებით)),არაბ.Al Jumhuriyah al Jazairiyah ad Dimuqratiyah ash Shaabiyah {ლათინური ასოებით);ფრანგ.Algérie,ფრანგ.République Démocratique Populaire d'Algérie.
ეტიმოლოგია: ალჟირი არის ფრანგული ფორმა არაბული სიტყვისა (ალ-ჯაზაირ) ანუ კუნძულები. სახელწოდება თავდაპირველად ქალაქს ეწოდა, რომელიც 4 კუნძულზე იყო გაშენებული, შემდეგ კი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. სხვა სახელები: Algérie (ფრანგული); Argelia (ესპანური); Tamurt n Ldzayer (ბერბერული).
თანამედროვე ალჟირის ტერიტორიაზე პირველყოფილი ადამიანი ჯერ კიდევ 300-400 ათასი წლის წინათ ცხოვრობდა. უძველეს დროში თანამედროვე ალჟირის ტერიტორია დასახლებული იყო ძველი ლიბიური ტომებით. ძვ. წ. XII საუკუნეში ალჟირის ტერიტორიაზე გაჩნდა პირველი ფინიკიური კოლონიები. ძვ. წ. III საუკუნეში წარმოიქმნა მასესილებისა და მასილების ძლიერი ტომთაშორისი კავშირები, რომელთაც ბელადები-აგელიდები მეთაურობდნენ. ძვ. წ. 202 წელს მასილების აგელიდმამასინისამ გააერთიანა ორივე კავშირი ერთიანნუმიდიის სახელმწიფოდ, რომლის დედაქალაქი გახდა კირტა (ახლანდელი კონსტანტინი). ნუმიდიაკართაგენს წარმატებით ებრძოდა, მაგრამ ძვ. წ. 146 წელს კართაგენირომაელებმა დაიპყრეს, შეიჭრნენ ნუმიდიაში და მეფეიუგურთა (მეფობდა დაახლოებით ძვ. წ. 116-105 წლებში) დაამარცხეს, ნუმიდია დაიმორჩილეს და ძვ. წ. 46 წელს გადააქციეს რომის პროვინციად. ნუმიდიაში რომაული კულტურა გავრცელდა, II ს-ში ქრისტიანობა. 438 წელს ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო ზოლი (თანამედროვე ალჟირის ტერიტორიის ჩათვლით) ქვეყანა დაიპყრესვანდალებმა. 439 წელს შეიქმნაალანებისა და ვანდალების სამეფო. 534 წელს თანამედროვე ალჟირის ნაწილი დაიპყრობიზანტიამ.
VII საუკუნეში, როდესაც მთელ ჩრდილო აფრიკაში გაბატონდნენარაბები, ქვეყანა მოექცაარაბთა სახალიფოს ფარგლებში. დაიწყო ალჟირის ძირითადი მოსახლეობის –ბერბერების არაბიზაციის ხანგრძლივი პროცესი. ბერბერებმა მიიღესისლამი, აითვისესარაბული ენა.
VIII-XV სს-ში ფეოდალურად დაქუცმაცებული ქვეყანა შედიოდა სხვადასხვა არაბულ სახელმწიფოთა შემადგენლობაში. VIII-X სს-ში ემორჩილებოდა თლემსენისა და ტაჰირთის ხარიჯიტთა საამიროებს.761-909 წლებში ალჟირის ტერიტორიაზე არსებობდააბადიტების მიერ დაარსებულირუსტამიდების სახელმწიფო.ფატიმიდების დარტყმის შედეგად მისი დაცემის შემდეგ დევნილებმა შექმნეს შუასაუკუნობრივი სახელმწიფომზაბი საჰარაში.
944 წელს ბერბერების თავადმა ბოლოგინ იბნ ზირიმ დააარსა ქალაქიელ-ჯაზაირი (თანამედროვე დედაქალაქიალჟირი). ზირის შთამომავლები ქვეყანას სათავეში ედგნენ1148 წლამდე. ფატიმიდების შემდგომ იყვნენზირიდები. 1014-1152 წლებში ტერიტორიის გარკვეულ ნაწილსჰამადიდები მართავდნენ.
1148-1269 წლებში ალჟირსალმოჰადების დინასტია მართავს, მათი მმართველობის შემდეგ ქვეყანა იშლება რამდენიმე წვრილ სახელმწიფოდ. XIII-XVI სს-ში ალჟირს მართავენზაიანიდები (აბდალვადიდები) და ქვეყნის დედაქალაქი იყოთლემსენი. დროდადრო ქვეყნის ტერიტორიაზე იჭრებოდნენტუნისისა დამაროკოს მბრძანებლები.
1492 წელს ქვეყანაში დასახლდნენესპანეთიდან დევნილიმავრები დაებრაელები, რომლებიც თავს ირჩენენ მეკობრეობით. ამის გამოარაგონის მეფეფერდინანდ II თავს დაესხა მათ,1505 წელს დაიპყრო ქალაქი მერს ალ-ქაბირი(1505), 1506 წელს ქალაქიბუჟია,ორანი (1509),ალჟირი (1510) და სხვ.1518 წლისათვისესპანელებმა ხელში ჩაიგდეს ალჟირის მთელი სანაპირო, ადგილობრივმა ფეოდალებმა და ვაჭრებმა დახმარებისათვის მიმართეს სახელგანთქმულ მეკობრეებს ძმებს -არუჯ დახაირ ალ-დინ ბარბაროსას; მათ 1515 წელს დაიმორჩილეს ალჟირი. ხაირ ალ-დინმა ალჟირის ტერიტორიიდან განდევნა ესპანელები, გააერთიანა ქვეყანა, ხელთ იგდო ძალაუფლება (1519-46), აღიარა ოსმალეთის სულთნის უზენაესი ხელისუფლება და დაინიშნა ქვეყნის მმართველად – ბეგლარბეგად. XVI ს-ის მეორე ნახევრიდან ოსმალეთის საფაშო (ფაშალიქი) იყო. იყოფოდა 3 ბეილიქად: კონსტანტინა, ტიტერი (მედეა) და მასკარა (ორანი).ხაირ ალ-დინისა და მისი მომდევნო მმართველების დროს ალჟირი ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულად იქცა.
. ალჟირელი მეკობრეები დიდად ავიწროებდნენ ქრისტიანებს ხმელთაშუა ზღვაზე, ვაჭრობდნენ მონებით, რაც ალჟირსა და ევროპის ქრისტიანულ სახელმწიფოებს შორის იწვევდა მუდმივ ომებს. XVII ს. შუახანებში ალჟირის დიდკაცობამ შეძლო ოსმალეთის ფაშის ხელისუფლების შეზღუდვა. მათი არჩეული წინამძღოლი დეი ფაშასთან ერთად მართავდა ალჟირს. 1711 წელს დეი ბაბა ალიმ გააძევა ოსმალეთის უკანასკნელი ფაშა და ალჟირი ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. ევროპის სახელმწიფოებმა ცნეს მისი სუვერენიტეტი. ალჟირი ეკონომიკურად აღორძინდა. XVIII-XIX სს. მიჯნაზე გაძლიერდა ქვეყნის ფეოდალური დაქუცმაცების პროცესი, რამაც დეების სახელმწიფო დაქვეითების გზაზე დააყენა.
XIX საუკუნიდან დაიწყო ფრანგული კოლონიზაცია. 1830 წლის ივნისში ალჟირშისაფრანგეთის ჯარი შეიჭრა, დაამარცხა დეის ლაშქარი და 5 ივლისს ხელთ იგდო დედაქალაქი ალჟირი. საფრანგეთის სამხედრო ექსპანსიას ალჟირის მოსახლეობამ უპასუხა შეიარაღებული აჯანყებებით. ქვეყნის შიდა ოლქებში მცხოვრები ტომების აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ამირააბდ ალ-კადირი. აჯანყება 1847 წელსფრანგებმა ჩაახშვეს.1848 წელს ქვეყანა გამოცხადდა საფრანგეთის ტერიტორიად და დაიყო დეპარტამენტებად, რომელთაც სათავეში პრეფექტები ჩაუდგნენ. პრეფექტები ემორჩილებოდნენ გენერალ-გუბერნატორს.
. მალე ახალი ანტიფრანგული აჯანყებები დაიწყო (1849 წელს ზააჯის ოაზისის ოლქში, 1852-ლალუატში, 1864-67 ულად სიდი შეიხის ტომთა აჯანყება, 1871-1872 წწ. 200-ზე მეტი ტომის აჯანყება მუჰამად მუკრანის მეთაურობით. 1881 წელს ულად სიდი შეიხის ტომების მეორე აჯანყება). 1852-1870 წლებში ფრანგებმა დაიმორჩილეს მთიანი კაბილია და სამხრეთ ალჟირი. ამერიკელი ისტორიკოსი ბენედიქტ კიერმანი წერდა: „1875 წლისათვის საფრანგეთის მიერ ქვეყნის დაპყრობა დასრულებული იყო. ომმა 1830 წლიდან დაახლოებით 825 000 მკვიდრი ალჟირელი შეიწირა.“ საფრანგეთის დანაკარგი 1831-51 წლებში იყო 92 329 დაჭრილი ადამიანი და 3336 მოკლული. საფრანგეთის მოსახლეობა, რომელიც დაახლოებით 2,9 მილიონი იყო1872 წელს,1860 წელს მიაღწია 11 მილიონს. საფრანგეთის პოლიტიკა მიმართული იყო ქვეყნის „ცივილიზაციაზე“. მონებით ვაჭრობა და მეკობრეობა შეწყდა საფრანგეთის დაპყრობის შემდეგ. ფრანგების მიერ ალჟირის დაპყრობას გარკვეული დრო დასჭირდა და მნიშვნელოვანი სისხლისღვრა მოჰყვა. ძალადობისა და დაავადება-ეპიდემიების ერთობლიობამ განაპირობა ალჟირის მკვიდრი მოსახლეობის შემცირება თითქმის ერთი მესამედით 1830 წლიდან 1872 წლამდე. ამ პერიოდის განმავლობაში შეიქმნა მცირე, მაგრამ გავლენიანი ფრანგულენოვანი მკვიდრი ელიტა, რომელიც შედგებოდა ბერბერებისაგან, ძირითადად კაბილებისგან. შედეგად საფრანგეთის მთავრობამ ხელი შეუწყო კაბილებს. სკოლების დაახლოებით 80 % აშენდა კაბილებისთვის.
1848 წლიდან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, საფრანგეთი მართავდა ალჟირის ხმელთაშუა ზღვის მთელ რეგიონს. ალჟირი გახდა ასობით ათასი ევროპელი ემიგრანტის საცხოვრებელი ადგილი.1825 და 1847 წლებში ალჟირში ემიგრაციაში 50 000 ფრანგი წავიდა. ბევრი ევროპელი დასახლდა ორანში და ალჟირში და უკვე XX საუკუნის დასაწყისში ისინი ორივე ქალაქში მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდნენ.
1880 წლამდე ალჟირს მართავდა ფრანგთა სამხედრო ადმინისტრაცია,1880 წლიდან „სამოქალაქო ადმინისტრაცია“.
1905-06 წლებში ალჟირელთა საპროტესტო მოძრაობამ ახალი ძალით იფეთქა. ინტელიგენციისა და ეროვნული ბურჟუაზიის წარმომადგენლებმაახალგაზრდა ალჟირელების ორგანიზაციებმა მოითხოვეს მკვიდრი მოსახლეობისათვის პოლიტიკური უფლებების მინიჭება.
მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ალჟირიგერმანიისა დაიტალიისათვის საკვებისა და ნედლეულის წყარო ხდება. 1942 წლის ნოემბერში ალჟირშიინგლის-ამერიკის ჯარებმა დაიკავეს. მოკავშირეებთან ერთადსაფრანგეთის ჯარიც იბრძოდა, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი შედგებოდა საფრანგეთის აფრიკული კოლონიების მკვიდრთაგან, მათ შორის ალჟირელებისგან.1943 წელს ალჟირში შეიქმნა საფრანგეთის ეროვნული განთავისუფლების კომიტეტი (სეგკ), რომელმაც აღუთქვა ალჟირელებს მდგომარეობის გაუმჯობესება, თუმცა არ შეასრულა პირობა. ომის შემდეგ ქვეყანაში აქტიურდება განმათავისუფლებელი მოძრაობა.1954 წელს ჩამოყალიბდაეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტი (ეგფ).
1954 წლის 1 ნოემბერს ალჟირის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში იფეთქა აჯანყებამ ეგფ-ს მეთაურობით, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. შეიქმნა ეროვნული განთავისუფლების არმია (ეგა).1956 წლის აგვისტოში ეგფ-ის კონგრესზე მიიღეს პროგრამა, რომელიც მოითხოვდა ალჟირის განთავისუფლებას.
ალჟირმა საფრანგეთისაგან სრული დამოუკიდებლობა მოიპოვა ევიენის1962 წლის მარტის შეთანხმებებისა და1962 წლის 1 ივლისის თვითგამორკვევის რეფერენდუმის შემდეგ. ალჟირის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1962 წლის 3 ივლისს, ხოლო 5 ივლისი არჩეული იქნა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღედ.
დამოუკიდებელ ალჟირის პირველ მთავრობას სათავეში ჩაუდგა ეროვნულ განმათავისუფლებელი ფრონტის (ეგფ) ლიდერიაჰმედ ბენ ბელა.1965 წელს განხორციელდა სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდაჰუარი ბუმედიენი. თავდაცვის მინისტრი და ბენ ბელას ყოფილი თანამოაზრე. მომდევნო 25 წელი ალჟირისთვის შედარებითი სტაბილურობის პერიოდად იქცა. ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული სისტემა.1979-1992 წლებში პრეზიდენტიაშადლი ბენჯედიდი.1989 წლიდან გამოჩნდა შეზღუდული პოლიტიკურიპლურალიზმის ნიშნები.1990 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა ფრონტმა. ისლამისტების გააქტიურებას მოჰყვა სამხედროთა მოსვლა ხელისუფლებაში: ქვეყანას მართავდნენმუჰამედ ბუდიაფი (1992-1993),ალი ჰუსეინ კაფი (1993-1994),ლიამინ ზერუალი (1994-1999). მას შემდეგ სამხედრო ხელისუფლებისა და ისლამისტი რადიკალების დაპირისპირება, რომელიც ხშირად სისხლიან კონფლიქტებში გადადის, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლად იქცა.1999 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრიაბდელაზიზ ბუტეფლიკა. 2001 წლის გაზაფხულიდან ქვეყნის პოლიტიკური ვითარება გართულდა კაბილიის (რეგიონი უმეტესად ბერბერი მოსახლეობით ქვეყნის დედაქალაქის აღმოსავლეთით) კრიზისის შედეგად.ბერბერების მასობრივი გამოსვლები ჟანდარმერიის (შინაგანი ჯარები) მიერ იქნა ჩახშობილი. არაოფიციალური მონაცემებით დაიღუპა 60 და დაშავდა ორი ათასი ადამიანი. მთავრობის სასტიკმა რეპრესიებმა გამოიწვია სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მასობრივი აქციები, რის შედეგადაც შეიქმნა ბერბერული რაიონების არაფორმალური მმართველობის ორგანოები - კაბილიის საკოორდინაციო საბჭოს სოფლის კომიტეტები, რომელთა ერთ-ერთი მოთხოვნა გახდა ბერბერული ენისათვის მეორე სახელმწიფო ენის (არაბული ენის შემდეგ) სტატუსის მინიჭება.
2001 წლის ოქტომბერში ბერბერი ახალგაზრდობის მრავალთვიანი გამოსვლების შემდეგ, ოფიციალურად იქნა აღიარებული ბერბერული ენა და ამ ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური და კულტურული უფლებები.
2004 წლის აპრილში აბდელ აზიზ ბუტეფლიკას ხელმეორედ გამარჯვების შემდეგ გამოცხადდა ნაწილობრივი ამნისტია, რომლის თანახმად აჯანყებულებს გარანტირებული ექნებოდათ პატიება, თუ ნებაყოფლობით განიარაღდებოდნენ და ჩაბარდებოდნენ.
2005 წლის სექტემბერში საყოველთაო სახალხო რეფერენდუმზე დამტკიცდა სამთავრობო პროექტი „მშვიდობისა და თანხმობის ქარტია“, რომელიც ითვალისწინებდა ყოფილი ბანდფორმირებების წევრების ამნისტიას, რომლებიც შეწყვეტენ შეიარაღებულ ბრძოლას ხელისუფლების წინააღმდეგ და სურთ დაუბრუნდნენ მშვიდობიან ცხოვრებას. თუმცა ქვეყნის უმსხვილესმა ისლამურმა დაჯგუფებამ „სალაფიტების ქადაგებისა და ჯიჰადის ჯგუფმა“ (დაახლ. 1000 ბოევიკი), რომელიც შეუერთდა2004 წელს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაალ ქაიდას, უარი განაცხადა პროექტში მონაწილეობაზე.
2006 წლის ოქტომბერში „სალაფიტების ქადაგებისა და ჯიჰადის ჯგუფის“ ლიდერმა აბუ მუსაბ აბდელ ვუდუდმა გამოაცხადა „ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის ინტერესების წინააღმდეგ არაბული მაღრიბის რეგიონში მრავალწლიანი ომის“ დასაწყისი.
2009 წლის სექტემბერში ქვეყნის პრეზიდენტად მესამე ვადით არჩეული იქნა აბდელ აზიზ ბუტეფლიკა.
ალჟირი არაბული გაზაფხულის პერიოდში ალჟირში არეულობა დაიწყო 2010 წლის დეკემბრის დასაწყისში, უფრო ადრე, ვიდრე ტუნისში, რაც გამოწვეული იყო უმუშევრობით, ალჟირელი ახალგაზრდების ცუდი მდგომარეობით, საცხოვრებლი პირობების არქონით. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სურსათის ფასების მკვეთრმა ზრდამ, რამაც დარტყმა მიაყენა ღარიბ ფენას. უფრო გაძლიერდა ტუნისის რევოლუციის გამარჯვების შემდეგ და შესამჩნევი მასშტაბები 2011 წლის 1 იანვრიდან მიიღო. შედეგად პრეზიდენტმა ბუტეფლიკამ გამოაცხადა უახლოეს მომავალში რეფორმების დასაწყისი და საგანგებო მდგომარეობის (1992 წლიდან) გაუქმება.არაბული გაზაფხულის პერიოდში ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციების შედეგადპრეზიდენტმა2011 წლის 3 თებერვალს განაცხადა 19-წლიანი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ[1].
2019 წლის პროტესტის პერიოდში თებერვალის თვეში ალჟირში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო, რაც გამოწვეული იყო 82 წლის პრეზიდენტ აბდალ აზიზ ბუტეფლიკას მიერ თავისი კანდიდატურის მეხუთე ვადით წამოყენებით. საპროტესტო ტალღის შედეგად ბუტეფლიკა იძულებული გახდა უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე, არჩევნების ვადა გადაწია შედარებით გვიანი პერიოდისათვის და მოიწვია ალჟირის საყოველთაო ნაციონალური კონფერენცია ახალ კონსტიტუციაზე სამუშაოდ, რომლის თანახმადაც ჩატარდება რეფერენდუმი.
ალჟირიაფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში,მაროკოსა დატუნისს შორის მდებარეობს. ფართობი: 2 381 740 კვ. კმ. ტერიტორიის 80 % უდაბნოს უჭირავს.
ბუნებრივი პირობების მიხედვით ალჟირი ორ არათანაბარ ნაწილად იყოფა (ჩრდილოეთი და სამხრეთი ალჟირი). ჩრდილოეთ ალჟირი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის დაბლობსა დაატლასის მთათა სისტემის ცენტრალურ ნაწილს (რომელიც გამოყოფს უდაბნოს ზონას ზღვისპირეთისაგან). ატლასის სისტემაში გამოიყოფათელ-ატლასისა დასაჰარის ატლასის ქედები (მასივები-ვარსენისი, დიდი კაბილია, მცირე კაბილია, ორესი, ხოდნა).
სამხრეთ ალჟირი მოიცავს რესპუბლიკის ტერიტორიის 4/5. ეს არის ნახევრად უდაბნოებისა დაუდაბნოების ზონა.საჰარის უდაბნოს უკავია ქვეყნის ტერიტორიის 80 % და შედგება ცალკეულიქვიშიანი (დასავლეთის დიდი ერგი,აღმოსავლეთის დიდი ერგი,იგიდი,ერგ შეში) დაკლდოვანი (პლატოტანეზრუფტი,ტინგერტი,ტადემაიტი,ალ-აგლაბი) უდაბნოებისაგან. ხშირია ცხელი გრიგალი (შეჰილი), ბევრია მლაშე ტბა-შოტები (მაგალითადშოტ-მელჰირის მლაშე ტბა 26 მეტრით დაბალია ზღვის დონეზე). საჰარა სინამდვილეში მთლიანად უწყლო არ არის. ბევრია მიწისქვეშა წყლები, განსაკუთრებითატლასის მთების სამხრეთ კალთებზე, სადაც განლაგებულია დიდი ოაზისები (ტიდიგერტი, ტუგერტი, ელ-გოლეა და სხვ.). ალჟირის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი უჭირავსაჰაგარის ვრცელ მთიანეთს, რომელზედაც აღმართულია ალჟირის უმაღლესი მწვერვალითაჰათი (2908 მ). აჰაგარი უწყლობის გამო მცენარეულ საფარს მოკლებულია და დაუსახლებელია.
ჩრდილოეთ ნაწილში ჰავა ზომიერად ცხელი, სუბტროპიკული, ხმელთაშუაზღვისაა. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2 °C-ზე დაბლა არ ეცემა. საშუალო წლიური ტემპერატურა სანაპიროზე 15 °C-ია, მთიანეთში -მინუს 5 °C-მდე ეცემა. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 900-1800 მმ-ს შორის მერყეობს.
სამხრეთ ალჟირის ცენტრალური ნაწილი გამოირჩევა მეტად ცხელი და მშრალი ჰავით. ზედაპირული წყლები თითქმის არ არის. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 100 მმ-ს, ხოლო ზოგიერთ ოაზისში წვიმა 10 წელიწადში ერთხელ მოდის.
ალჟირის ყველა მდინარე წარმოადგენს დროებით წყალშემკრებს, ანუ უედის ტიპისაა, რომლებიც ზაფხულობით შრებიან და რეჟიმიც არამდგრადია. ყველაზე დიდი მდინარეაშელიფი (სიგრძე 700 კმ). როგორც წესი, უედებზე აშენებენ კაშხლებს, წყალსაცავებს, ელექტროსადგურებს.
სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა (Abdelaziz BOUTEFLIKA, 1999 წლიდან). მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი აჰმედ უიაჰი (Ahmed OUYAHI, 2003 წლიდან).
საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (380+144 წევრი).
მოსახლეობა - 34 895 000 (2009), მათ შორისალჟირელი არაბები 80 %,ბერბერები 20 %. ბერბერები ალჟირის ძირძველი მოსახლეობაა, რომლებმაც შეინარჩუნეს თავისი ენა და კულტურა ძირითადად უდაბნოსა და ძნელად მისადგომ რეგიონებში.
ალჟირის წიაღი მდიდარიანავთობით,გაზით, შავი და ფერადი ლითონების,მანგანუმის,ფოსფატების საბადოებით. ნავთობ-გაზის თითქმის ყველა საბადო თავმოყრილია საჰარის უდაბნოში.
ალჟირი - ძველი ქალაქი, ანტიკური და ძველი ისტორიის მუზეუმი;
ორანი - დიდი მეჩეთი და ციტადელი; ბენი ჰამად ალ-კალა (ნაქალაქარი, XI ს.).
მზაბის ველის ფორტიფიკაციები, ჯამილას კომპლექსი, ქასბა (ისლამური ქალაქი); ფინიკიური, რომაული და ბიზანტიური ქალაქების ნანგრევები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.
Ageron, Charles-Robert (1991).Modern Algeria – A History from 1830 to the Present. Translated from French and edited by Michael Brett. London: C. Hurst & Co.ISBN 978-0-86543-266-6.
"Algeria – Ottoman Rule". Country Studies. Archived from the original on 14 October 2012. Retrieved 4 January 2013.
Aghrout, Ahmed; Bougherira, Redha M. (2004).Algeria in Transition – Reforms and Development Prospects. Routledge.ISBN 978-0-415-34848-5.
Bennoune, Mahfoud (1988).The Making of Contemporary Algeria – Colonial Upheavals and Post-Independence Development, 1830–1987. Cambridge: Cambridge University Press.ISBN 978-0-521-30150-3.
Crocodiles in the Sahara Desert: An Update of Distribution, Habitats and Population Status for Conservation Planning in Mauritania Archived 10 August 2018 at the Wayback Machine".PLOS ONE. 25 February 2011.
Frantz Fanon (1966; 2005 paperback).The Wretched of the Earth. Grove Press. ASIN B0007FW4AW,ISBN 978-0-8021-4132-3.
Laouisset, Djamel (2009).A Retrospective Study of the Algerian Iron and Steel Industry. New York City: Nova Publishers.ISBN 978-1-61761-190-2.
Metz, Helen Chapin. "Algeria : a country study". United States Library of Congress. Archived from the original on 15 January 2013. Retrieved 18 May 2013.
Kiernan, Ben (2007). Blood and Soil: A World History of Genocide and Extermination from Sparta to Darfur. Yale University Press. p. 374. ISBN 978-0-300-10098-3. Retrieved 21 May 2017.
Roberts, Hugh (2003).The Battlefield – Algeria, 1988–2002. Studies in a Broken Polity. London: Verso Books.ISBN 978-1-85984-684-1.
Ruedy, John (1992).Modern Algeria – The Origins and Development of a Nation. Bloomington: Indiana University Press.ISBN 978-0-253-34998-9.
Stora, Benjamin (2001).Algeria, 1830–2000 – A Short History. Ithaca, New York: Cornell University Press.ISBN 978-0-8014-3715-1.