ათენა (ძვ. ბერძნ.Ἀθηνᾶ ან Ἀθήνη) —საბერძნეთის ერთ-ერთი უმთავრესიღვთაება.ძველმიკენური ღვთაება,ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველიმითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებსცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარიათითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორცჰეფესტოსი, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენამეცნიერების დამცველი,სიბრძნის, ომის და სამართლიანობის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესაარეოპაგი. ათენა არისატიკის და ქალაქათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართაპოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწას შუბი ჩაასო და ზეთისხილის ხე ამოზარდა. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.
მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადებაზევსის თავიდან.ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტისი, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.
ათენა მარადქალქული ქალღმერთა რამაც განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალასი რომელიც ბერძნულად ქალწულს ნიშნავს.ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომპარისმა ოქროს ვაშლიაფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობსარგონავტებს, იგი გამოსახული იყო „არგოს“ კიჩოზე.
პერსევსი ათენას დახმარებით იმარჯვებსგორგონა–მედუზაზე და მის თავს საჩუქრად აძლევს ღმრთქალს. ათენამ გორგონას თავით თავისი ფარი შეამკო. ათენა არისჰერაკლეს მარადიული მფარველი. ათენა ცნობილია, როგორც სიქალწულის და სათნოების განსახიერება. ათენას კულტი გავრცელებული იყოსაბერძნეთის ბევრ ქალაქში, მაგრამ მთავარი ტაძარი მდებარეობდა ათენში (პართენონი). პართენონში იდგაფიდიასის მიერ შექმნილი ქანდაკება. ხელოვნებაში ათენა გამოისახებოდა მკაცრ და დიდებულ ქალიშვილად. ხშირად გრძელი ტანსაცმლით, ხმლით, ფარით და შუბით. ათენას ფერხთით მუდამ ზის მისი წმინდა ფრინველი –ბუ. ხშირად ათენა გველთან ერთად გამოისახებოდა (გველი როგორც სიბრძნის სიმბოლო). რომში ათენა გააიგივეს ხელოვნების მფარველ ქალღმერთმინერვასთან.
რობერტ გრეივზი, (1955) 1960.The Greek Myths revised edition.
Kerenyi, Karl, 1951.The Gods of the Greeks (Thames and Hudson).
Harrison, Jane Ellen, 1903.Prolegomena to the Study of Greek Religion.
Palaima, Thomas, 2004. "Appendix One: Linear B Sources." In Trzaskoma, Stephen, et al., eds.,Anthology of Classical Myth: Primary Sources in Translation (Hackett).
Ruck, Carl A.P. and Danny Staples, 1994.The World of Classical Myth: Gods and Goddesses, Heroines and Heroes (Durham, NC).