აზია (ჩინ.:亚洲;ჰინ.एशिया;არაბ.آسيا;იაპონ.アジア;სომხ.Ասիա;ბერძ.Ασία;რუს.Азия;ინგლ.Asia) — ყველაზე დიდიქვეყნის ნაწილი, როგორც ტერიტორიისა და მოსახლეობის რაოდენობის, ისემოსახლეობის სიმჭიდროვის მიხედვით.ევროპასთან ერთად ქმნისევრაზიისკონტინენტს. ძირითადად, მდებარეობსაღმოსავლეთ დაჩრდილოეთ ნახევარსფეროებში. აზია იკავებსდედამიწის მთლიანი ფართობის 8,7 %-სა და ხმელეთის 30 %-ს. აზიაში ცხოვრობს 4,3 მილიარდი[1] ადამიანი, რაცმსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, 60 %-ს შეადგენს. იგი წარმოადგენს პირველი თანამედროვე ცივილიზაციების სამშობლოს და ისტორიულად, აქ ყოველთვის ცხოვრობდა მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.[2] აზია გამოირჩევა არა მხოლოდ უზარმაზარი ზომითა და მოსახლეობით, არამედ უჩვეულო სიმჭიდროვითა და გიგანტური დასახლებებით, ისევე, როგორც დიდი ზომის მეჩხერად დასახლებული რეგიონებით. აზიის საზღვრები, ტრადიციულად, განისაზღვრება ევრაზიის საზღვრებით, რამდენადაც არ არსებობს ევროპისა და აზიის რაიმე მნიშვნელოვანი გეოგრაფიული გამყოფი. უმეტესწილად, მიღებულია საზღვრების განთავსებასუეცის არხის,მდინარე ურალისა დაურალის მთების აღმოსავლეთით დაკავკასიონის მთებისა დაშავი დაკასპიის ზღვების სამხრეთით.[3] აღმოსავლეთით საზღვრავსწყნარი ოკეანე, სამხრეთით —ინდოეთის ოკეანე, ხოლო ჩრდილოეთით —ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე.
ჩინეთი დაინდოეთი მონაცვლეობით იკავებდნენ მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის სტატუსს ახ. წ. 1 წლიდან 1800 წლამდე. ჩინეთი უმთავრესი ეკონომიკური ძალა იყო და ბევრს იზიდავდა აღმოსავლეთისაკენ.[4][5][6][7] ბევრისათვის ანტიკური ინდური კულტურის სიმდიდრე და კეთილდღეობა აზიას განასახიერებდა, რაც იზიდავდა ევროპულ ვაჭრობას, კვლევებსა და კოლონიალიზმს.[8]კოლუმბის მიერ ინდოეთის ძიებისას, შემთხვევით, ამერიკის აღმოჩენა ამ ღრმა მიმზიდველობის გამოხატულებაა.აბრეშუმის გზა დასავლეთ-აღმოსავლეთის უმთავრესი სავაჭრო მარშრუტი გახდა აზიის სიღრმეში, ხოლომალაკის სრუტე უმთავრეს საზღვაო მარშრუტს წარმოადგენდა. XX საუკუნის აზიისათვის დამახასიათებელი იყო ეკონომიკური დინამიზმი (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ აზიაში) და მოსახლეობის რაოდენობის მკვეთრი ზრდა, თუმცა ამ უკანასკნელის საერთო მაჩვენებელი მას შემდეგ მსოფლიოს საშუალო დონეებამდე დაეცა.[9] აზია მსოფლიოს ისეთი უმთავრესი რელიგიების სამშობლოა, როგორებიცააქრისტიანობა,ისლამი,იუდაიზმი,ინდუიზმი,ბუდიზმი,კონფუციანელობა,დაოსიზმი,ჯაინიზმი,სიქიზმი დაზოროასტრიზმი. აქ ჩაისახა მრავალი სხვა რელიგიაც.
აზიის ზომისა და მრავალფეროვნების გათვალისწინებით, სახელ აზიას, რომელიც კლასიკური ანტიკური ხანით თარიღდება, შესაძლოა, უფრო მეტი საერთო ჰქონდესსაზოგადოებრივ გეოგრაფიასთან, ვიდრე ფიზიკურთან.[10] იგი, ასევე, ძალიან ჭრელია ეთნიკური, კულტურული, გარემოს, ეკონომიკური, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების ფაქტორების მიხედვით. მრავალფეროვანია აზიის კლიმატიც: ეკვატორული სამხრეთი და ფართო სუბარქტიკული და პოლარული ტერიტორიები ციმბირში.
აზია მდებარეობსჩრდილოეთ ნახევარსფეროს ყველა გეოგრაფიულ სარტყელში,მალაის არქიპელაგი კი ნაწილობრივ,სამხრეთ ნახევარსფეროშია გადასული. აზიის ხმელეთის უკიდურესი წერტილებია: ჩრდილოეთით — ჩელუსკინის კონცხი, ჩ. გ. 77°43′; სამხრეთით — კონცხი პიაი, ჩ. გ. 1°16′; დასავლეთით — კონცხი ბაბა, ა. გ. 26°10′; აღმოსავლეთით — დეჟნიოვის კონცხი, დ. გ. 169°10′. აზიას გარს აკრავსჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე (ჩრდილოეთით),წყნარი ოკეანე (აღმოსავლეთით),ინდოეთის ოკეანე (სამხრეთით) დაატლანტის ოკეანე (დასავლეთით). აზიის მნიშვნელოვან შიდაკონტინენტურ ტერიტორიებს მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ აქვს და დედამიწის გაუდინარ არეებს ეკუთვნის. აზიასა და ევროპას შორის საზღვრის ხაზის თაობაზე იხილეთ სტატია:ევროპა-აზიის საზღვარი.ჩრდილოეთ ამერიკისაგან გამოყოფილიაბერინგის სრუტით, ხოლოაფრიკისაგან — სუეცის ყელით. კუნძულების საერთო ფართობი 2 მლნ კვ. კმ-ს შეადგენს.
ნიადაგის ტიპები აზიაში უაღრესად რთულად არის განაწილებული. განედურ ზონალურობასთან ერთად, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული ვაკეებზე (განსაკუთრებით, ჩრდილოეთ აზიაში), დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგურ სიმაღლებრივ სარტყელსაც (მთიან მხარეებში). ციმბირში, ურალიდან შორეულ აღმოსავლეთამდე, განედურად გადაჭიმულია ტუნდრის ეწერი, ტყის რუხი, სტეპის შავმიწა და წაბლა ნიადაგების ზონები. ჩრდილოეთ აზიის მთებში ჭარბობს მთა-ტყის ეწერი და მთის ტუნდრის ნიადაგი. დასავლეთ ციმბირში ნიადაგის ძირითადი განედური ზონების ფონზე გვხვდება ჭაობიანი, სამხრეთით კი ბიცობი ნიადაგი.
წინა და შუა აზიაში, სადაც უდაბნოს ლანდშაფტია, ბატონობს რუხი ნიადაგი, გვხვდება მურა, ქვიშნარი და დამლაშებული ნიადაგებიც. შავი და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე ხეშეშფოთლიანი ტყე-ბუჩქნარის ყავისფერი, მთის ტყის ყომრალი და სუბტროპიკული წითელმიწა ნიადაგებია გავრცელებული. წინა და შუა აზიის მთებსა და ზეგნებზე მთის სტეპების შავმიწა და წაბლა ნიადაგებია. მთის სტეპის ნიადაგს მთების ზემო ზოლში გაველიანებული მთის მდელოს ნიადაგი ცვლის.
ცენტრალურ აზიაში მშრალი სტეპის მურა და უდაბნოს ქვიანი ნიადაგებია. ტიბეტ-პამირის ნიადაგსაფარში თავისებურად შეხამებულია მაღალმთის უდაბნოსა და მთის ტუნდრის ნიადაგების ტიპები. აღმოსავლეთ აზიაში (რუსეთის ზღვისპირეთში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, კორეასა და იაპონიაში) წყნარი ოკეანის გავლენით ნიადაგის ზონები მერიდიანულად ვრცელდება. ცენტრალური აზიის საზღვრებთან წაბლა ნიადაგია, მას მისდევს შავმიწა, ტყის ყომრალი და სუბტროპიკული წითელმიწა ნიადაგები.
სამხრეთ აზიაში ფართოდაა გავრცელებული ტროპიკული წითელმიწები, ლატერიტები და სავანის წითელ-ყომრალი ნიადაგები; ინდოსტანის შუა ნაწილში არის მშრალი სავანისა და პრერიებისათვის დამახასიათებელი შავმიწები.
ნახშირის უდიდესი საბადოები თავმოყრილია ყაზახეთის კარბონულ ნალექებში, ციმბირის პერმულ ნალექებში, ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში, კორეისა და ინდოსტანის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში.
აზიას მრავალფეროვანი და მოცულობითი შიგა წყლები აქვს. სწორედ აზიაში მდებარეობს მსოფლიოში უდიდესი ტბა (კასპიის ზღვა), მსოფლიოში ყველაზე ღრმა ტბა (ბაიკალის ტბა); მსოფლიოს ათი უდიდესი მდინარიდან ხუთი აზიურია.[17] მდინარეებისა და ტბების სიმრავლის მიუხედავად, აზიაში მრავალი რეგიონია, სადაც მუდმივი მდინარეები და ტბები არ არის (მაგ.არაბეთის უდაბნო).
საზრდოობისა და სხვა თვისებების მიხედვით აზიის მდინარეები შემდეგ დიდ ჯგუფებად იყოფიან:
1.ციმბირის მერიდიანული დიდი მდინარეები. ისინი წყალუხვნი არიან, უმნიშვნელო ვარდნა აქვთ, ზამთრობით იყინებიან (ზოგიერთი ფსკერამდე), გაზაფხულზე ძლიერ დიდდებიან, მარადმზრალი ნიადაგი წყალს არ იწოვს, ხოლო სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმართული მდინარეების ზემო დინებაში ყინული უფრო ადრე ირღვევა, ვიდრე შუა და ქვემო დინებაში, ყინულრღვევის ქვემო უბნებში თოშხერგილები ჩნდება და წყალი გუბდება.
2. მშრალი გაუდინარი არეების მდინარეები, რომელთაც დიდი მნიშვნელობა აქვთ ხელოვნური რწყვისათვის. განასხვავებენა) მაღალი მთის მდინარეებს, რომლებიც თოვლ-მყინვარებით საზრდოობენ და წყლის მაქსიმალური ხარჯი ზაფხულობით აქვთ (სირდარია,ამუდარია) დაბ) უდაბნოთა განაპირა მხარეების მდინარეებს, რომლებიც წვიმისა და თოვლის წყლით საზრდოობენ და მეტად არამყარი რეჟიმი აქვთ.
3. მუსონური აზიის მდინარეები. ზაფხულობით მათ წყალდიდობას წვიმები იწვევს, ზამთრობით ძლიერ კლებულობენ.
4. ხმელთაშუაზღვიური რეჟიმის მდინარეები, რომლებსაც წყლის მაქსიმალური ხარჯი ზამთარში აქვთ (წინა აზიის განაპირა მცირე მდინარეები).
5. მთელი წლის განმავლობაში წყალუხვი მდინარეები (ინდონეზიასა და ეკვატორული ჰავის სხვა რეგიონებში).
ბაიკალის ტბაკასპიის ზღვა
ტბები
კასპიის ზღვა აზიისა და მთელი მსოფლიოს უდიდესი ტბაა (სარკის ფართობი 371 000 კმ²),ბაიკალი — უღრმესი (მაქიმალური სიღრმე 1642 მ.). აქვეა ტბის მრავალი ტიპი — რელიქტური (ძველი ზღვების ნაშთები —კასპიისა დაარალის „ზღვები“), ტექტონიკური (ბაიკალი,მკვდარი ზღვა,ვანის ტბა,ურმიის ტბა,სევანის ტბა), ნგრევით შეგუბებული, ვულკანური (ძინბოხუმანჯურიაში,ფარავანის ტბა), მყინვარული, კარსტული. აზიის არიდულ მხარეებში უმეტესად მლაშე, გაუდინარი ტბებია. ჩრდილოეთ და სამხრეთ აზიის უხვტენიან მხარეებსა და მთიანეთებში ჭარბობს მტკნარი, გამდინარე ტბები).
მიწისქვეშა წყლები
აზიის მიწისქვეშა წყლებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის წყლით მომარაგებაში, განსაკუთრებით არიდული ჰავის რაიონებში (შუა აზია,ირანი). ბევრი მთიანი რეგიონი (კავკასია,იაპონია,ინდონეზია) მდიდარია მინერალური წყლებით.
სატრანსპორტო და ენერგეტიკული გამოყენება
აზიის მდინარეები მნიშვნელოვანი სატრანსპორტო გზებია, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციმბირისათვის ჩრდილოეთი რაიონების სამხრეთთან დასაკავშირებლად (ზაფხულში — ნაოსნობისათვის, ზამთარში — სამარხილე გზებისათვის). მრავალი მდინარე შეიცავს ჰიდროენერგიის დიდ მარაგს, რასაც ფართოდ იყენებენრუსეთში,ჩინეთში,იაპონიაში, სხვა ქვეყნებში შედარებით ნაკლებად. ჰესების მშენებლობის დროს წარმოქმნილია საკმაოდ დიდი წყალსაცავები.
აზიის ძირითადი სტრუქტურული ელემენტებია უძველესი პლატფორმები: ციმბირის (ალდანის ფართან ერთად), ჩინეთ-კორეის, სამხრეთ ჩინეთის, ინდოეთის. ყველაზე მოძრავია ჰიმალაური და აღმოსავლეთ აზიური გეოსინკლინური სარტყელები. ნეოტექტონიკური მოძრაობებითაა მოცული აგრეთვე სხვადასხვა ასაკის სტრუქტურების ვრცელი ზოლი ჰისარ-ალაიდან ჩუკოტკის ნახევარკუნძულამდე. შუა, ცენტრალური და აღმოსავლეთი აზია, მალაის არქიპელაგი ხასიათდებიან ძლიერი სეისმურობით. კამჩატკაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბევრ კუნძულზე მოქმედი ვულკანებია.
ვრცელი ტერიტორია, მრავალფეროვანი რელიეფი და სხვა ფაქტორები განსაზღვრავს აზიის კონტინენტის რთულ კლიმატურ ხასიათს. აქ გვხვდება დედამიწის ყველა კლიმატური ზონა ტროპიკულიდან სუბარქტიკულამდე. საშუალო წლიური ტემპერატურა მერყეობს 28 °C-დან -16 °C-მდე. ნალექთა საშუალო წლიური რაოდენობაჩერაპუნჯაში (ინდოეთი) 12 000 მმ-ს აღწევს[20] (1861 წელს — 22 900 მმ), ხოლო თურანსა დაინდის ვაკეზე ზოგან 100 მმ-ზე ნაკლებია.
აზიის უმეტეს (უმთავრესად შიგა) ნაწილიშიკონტინენტური ჰავაა. ამის მიზეზი ისაა, რომატლანტის ოკეანე შორსაა,წყნარი ოკეანის გავლენა აზიაზე კი სუსტია, ვინაიდან ჰაერის თბილ მასებს წინ ეღობება ზღვისპირა ქედები, ქარიც უმეტესად კონტინენტიდან ქრის, ხოლოინდოეთის ოკეანედან წამოსულ ტროპიკულ და ეკვატორულ ჰაერს მსოფლიოს უმაღლესი მთაგრეხილები აკავებს და არ უშვებს კონტინენტის სიღრმეში. სამაგიეროდ, ჩრდილოეთიდან ცივი არქტიკული ჰაერის შემოჭრას არაფერი აფერხებს.
აზიის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელეთის ძლიერი გახურება ზაფხულობით და ასეთივე ძლიერი გაცივება ზამთრობით, რის შედეგადაც ატმოსფეროს ცირკულაცია მკვეთრ სეზონურ ცვალებადობას განიცდის და დიდი მნიშვნელობა ენიჭება ატმოსფეროს მოქმედების ადგილობრივ ცენტრებს. ამგვარი ცენტრებია: ზამთრობით - ციმბირის ანტიციკლონი და ზაფხულობით ირანის წნევის მინიმუმი. ციმბირის ანტიციკლონის არე გამოირჩევა ყინვიანი, თითქმის უქარო და უღრუბლო ამინდით, რომელიც თვეობით ბატონობს ხოლმე. სიცივის მაქსიმუმი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს „სიცივის პოლუსის” არეში — ვერხოიანსკისა და ოიმიაკონის ქვაბულთა რაიონშია, სადაც იანვრის საშუალო ტემპერატურა -50 °C-ზე დაბალია. ცალკეულ შემთხვევებში ყინვა -70 °C-საც აღწევს.
პოლარული ფრონტი, ე. ი. პოლარული ანუ ბორეალური და ტროპიკული ჰაერის მასების შეხების ზონა ზამთრობით სამხრეთშია, რაც იწვევს ზამთრის წვიმებს წინა აზიის სამხრეთ მთაგრეხილების არეში (ხმელთაშუა ზღვის ჰავა). უფრო ჩრდილოეთით (წინა და შუა აზიაში) ციკლონური მოქმედება ძლიერდება: ზამთრის დასაწყისში ნაკლებად, გაზაფხულზე უფრო მეტად. ზაფხულობით იგივე ფრონტი ჩრდილოეთისაკენ ინაცვლებსამ დროს აზიის სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ზომიერ ზონაშიც ინტენსიური გათბობა კონტინენტურ პოლარულ ჰაერს გარდაქმნის კონტინენტურ ტროპიკულ ჰაერად (წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში). სამხრეთ ციმბირის მთებში და ცენტრალური აზიის ჩრდილოეთ ნაწილში ზაფხული ნალექიანია. შიდა აზიის დანარჩენ სივრცეზე ციკლონური მოქმედება სუსტია და ბატონობს ცხელი, ბუღიანი, უღრუბლო, მშრალი ამინდი. განსაკუთრებით ძლიერ ხურდება ირანის ზეგნის დაბალი ადგილები და ინდის ქვემო დინების რაიონი.
აფრიკიდან (დასავლეთიდან) მონაბერი ცხელი და მშრალი ქარი არაბეთისა და დასავლეთ ინდოეთის ჰავას ტროპიკული უდაბნოების ჰავას ამსგავსებს.
აღმოსავლეთ აზიაში ზაფხულობით წარმოქმნილი წყნარი ოკეანის პოლარული ფრონტი (ზღვიური ბორეალური და ზღვიური ტროპიკული ჰაერის მასების ურთიერთშეხების ზონა) სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ იაპონიაზე გადის. წარმოიქმნება წყნარი ოკეანის ზაფხულის მუსონი, რომელსაც გადააქვს ტროპიკული თბილი და ნოტიო ჰაერი წყნარი ოკეანის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ და ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ცივ ოკეანურ დინებებთან შეხებისას ჰაერის ქვედა ფენა ძლიერ ცივდება და იწვევსოხოტისა და ნაწილობრივიაპონიის ზღვების სანაპიროებზე ნისლიანობას, წვიმებს, ზომიერი განედებისათვის მეტად ცივ ზაფხულის ამინდს. შორეული აღმოსავლეთის გრილი და ნესტიანი ზაფხული, უხვი ნალექიანობა სწორედ ამ მუსონთანაა დაკავშირებული. ზომიერი ზონის ეს მუსონური ჰავა სამხრეთით ჩრდილოეთ განედის 38°-მდე ვრცელდება. შემოდგომობით წყნარი ოკეანის პოლარული ფრონტის გასწვრივ ხშირიატაიფუნები — ტროპიკულ ზონაში წარმოშობილი ღრმა ციკლონები, რომლებიც იწვევენ ქარიშხალს. ზამთრობით წყნარი ოკეანის პოლარული ფრონტი ციმბირის კონტინენტური მუსონის მოწოლით ტროპიკულ ზონაში გადაადგილდება ხოლმე.
აზიის ტროპიკულ ნაწილში ზამთრობით კონტინენტური ტროპიკული ჰავაა, ზაფხულობით კი — ზღვის ეკვატორული. ზაფხულის ეკვატორული მუსონი წვიმებს იწვევს და არაკანის, დასავლეთ გატების,ჰიმალაისა და ტაილანდის მთებში ნალექიანობა რეკორდულ სიდიდეს აღწევს.შრი-ლანკაზე,მალაკასა დაინდონეზიაში გამუდმებით ბატონობს ზღვის ეკვატორული ჰაერი და ჰავაც ტიპური ეკვატორულია.
აზიაში არის ჰავის შემდეგი ძირითადი ტიპები: 1. ტუნდრის; 2. აღმოსავლეთ ციმბირის მკვეთრად კონტინენტური (ცივი და მშრალი); 3. დასავლეთ ციმბირის ცივი, ზომიერად ნოტიო; 4. ზომიერი ზონის უდაბნოების; 5. სუბტროპიკული უდაბნოების; 6. წინა აზიის დასავლეთ განაპირა მხარის ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული; 7. წინა და ცენტრალური აზიის მთის სტეპების სუბტროპიკული; 8. პამირისა და დასავლეთ ტიბეტის მაღალმთიანი უდაბნოების; 9. აღმოსავლეთ აზიის ზომიერი ზონის მუსონური ტროპიკული; 10. აღმოსავლეთ აზიის მუსონური სუბტროპიკული; 11. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა დამცირე ზონდის კუნძულების მუსონური ტროპიკული; 12. შრი-ლანკისა და მალაის ეკვატორული.
აზიის ტერიტორია შედის ორ ძირითად ფლორისტულ ოლქში — ჰოლარქტიკულსა და პალეოტროპიკულში (სამხრეთი აზია). ჰოლარქტიკული ოლქის ფლორა გეოლოგიურ წარსულში ბევრჯერ შეიცვალა არსებითად, პალეოტროპიკული ფლორა კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ჰოლარქტიკული ფლორა უმთავრესად მთებში გაჩნდა და ჩრდილოეთ აზიის ვაკეებზე. ასეთი წარმოშობისაატუნდრა,ტაიგა, ა. შ. ტუნდრა თავის მხრივ იყოფა ქვეზონებად: ჩრდილოეთ ქვეზონაში (ოკეანის სანაპიროზე) იზრდებახავსი დალიქენი, შუა ქვეზონაში ბუჩქნარი (ჯუჯა არყი, ლურჯი მოცვი, შტოში და სხვა), ხოლო სამხრეთ ქვეზონაში ანუტყეტუნდრაში ერთმანეთს ცვლის ტყე, ბუჩქნარი და ტუნდრა.
ტაიგა ზამთარში
ტაიგა გადაჭიმულიაციმბირის მთელ სიგრძეზე, მისი ჩრდილოეთი საზღვარი (ჩრდილოეთ განედის 72°2′)ტაიმირის ნახევარკუნძულს აღწევს, სამხრეთ ნაწილში, დასავლეთ ციმბირის დაბლობის ტაიგაში, ჭარბობს მუქწიწვოვანი ჯიშები (ნაძვი დასოჭი), ჩრდილოეთით კი ციმბირის ლარიქსი.მდინარე ენისეის აღმოსავლეთით,წყნარ ოკეანემდე ნათელწიწვოვანი ტყეებია (დაურის ლარიქსი). უფრო სამხრეთით იზრდება ნაძვნარ-სოჭნარი, შიგადაშიგ ცაცხვნარიც გვხვდება. ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში ლარიქსს ემატება სურნელოვანიალვის ხე, კორეულა, აიანური ნაძვი.ამურის აუზში, რომელიც ჩინეთ-იაპონიის ფლორისტულ ქვეოლქში შედის, მცენარეულობა თავისებურია. აქ ზომიერი ზონის ფართოფოთლოვანი ტყეები უშუალოდ ემიჯნება სუბტროპიკულ ტყეებს, ამიტომ ფლორა ძლიერ შერეული და მრავალფეროვანია. ციმბირის ტყიანი ზონის სამხრეთით გვხვდება ქსეროფიტული ბალახოვანი მცენარეულობით დაფარული სტეპის ფრაგმენტები. ჭარბობს სხვადასხვა სახისვაციწვერა, კელერია,აბზინდა, წივანა, ორლებნიანი მცენარეები.
ცენტრალური და შუა აზიის არიდულ მხარეებში თავმოყრილია ვრცელი უდაბნოები და მშრალი სტეპები. აზიის უდაბნოები გაზაფხულზე წალკოტს მოგვაგონებს: ყვავის ქოლგოსნები, გლერძები, ხურხუმები, ბოლქვიანები, მაგრამ ზაფხულობით ყველაფერი ჭკნება. ბევრია ეკლიანი და წვრილფოთლიანი საქსაულის, იალღუნის, ჯუზღუნის ბუჩქი. ყველაზე უფრო უსიცოცხლოაირანის უდაბნოები,გობის უდაბნოში კი პირიქით, კარგი საძოვრებია. პამირ-ტიბეტის ზეგნებზე მაღალი მთის ცივი უდაბნოებია.
ვერტიკალური გეობოტანიკური სარტყლების ყველაზე სრული სისტემა წარმოდგენილია ჰიმალაის ქედის სამხრეთ ფერდობზე: მარადთოვლიანი და ალპური სარტყლების ქვევით მდებარეობს ჯერ როდოდენდრონების (ხე-ბუჩქეული მცენარეები) სარტყელი, შემდეგ წიწვოვანი ტყეები (ჰიმალაის კედარი, ნაძვი, ფიჭვი), ფართოფოთლოვანი ტყეები (მუხა,კაკალი), მარადმწვანე სუბტროპიკული და სულ დაბლა (განგის აუზში) ნამდვილი ტროპიკული ტყეები.მალაის არქიპელაგის მთების მაღალ სარტყლებში გვხვდება ჩრდილოური წარმოშობის სუბარქტიკული მცენარეები.
ბამბუკი
სამხრეთ აზია ფლორისტულად პალეოტროპიკულ ოლქს განეკუთვნება.ინდოსტანის ფლორა და ფაუნა აღმოსავლეთაფრიკისას წააგავს.დეკანის ზეგნის ძირითადი სივრცესავანებს, ჯაგეკლიან ბუჩქნარებსა და სტეპებს უკავია. ინდოსტანის სანაპიროები, განგის აუზი და მთელისამხრეთ-აღმოსავლეთი აზია (ინდოჩინეთი,მალაისა დაფილიპინებისარქიპელაგები) დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით (ჰილეით), სადაც გამოიყოფა ტყის 11-მდე სართული.ფიკუსის,თუთის, დიპტეროკარპუსის,მიმოზისა და ზოგიერთი სხვა ხის სიმაღლე 100 მეტრს აღწევს. უფრო დაბალ სართულებში იზრდებაპალმები, ხეგვიმრები და სხვა. ხეებზე ხარობსორქიდეები,გვიმრები და სხვა ეპიფიტები; მრავალგვარი ლეშამბო (ლიანა), ბალახოვანი მცენარეები 5-6 მეტრამდე იზრდება. ხშირიაბამბუკის ტევრები.
აზიის ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. მისი უდიდესი ნაწილი შედის პალეარქტიკის ოლქში, ტროპიკული აზია — ინდომალაის ოლქში. არაბეთის უკიდურესი სამხრეთი ნაწილი განეკუთვნება ეთიოპიის ოლქს, ხოლომცირე ზონდის კუნძულები — ავსტრალიის ოლქს. მრავალ სახეობას უზარმაზარი არეალი უკავია. ზოგიერთი (მგელი,მელა და სხვა) თითქმის მთელ მთელ კონტინენტზე ან მის უმეტეს ნაწილშია გავრცელებული, ენდემური ოჯახების რაოდენობა კი მეტად უმნიშვნელოა. ენდემურია:ძუძუმწოვრებიდან —ფრთამატყლიანისებრნი,ბამბუკის დათვისებრნი,გრძელტერფასებრნი,გიბონისებრნი; ფრინველებიდან —რქანისკარტასებრნი, ულვაშა წიწკანასებრნი, ფოთლის ფრინველისებრნი;ქვეწარმავლებიდან - კუდფარიანი გველისებრნი, დიდთავა კუსებრნი;ამფიბიებიდან — ოთხთითა ტრიტონისებრნი; თევზებიდან — შუბლფართო თევზისებრნი, ტლუ თევზისებრნი, რომლებიც მხოლოდბაიკალის ტბაში ბინადრობენ.
აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის, განსაკუთრებით კი მათი ჩრდილოეთი მხარეების ფაუნა ძლიერ ჰგავს ერთმანეთს. აზიისა და ამერიკის ტუნდრასა და ტაიგაში გვხვდება ცხოველთა საერთო გვარები და სახეობები (ჩრდილოეთის ირემი,ლოსი, ლემინგი და სხვა), სამხრეთ განედებში — ამერიკული ჯგუფები (ტაპირისებრნი,ჩხრიალა გველისებრნი,ალიგატორისებრნი და სხვა). ეს მოვლენა ადასტურებს, რომ ამ ორ კონტინენტს შორისპლეისტოცენში სახმელეთო კავშირი არსებობდა.
აზიაში რეგიონები შეიძლება გამოვყოთ როგორც წმინდა ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისე პოლიტიკურ-კულტურული თვალსაზრისით. ამ ორი სხვადასხვა კატეგორიით დაყოფის შემთხვევაში განსხვავდება როგორც რეგიონების რაოდენობა, ისე საზღვრები მათ შორის. დღესდღეობით უპირატესობას პოლიტიკურ-კულტურულ რეგიონებს ანიჭებენ, ფიზიკურ-გეოგრაფიულ რეგიონებად დაყოფას ძირითადად სამეცნიერო წრეებში იყენებენ.
ფიზიკურ-გეოგრაფიული დაყოფა
აზია შეიძლება დაიყოს შემდეგ ძირითად ფიზიკურ-გეოგრაფიულ ნაწილებად:
ჩრდილოეთი აზია — სადაც მკაფიოდაა გამოსახული განედური ლანდშაფტური ზონები. აქ გვხვდება ტუნდრა და ზომიერი სარტყელის ტყეები, მთის ტუნდრებისა და მთის ტყეების ლანდშაფტის მრავალგვარი ვარიანტი. სამხრეთით ზოგან ტყესტეპი და სტეპია.
შუა და ცენტრალური აზია — ამ ნაწილში განედური ზონალობა მხოლოდ ნაწილობრივაა გამოხატული (შუა აზიასა და მონღოლეთში). შუა აზიის ბარში ნახევარუდაბ-ნოსა და უდაბნოს ზონებია, მათ შორის კი ვრცელი ოაზისები. მონღოლეთ-ჯუნგარიის ოლქში გამოიყოფა სტეპების, ნახევარუდაბნოების, ზომიერი და სუბტროპიკული უდაბნოების ზონები, ხოლო მაღალი ქედებისა და ზეგნების (პამირი,ტიან-შანი,ჰინდუქუში,ყარაყორუმი,ტიბეტი,კუნლუნი) ბუნებაში ერთმანეთს ერწყმის მთის ტყის, მთის სტეპის, მთის მდელოსა და მაღალმთის უდაბნოს ლანდშაფტები.
წინა აზია - იყოფა სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონებად, მაგრამ რელიეფის მრავალგვაროვნება კიდევ უფრო ართულებს ლანდშაფტების განლაგებასა და ხასიათს. შეიძლება განვასხვაოთ: ა) ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული ოლქი, სადაც ზაფხული გვალვიანია, ზამთარი კი ნოტიო იცის და ხეშეშფოთლიანი ტყე-ბუჩქნარი ხარობს, მოიცავს ანატოლიის სანაპიროებს, სირია-პალესტინასა და ზაგროსის ქედის დასავლეთ კალთებს; ბ) ნოტიო სუბტროპიკული ოლქი (კოლხეთ-ლაზისტანი, თალიშ-ელბურსის ჩრდილოეთ კალთები); გ) ხმელთაშუა ზღვის მთის სტეპის ლანდშაფტების ოლქები ზეგნების შიგა ნაწილებში (ანატოლია, ამიერკავკასიის ზეგანი); დ) სუბტროპიკული უდაბნოები (ირან-ავღანეთსა და მესოპოტამიაში); ე) ტროპიკული უდაბნოები (სამხრეთ არაბეთსა და სამხრეთ ირანში).
აღმოსავლეთ აზია - უჭირავს მერიდიანულად გაჭიმული ტერიტორია, მასში გამოიყოფა: ა) ზომიერი სარტყლის მთის ტყეთა მუსონური ოლქი (რუსეთის ზღვისპირეთი, აღმოსავლეთ მანჯურია, ჩრდილოეთი იაპონია და ჩრდილოეთ კორეა); ბ) სუბტროპიკული მთის ტყეთა მუსონური ოლქი (აღმ.ჩინეთი,სამხრეთი კორეა, შუაიაპონია) და გ) ტროპიკული მთის ტყეთა მუსონური ოლქი (სამხრეთიჩინეთი, სამხრეთიიაპონია,ტაივანი).
სამხრეთი აზია - მდებარეობს ტროპიკულ-ეკვატორული ზონის ფარგლებში და დანესტიანების ხარისხისა და რეჟიმის მიხედვით რამდენიმე ოლქად იყოფა. ნოტიო მუსონურ-ტროპიკულ ოლქებს უკავია ზოგიერთი ქედის (გატები,არაკანი, ანამის მთები,ჰიმალაი) ზღვისპირა ფერდობები დაფილიპინები. მშრალი მუსონურ-ტროპიკული მხარეები მდებარეობსინდოეთისა დაინდოჩინეთის შიგა ნაწილებში. ნოტიო ტროპიკული ეკვატორული ოლქები მოიცავს სამხრეთშრი-ლანკას,მალაკასა და თითქმის მთელმალაის არქიპელაგს. ეს ტიპი მთებშიც გვხვდება.
ეს დაყოფა საკმაოდ პირობითია და არსებითად, პოლიტიკური ნიშნით დაყოფას გულისხმობს, გეოგრაფიული კრიტერიუმები თითქმის არ გამოიყენება. მიუხედავად ამისა, არ არსებობს ბოლომდე ჩამოყალიბებული აზრი ამ რეგიონების საზღვრების შესახებ. მრავალ ქვეყანას მოიაზრებენ როგორც ერთ ისე მეორე რეგიონში. აზიის რეგიონებიდან ყველაზე მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები და შემავალი ქვეყნები აღმოსავლეთ აზიას აქვს.
აღსანიშნავია, რომ აზია მოსახლეობის მიხედვით ყოველთვის აღემატებოდა არა მხოლოდ თითოეულკონტინენტს, არამედ ყველა დანარჩენი კონტინენტის მოსახლეობას ერთად აღებულს.[23]
აზიის მოსახლეობის პროცენტული წილი მსოფლიოს მოსახლეობაში[23]
აზიის გეოგრაფიის შესახებ ზოგიერთი ცნობა მოეპოვებოდათ ძველ ასურელებს, ბაბილონელებს, ინდოელებს, ჩინელებს, ეგვიპტელებსა და სხვა ხალხებს. ძვ. წ. VIII-V საუკუნეების ჩინურ გეოგრაფიულ ნაშრომ „იუიგუნში“ აღწერილია აღმოსავლეთი ჩინეთი. აზიის შესახებ ცოდნის დაგროვებას ხელი შეუწყო ძველი ეგვიპტისა და საბერძნეთ-სპარსეთის ომებმა (ძვ. წ. 477—449 წწ),ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობებმა (ძვ. წ. IV ს), ეგვიპტე-ინდოეთის საზღვაო სავაჭრო ურთიერთობამ, ჩინელი ელჩის, ჯან ციანის ჩასვლამ შუა აზიაში (ძვ. წ. II ს), ჩინური აბრეშუმის გატანამ ე. წ.აბრეშუმის დიდი გზით, რომაელთა ლაშქრობებმა. შუა საუკუნეებში აზიის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები შეკრიბეს ხვარაზმელებმა და არაბებმა (მასუდი, იდრისი, ბირუნი,იბნ ბატუტა და სხვა), ჩინელებმა (სიუან-ძანისა და სხვათა მოგზაურობები), ევროპელებმა, რომლებიცჯვაროსნულ ლაშქრობებს აწყობდნენ (XII—XIII სს) და მონღოლ ხანებთან ელჩებს აგზავნიდნენ (იტალიელიპლანო კარპინი, ფლამანდიელიგიიომ რუბრუკი). XIII საუკუნის ბოლოსმარკო პოლომ გადაიარა აზია, 17 წელი იცხოვრა ჩინეთში და აზიის მრავალი მხარე აღწერა.
მარკო პოლოს მოგზაურობის მარშრუტი
ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აზიური სანაპიროები აღმოაჩინეს რუსებმა. XV საუკუნის დასაწყისში მოეწყო ჩინური საზღვაო ექსპედიციები სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. XV საუკუნის პირველ ნახევარში აზიაში იმოგზაურა ვენეციელმა ნ. კონტიმ. 1466-72 წლებში რუსი ვაჭარიათანასე ნიკიტინი ირანის გავლით ინდოეთში ჩავიდა და აღწერა ეს ქვეყანა. 1498 წელს პორტუგალიელებმა ზღვით მიაღწიეს ინდოეთს (ვასკო და გამა). 1509—11 წლებში ისინიმალაკაზე მივიდნენ, 1511 წელს —იავაზე, 1520 წელს კიმაკაოში დამკვიდრდნენ. 1521 წელსმაგელანი, რომელიც ხელმძღვანელობდა ესპანურ ექსპედიციას დედამიწის ირგვლივ, აღმოსავლეთიდან მიადგაფილიპინებს.მოლუკის კუნძულებზე მისი ხომალდები დასავლეთიდან მოსულ პორტუგალიელებს შეხვდნენ. 1542 წელს პორტუგალიელებიიაპონიის კუნძულებამდე მივიდნენ. ამ პერიოდიდან აზიის ქვეყნების გეოგრაფიული შესწავლა დამპყრობ-კოლონიზატორთა მიზნებს ემსახურებოდა. XVI საუკუნის 60-70-იან წლებში ესპანელებმა დაიწყესფილიპინების დაპყრობა.პორტუგალიისა დაესპანეთის მიერ დაწყებული აზიის კოლონიზაცია XVII საუკუნეშინიდერლანდებმა დაინგლისმა განაგრძეს. 1602 წელსსამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ექსპლუატაცია-შესწავლას სათავეში ჩაუდგანიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანია, რომელიც 1619 წლიდან იავაზე დამკვიდრდა. XVII—XIX საუკუნეებშიინდონეზია ხელთ იგდეს ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა. XVIII—XIX საუკუნეებშიინდოეთი ინგლისის კოლონიად გადაიქცა. XIX საუკუნეში მათვე დაიპყრესბირმა, ფრანგებმა —ვიეტნამი,კამბოჯა დალაოსი, ამერიკელებმა —ფილიპინები. XIX—XX საუკუნეებში აზიის მრავალ არაბულ ქვეყანაში ბრიტანეთი და საფრანგეთი გაბატონდნენ.
1483 წელს დაიწყო რუსების ლაშქრობა ჩრდილოეთ აზიაში,ირტიშზე. 1581—82 წლებში ერმაკის ლაშქრობათა შედეგად გამდიდრდა ცნობები დასავლეთ ციმბირის შესახებ. 1618—1619 წლებში ციმბირელი კაზაკი ი. პეტლინი იყო მონღოლეთსა და ჩინეთში. 1618—1620 წლებში რუსეთის სავაჭრო ექსპედიცია შეეცადა ჩრდილოეთის ზღვებით აღმოსავლეთში გადასულიყო, მაგრამტაიმირის აღმოსავლეთ ნაპირებთან დაიღუპა. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ციმბირელმა კაზაკმა მოგზაურებმა („ზემლეპროხოდცებმა“) მიწებისა და ბეწვეულის ძიებაში მთელი ციმბირი მოიარეს. XVII საუკუნის 20-იან წლებში რუსებილენაზე გავიდნენ, 1639 წელს კიოხოტის ზღვაზე. 1643 წელს დე ფრიზის ჰოლანდიურმა ექსპედიციამ ზღვით მიაღწიაკუნძულ ჰოკაიდოს, სამხრეთსახალინსა და სამხრეთკურილის კუნძულებს. თითქმის ამავე დროს (1643—1646 წლებში) რუსი მოგზაური ვ. პოიარკოვი ჩრდილოეთიდან გავიდა მდინარეამურზე და ზღვიდან დაინახა სამხრეთ-დასავლეთი სახალინი. 1649—52 წლებში ამური და ამურისპირეთი მოიარა რუსმა მოგზაურმა ე. ხაბაროვმა. 1648 წელს თ. პოპოვი და ს. დეჟნიოვი ზღვით ჩრდილოეთის მხრიდან გავიდნენ მდინარე ანადირთან და აღმოაჩინეს სრუტე აზიასა და ამერიკას შორის. 1649 წელს თ. პოპოვმაკამჩატკას მიაღწია, 1697 წელს ვ. ატლასოვმა გადაჭრა იგი და ჩრდილოეთკურილის კუნძულები დაინახა. XVII საუკუნის II ნახევარში პ. გოდუნოვმა და ს. რემეზოვმა შეადგინესციმბირის პირველი რუკები. 1675 წელს ჩინეთში გაემგზავრა რუსეთის მისია მოლდოველი მეცნიერის ნ. სპაფარის (მილესკუს) მეთაურობით, 1692 წელსპეტრე I-მა ჩინეთში ელჩად გაგზავნა იზბრანდტ იდესი. 1713 წელს ტობოლსკელი მემამულე ტრუშნიკოვი კუკუნორის ტბამდე და მდინარეხუანხეს ზემო წელამდე მივიდა და მონღოლეთი გადალახა. 1720—1727 წლებში ციმბირის ფლორასა და ფაუნას სწავლობდა პეტრე I-ის მიერ მოწვეული გერმანელი მკვლევარი დ. მესერშმიდტი. მრავალი გეოგრაფიული ცნობა მოაგროვეს ქრისტიანმა მისიონერებმა, კერძოდ იეზუიტებმა, რომლებიც ჩინეთსა დატიბეტს შეისწავლიდნენ. 1689—1698 წლებში ფრანგმა ჟერბილიონმა გადალახაგობის უდაბნო. 1707 წლიდანჩინეთისა დამონღოლეთის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსმა სასულიერო პირებმა.
ერმაკის ლაშქრობა
1728 წელს ვ. ბერინგ-ა. ჩირიკოვის კამჩატკის პირველი რუსული ექსპედიცია პირველად შევიდაბერინგის სრუტეში სამხრეთიდან. კამჩატკის მეორე (ჩრდილოეთის დიდი) ექსპედიცია (1733—1743), მათივე ხელმძღვანელობით შეისწავლიდა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზიას, კერძოდციმბირს, გეოგრაფიული, გეოლოგიური, ბოტანიკური, ისტორიული და კარტოგრაფიული თვალსაზრისით. ამ ექსპედიციის მონაწილეებმა, დ. და ხ. ლაპტევებმა, ს. ჩელუსკინმა და სხვებმა რუკაზე დაიტანესჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის აზიური სანაპიროები. 1738—1739 წლებს მიეკუთვნებაკურილის კუნძულების რუკაზე დატანა, იაპონიის შემოვლა. 1741 წელს აღმოაჩინეს კომანდორის კუნძულები. 1734—1741 წლებში ი. გმელინმა გამოიკვლია სამხრეთი ციმბირი. 1737—1741 წლებში ს. კრაშენინიკოვმა მეცნიერულად აღწერაკამჩატკა. ჩრდილოეთ აზიის შესწავლაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსულმა ე. წ. აკადემიურმა ექსპედიციებმა (1768—1774). მისმა მონაწილეებმა პ. პალასმა და ი. გეორგიმ შეისწავლეს ციმბირის ბუნება, ვ. ზუევმა — ციმბირის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი, ი. ფლაკმა — სამხრეთ-დასავლეთი; ს. გმელინმა დაიოჰან გიულდენშტედტმა — კავკასია.
XVIII საუკუნიდან იწყება ინგლისელების მიერჰიმალაის შესწავლა. შორეული აღმოსავლეთის ნაპირები რუკაზე დაიტანეს ფრანგმა ზღვაოსანმა ჟ. ფ. ლაპერუზმა (1787 წ.), რუსმა გეოგრაფმა გ. სარიჩევმა (1789 წ.), ინგლისელმა ზღვაოსანმა უ. ბროუტონმა (1796—1797 წწ.), რუსმა ზღვაოსანმა ი. კრუზენშტენმა (1804—1805 წწ.), იაპონელმა ტოპოგრაფმა მამია რინძომ (1809 წ.), რუსმა ზღვაოსანმა ვ. გოლოვნინმა (1811 წ.). ახალციმბირის კუნძულები აღწერეს რუსმა მოგზაურმა ი. სანიკოვმა (1800-1806 წწ.) და პ. ანჟუმ (1821-1823 წწ.). 1820-1824 წლებში ციმბირისარქტიკას სწავლობდნენ რუსი მკვლევარები ფ. ვრანგელი და თ. მატეუშკინი. 1827—1828 წლებში აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაპირები აღწერა რუსმა ზღვაოსანმა თ. ლიტკემ.
XIX საუკუნეში აზიის კვლევაში დიდი დამსახურება მიუძღვის გერმანელ გეოგრაფალექსანდერ ჰუმბოლდტს, რომელმაც აღწერა თავისი მოგზაურობა (1829 წ.) დასავლეთციმბირსა დაყაზახეთის სტეპებში. 1832 წელს გერმანელმა გეოგრაფმა კ. რიტერმა გამოაქვეყნა „აზიის დედამიწისმცოდნეობა“.შუა აზიის ვაკეებს სწავლობდნენ რუსი მეცნიერები ე. ევერსმანი (1820—1825 წწ.) და გ. კარელინი (1832—1842 წწ.); სამხრეთ ციმბირის რელიეფსა და წიაღისეულს - რუსი გეოლოგი გ. გელმერსენი (1833—1836 წწ) და გეოგრაფი პ. ჩიხაჩოვი (1842 წ.). 1842—1845 წლებში ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ციმბირს, ხოლო 1877—1878 წლებში ფერღანის ღრმულს სწავლობდა რუსი ბუნებისმეტყველი ა. მიდენდორფი. 1848—1865 წლებში რუსმა აკადემიკოსმა ვ. აბიხმა გამოიკვლიაკავკასიის რელიეფი და წიაღი. 1843—1853 წლებში რუსი ზღვაოსანი გ. ნეველსკოი და მისი თანამოღვაწენი იკვლევდნენსახალინისა და ქვემო ამურისპირეთის ნაპირებს. 1846—63 წლებში პ. ჩიხაჩოვმა გამოიკვლია მცირე აზია. 1848—63 წლებში რუსმა ზღვაოსანმა ა. ბუტაკოვმა აღწერაარალის ზღვა,ამუდარია დასირდარია. ცნობები ჩინეთის შუა და ჩრდილოეთ ნაწილების შესახებ შეკრიბა ამერიკელი მოგზაურის რ. პამპელისა (1862—1865 წწ.) და გერმანელი გეოგრაფის, ფ. რიხტჰოფენის (1868—1872 წწ.) ექსპედიციებმა. XIX საუკუნის შუა წლებიდან მკვეთრად იზრდება სხვადასხვა ინსტიტუტების, აკადემიების, მუზეუმების, მეტეოსამსახურისა და სამეცნიერო საზოგადოებების კოლექტიური გამოკვლევების როლი. ინგლისელებმა შექმნეს სამეფო ბენგალიური სააზიო საზოგადოება, ფრანგებმა — სააზიო საზოგადოებაპარიზსა დაჰანოიში, ჰოლანდიელებმა — სამხრეთ აზიის შემსწავლელი საზოგადოება, გერმანელებმა — აღმოსავლეთ აზიის შემსწავლელი საზოგადოება და გერმანიის აღმოსავლეთური საზოგადოება. XIX საუკუნის ბოლოს ფართო საქმიანობა გააჩაღეს იაპონურმა კვლევითმა დაწესებულებებმა, სამეცნიერო საზოგადოებებმა და სამხედრო-გეოგრაფიულმა დაწესებულებებმა. 1845 წელს შეიქმნა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება. ჩრდილოეთ აზიის შესწავლას ხელს უწყობდა ციმბირის სარკინიგზო მაგისტრალის გაყვანა. ჩრდილო-აღმოსავლეთი გასასვლელის ათვისების იდეა, რომელიც ჯერ კიდევმიხეილ ლომონოსოვმა წამოაყენა XVIII საუკუნეში, პირველმა განახორციელა პოლარეთის მკვლევარმა შვედმა ნ. ა. ე. ნორდელშენდმა 1878—1879 წლებში. მან საზღვაო გზით შემოუარა ჩრდილოეთ აზიას დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. რუსეთის ექსპედიციამ ბ. ვილკიცკის მეთაურობით 1913—1915 წლებში გაიარა ეს გზა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და აღმოაჩინა ჩრდილოეთის მიწა.
შვედი სვენ ჰედინი სწავლობდა ცენტრალურ აზიას. 1893—1908 წლებში მან აღმოაჩინა განდისიშან-ტრანსჰიმალაი და განაგრძობდა კვლევას 1927—1935 წლებში.
XX საუკუნეშიიაპონიაში შეიქმნა აღმოსავლეთ აზიის შემსწავლელიგეოლოგიურ-გეოგრაფიული სკოლა (ბ. კოტო, ნ. იამაძაკი, ხ. იაბე, ტ. კობაიასი და სხვა).მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო მოქმედების წყნაროკეანური არეალის მოსამზადებლად იაპონიისა და აშშ-ის სამხედრო-გეოგრაფიულმა სამსახურებმა ვრცელი ტოპოგრაფიული აგეგმვა ჩაატარეს.
ინდის ცივილიზაციის გავრცელების არეალიუძველესი შუმერული წარწერა. ძვ. წ. 3100-3000 წწ.
აზია სამი უძველესი ცივილიზაციის სამშობლოა. მათგან ყველაზე ძველიაშუმერი, რომელიც ძვ. წ. VI-III ათასწლეულებში არსებობდამესოპოტამიაში, მდინარეებისტიგროსისა დაევფრატის გარშემო. ცივილიზაცია შუმერში რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში არსებობდა და ვითარდებოდა. ზოგადად, უძველესი ცივილიზაციები სწორედ მდინარეთა გარშემო ჩამოყალიბდნენ —ინდის ცივილიზაცია ძვ. წ. 2000-2500 წლებში მდინარე ინდის ველზე განვითარდა. ქალაქების მოჰენჯო-დაროსა და ჰარაპას გარდა,[25] ამ ადრეული ცივილიზაციის შესახებ თითქმის არაფერია დარჩენილი. თუმცა ეს ქალაქები იმდენად კარგად გათვლილი გეგმის მიხედვითაა აგებული, რომ აშკარაა აქ ცივილიზაცია საკმაოდ მაღალ საფეხურზე იდგა. ინდის ველზე გაშლილი ქალაქების ქუჩები მოკირწყლული იყო, სახლები დაცული იყოს ხმაურის, სუნისა და ქურდებისაგან, ჰქონდათ საკუთარი ჭები და სანიტარული კვანძები. ქალაქებს ჰქონდა კანალიზაცია. ძვ. წ. 1700-იან წლებში ინდის ველზე გაშლილი ცივილიზაცია განადგურდა, თუმცა მიზეზი საიდუმლოდ რჩება. ჩინური კიხუანხესა დაიანძის გარშემო ჩამოყალიბდა.[26] აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელს არსებობა არასდროს შეუწყვეტია და ძვ. წ. 3500 წლიდან უწყვეტად გრძელდება. ამ ცივილიზაციებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს აზიის მომავალ განვითარებაზე.შუმერების გამოგონებათა შორისაა დამწერლობა, ბორბალი და ირიგაცია.[27]
ევროპული კოლონიალიზმი
ნიდერლანდების კოლონიების ზრდა აზიაშიბრიტანეთის კოლონიები აზიაში 1919 წელს
ვასკო და გამას მიერ ინდოეთამდე საზღვაო გზის აღმოჩენისა დამაგელანის ექსპედიციის შემდეგ ესპანელებმა და პორტუგალიელებმა აზიის ქვეყნების საკუთარ კოლონიებად გადაქცევა დაიწყეს. აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელთა კოლონიები ძირითადად სავაჭრო მიზნებს ემსახურებოდა და ფართობით არ გამოირჩეოდა. მიუხედავად ამისა მათ კოლონიები XX საუკუნის მეორე ნახევრამდე შეინარჩუნეს (გოა ინდოეთში,მაკაო ჩინეთში,აღმოსავლეთი ტიმორი და სხვა). XVI საუკუნის 60-70-იან წლებში ესპანელებმა დაიწყეს ფილიპინების დაპყრობა. პორტუგალიისა და ესპანეთის მიერ დაწყებული აზიის კოლონიზაცია XVII საუკუნეში ნიდერლანდებმა და ინგლისმა განაგრძეს. 1602 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ექსპლუატაცია-შესწავლას სათავეში ჩაუდგა ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანია,[28] რომელიც 1619 წლიდან იავაზე დამკვიდრდა. XVII—XIX საუკუნეებში ინდონეზია ხელთ იგდეს ჰოლანდიელმა კოლონიზატორებმა.[29]
XVIII—XIX საუკუნეებში ინდოეთი ინგლისის კოლონიად გადაიქცა. XIX საუკუნეში მათვე დაიპყრეს ბირმა, ფრანგებმა - ვიეტნამი, კამბოჯა და ლაოსი, ამერიკელებმა — ფილიპინები. XIX—XX საუკუნეებში აზიის მრავალ არაბულ ქვეყანაში ბრიტანეთი და საფრანგეთი გაბატონდნენ. ევროპულ კოლონიზაციას მხოლოდ რამდენიმე აზიური ქვეყანა გადაურჩა, თუმცა ისინიც მათ ძლიერ გავლენას განცდიდნენ. XIX—XX საუკუნეებში მნიშვნელოვან იმპერიას წარმოადგენდარუსეთის იმპერია. აზიის დეკოლონიზაციის პროცესი არსებითად XX საუკუნის მეორე ნახევარში დასრულდა. სწორედ ამ დროს მიიღო დამოუკიდებლობა ევროპული ქვეყნების კოლონიების უმეტესობამ.[30]
XX ს-ის დასაწყისისათვის აზიის ქვეყნების უმეტესობა ევროპულ სახელმწიფოთა კოლონიებს წარმოადგენდა,დასავლეთი აზიის დიდი ნაწილი კიოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა. ომის საწყის პერიოდში აზიურ ფრონტს რუსეთ-ოსმალეთის საზღვარი წარმოადგენდა, სადაც, ძირითადად რუსეთისა და ოსმალეთის ჯარები ებრძოდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ოპერაციებმა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, დასავლეთ აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა. ომის შემდეგოსმალეთის იმპერია მსოფლიოს რუკიდან გაქრა. მის ადგილასთურქეთი გაჩნდა, მისი პროვინციების უმეტესობა კი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამფლობელოებად იქცა.[31][32]
პირველ მსოფლიო ომში ევროპული მეტროპოლიები აქტიურად იყენებდნენ საკუთარი კოლონიების ფიზიკურ და ეკონომიკურ რესურსებს, რის გამოც ომში აზიის მრავალი ქვეყანა მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო ოპერაციები აზიის მცირე ნაწილზე მიმდინარეობდა.
მეორე მსოფლიო ომი აზიისათვის ევროპაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. საბრძოლო მოქმედებებმა უზარმაზარი ტერიტორია მოიცვა:ჩინეთი,კორეა,ინდოჩინეთის ნახევარკუნძული,მალაის არქიპელაგი და მიმდებარე ტერიტორიები. აგრესორსა და ოკუპანტსიაპონია წარმოადგენდა, რომელმაც იმპერიის გასაფართოვებლად ბრძოლა ადრევე დაიწყო, მაგრამ ომის განმავლობაში ამან განსაკუთრებით მძაფრი ხასიათი მიიღო. იაპონიის ჯარებმა და ფლოტმა უზარმაზარი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინეს, თუმცა მოკავშირეების,გერმანიისა დაიტალიის დამარცხების შემდეგ მოკავშირეებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია. საბჭოთა კავშირმა დაიწყო საომარი ოპერაციები კორეისა და ჩინეთის გასათავისუფლებლად. ინგლისელებმა და ამერიკელებმა კი გაათავისუფლესსამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. იაპონია დანებებას არ აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკელებმაჰიროსიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვა[33][34] განახორციელეს, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. სწორედ ეს თარიღი — 1945 წლის 2 სექტემბერი ითვლება ომის დასასრულად. იაპონიამ დაკარგა არა მხოლოდ დაპყრობილი ტერიტორიები, არამედ ჩრდილოეთისახალინი დაკურილის კუნძულებიც, რომლებიც საბჭოთა კავშირს გადაეცა. ომმა უზარმაზარი მატერიალური და ადამიანური ზარალი მიაყენა მრავალ ქვეყანას. მეორე მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა აზიის მომავალი განვითარება. იაპონიამ დომინანტი ქვეყნის სტატუსი დაკარგა და ადგილისაბჭოთა კავშირს დაუთმო. ომის დასრულებას კოლონიებში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა, რის შემდეგაც მრავალმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
XXI საუკუნის დასაწყისი აზიისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძვრებით ხასიათდება. აღსანიშნავია მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც სხვა კონტინენტებთან ერთად აზიაც დააზარალა;არაბული გაზაფხული, რომელმაც 2010—2011 წლებში თითქმის მთელიდასავლეთი აზია მოიცვა;სირიის სამოქალაქო ომი; 2012 წლის სპარსეთის ყურის კრიზისი[36] და სხვა. XXI საუკუნეში აზიის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემატერორიზმია, რომლის მსხვერპლიც ყოველ წელს (განსაკუთრებით ისლამურ ქვეყნებში) მრავალი ადამიანი ხდება.
ტაჯ-მაჰალის მავზოლეუმი — აზიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა.რაბინდრანათ თაგორი — ნობელის პრემიის პირველი აზიელი ლაურეატი.
აზიას ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი კულტურაა გააჩნია. მათგან ზოგიერთი (შუმერული ცივილიზაცია,ინდის ცივილიზაცია და ჩინური ცივილიზაცია) მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციათა რიცხვს მიეკუთვნება. აღსანიშნავიაისლამური კულტურაც, რომელიც მათსავით ძველი არაა, მაგრამახლო აღმოსავლეთის,შუა დასამხრეთი აზიის ქვეყნების ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა.არაბულმა კულტურამ უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანაჩრდილოეთი აფრიკისა და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის, განსაკუთრებით,ესპანეთის განვითარებაში და მნიშვნელოვანი კვალი დააჩნია მათ კულტურასა და ისტორიას.აღმოსავლეთ აზიის კულტურები მრავალი საუკუნის განმავლობაში გარე სამყაროსაგან იზოლაციაში ვითარდებოდნენ, თუმცა XIX და განსაკუთრებით, XX საუკუნიდან მათ ფართო გავრცელება ჰპოვეს არა მხოლოდ აზიაში, არამედ მთელ მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ მრავალ აზიურ კულტურას ფართო გავრცელების არეალი აქვს, თითოეულ ქვეყანას მაინც მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური კულტურა გააჩნია.
ამჟამად აზიის ტერიტორიაზე მდებარეობს 48 სუვერენული სახელმწიფო, 3 სამფლობელო და 2 გაურკვეველი საერთაშორისო სტატუსის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ აზიის მრავალ ქვეყანას აწუხებს სეპარატიზმის პრობლემა. აზიის ქვეყნების მრავალი რეგიონი ცენტრალურ ხელისუფლებას არ ემორჩილება და დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად იბრძვის, რაც მრავალ პოლიტიკურ და სამხედრო კონფლიქტს იწვევს. ამჟამად აზიაში მრავალი დე ფაქტო დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულია, რომლებიც არ არიან აღიარებულნი საერთაშორისო საზოგადოების მიერ (მაგ.მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა,სამხრეთ ოსეთი,აფხაზეთი,ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, თამილ-ილამი, ერაყის ქურთისტანი და სხვა).
Display Maps. The Soil Maps of Asia. European Digital Archive of Soil Maps – EuDASM. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
Asia Maps. Perry-Castañeda Library Map Collection. University of Texas Libraries. ციტირების თარიღი: 20 July 2011.
Asia. Norman B. Leventhal Map Center at the Boston Public Library. დაარქივებულიაორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2011. ციტირების თარიღი: 26 July 2011.
Bowring, Philp (12 February 1987).„What is Asia?“.Eastern Economic Review. Columbia University Asia For Educators.135 (7). დაარქივებულიაორიგინალიდან — 28 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 15 თებერვალი 2012.
↑ (1999)National Geographic Atlas of the World, 7th, Washington, DC: National Geographic.ISBN978-0-7922-7528-2. "Europe" (pp. 68–9); "Asia" (pp. 90–1): "A commonly accepted division between Asia and Europe is formed by the Ural Mountains, Ural River, Caspian Sea, Caucasus Mountains, and the Black Sea with its outlets, the Bosporus and Dardanelles."
↑ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1913 წ.nobelprize.org. „The Nobel Prize in Literature 1913 was awarded to Rabindranath Tagore "because of his profoundly sensitive, fresh and beautiful verse, by which, with consummate skill, he has made his poetic thought, expressed in his own English words, a part of the literature of the West".”
↑ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1968 წ.nobelprize.org. „The Nobel Prize in Literature 1968 was awarded to Yasunari Kawabata "for his narrative mastery, which with great sensibility expresses the essence of the Japanese mind".”
↑ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1994 წ.nobelprize.org. „The Nobel Prize in Literature 1994 was awarded to Kenzaburo Oe "who with poetic force creates an imagined world, where life and myth condense to form a disconcerting picture of the human predicament today".”
↑ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 2000 წ.nobelprize.org. „The Nobel Prize in Literature for 2000 goes to the Chinese writer Gao Xingjian"for an œuvre of universal validity, bitter insights and linguistic ingenuity, which has opened new paths for the Chinese novel and drama".”
↑ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 2006 წ.nobelprize.org. „The Nobel Prize in Literature 2006 was awarded to Orhan Pamuk "who in the quest for the melancholic soul of his native city has discovered new symbols for the clash and interlacing of cultures".”