Movatterモバイル変換


[0]ホーム

URL:


შინაარსზე გადასვლა
ვიკიპედიათავისუფალი ენციკლოპედია
ძიება

ავსტრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავსტრიის რესპუბლიკა
Republik Österreich
ავსტრია
ავსტრიის
დროშაგერბი
ჰიმნი: Land der Berge, Land am Strome
Land of Mountains, Land by the River
ავსტრიის მდებარეობა ევროპაში
ავსტრიის მდებარეობა
ავსტრიის მდებარეობა ევროპაში
ავსტრიის მდებარეობა
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ვენა
48°12′ ჩ. გ.16°21′ ა. გ. / 48.200° ჩ. გ. 16.350° ა. გ. /48.200; 16.350
ოფიციალური ენაგერმანული[ა]
ეთნიკური ჯგუფები (2012)
ეთნოქორონიმიავსტრიელი
მთავრობაფედერალურისაპარლამენტო რესპუბლიკა
 - პრეზიდენტიალექსანდერ ვან დერ ბელენი
 - კანცლერიკრისტიან შტოკერი(ÖVP)
საკანონმდებლო ორგანოპარლამენტი
 - ზედა პალატაფედერალური საბჭო
 - ქვედა პალატაეროვნული საბჭო
დამოუკიდებლობა
 - აღმოსავლეთი მარკა 976 
 - ავსტრიის საჰერცოგო1156 
 - ავსტრიის საერცჰერცოგო1453 
 - ავსტრიის იმპერია1804 
 - ავსტრია-უნგრეთის იმპერია1867 
 - პირველი რესპუბლიკა1918 
 - ფედერალური სახელმწიფო1934 
 - ანშლუსი1938 
 - მეორე რესპუბლიკა1945-დან 
 - სახელმწიფო ხელშეკრულება ძალაში27 ივლისი, 1955 
 - ევროკავშირშიგაწევრიანება1 იანვარი, 1995 
ფართობი
 - სულ83 871 კმ2 (115-ე)
 - წყალი (%)1.7
მოსახლეობა
 - 2020 წლის იანვარი აღწერა8 902 600[3] (98-ე)
 - სიმჭიდროვე106 კაცი/კმ2 (106-ე)
მშპ (მუპ)2018 შეფასება
 - სულ$461.432 მილიარდი[4]
 - ერთ სულ მოსახლეზე$51,936[4] (მე-17)
მშპ (ნომინალი)2018 შეფასება
 - სულ$477.672 მილიარდი[4] (29-ე)
 - ერთ სულ მოსახლეზე$53,764[4] (მე-13)
ჯინი (2019)27.5[5]
დაბალი ·მე-14
აგი (2018) 0.914[6]
ძალიან მაღალი ·მე-20
ვალუტაევრო ()[ბ] (EUR)
სასაათო სარტყელიUTC+01:00(UTC+1)
 - ზაფხული (DST)UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობამარჯვენა
სატელეფონო კოდი+43
ინტერნეტ-დომენი.at[გ]
ა.^ ხორვატული,ჩეხური,უნგრული,რომანი,სლოვაკური, დასლოვენური ოფიციალურად აღიარებულიარეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
ბ.^ ავსტრიული შილინგი 1999 წლამდე; ვირტუალური ევრო 1999 წლის 1 იანვრიდან; ევრო 2002 წლის 1 იანვრიდან.
გ.^ ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი.eu.

ავსტრია (გერმ. Österreich), ოფიციალურადავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) —ფედერალური სახელმწიფოცენტრალურ ევროპაში, რომელსაცარ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. შედგება ცხრაფედერალური შტატისგან; ერთ-ერთი მათგანიავენა, ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრებაგერმანია, ჩრდილოეთით —ჩეხეთი, აღმოსავლეთით —უნგრეთი, ჩრდილო-აღმოსავლეთით —სლოვაკეთი, სამხრეთით —სლოვენია დაიტალია, დასავლეთით -შვეიცარია დალიხტენშტაინი. ფართობი — 83 879 კმ². მოსახლეობა — დაახლოებით 9 მილიონი. სახელმწიფო ენა —გერმანული,[7] ასევე ოფიციალური ენებია:გრადიშიულ-ხორვატიული,უნგრული დასლოვენური.[8] დღესასწაული —26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

ავსტრია პირველად 976 წელს,მარკის სტატუსით გამოჩნდა და შემდეგ გადაიქცასამთავროდ დასაჰერცოგოდ. XVI საუკუნის ბოლოს ავსტრია გახდაჰაბსბურგთა მონარქიის გული დაჰაბსბურგების, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სამეფო დინასტიის, „უმცროსი-ფილიალი“. როგორც სამთავრო, იყოსაღვთო რომის იმპერიის ადმინისტრაციული ცენტრი. XIX საუკუნის დასაწყისში ავსტრიამ ჩამოაყალიბა საკუთარი იმპერია, რომელიცგერმანიის კავშირის წამყვანი ძალა, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა საკუთარ კურსს გერმანიის სხვა სახელმწიფოებისგან დამოუკიდებლად.ავსტრო-პრუსო-იტალიური ომის შემდეგ,ავსტრია-უნგრეთის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა ორმაგი სახელმწიფო -ავსტრია-უნგრეთის იმპერია.

ავსტრია-უნგრეთის სავარაუდო მემკვიდრის,ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ,ფრანც იოზეფ I-ის მეთაურობით ავსტრიაპირველ მსოფლიო ომში ჩაერთო. მონარქიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, გერმანიასთან კავშირის დამყარების მიზეზით გამოცხადდა, რომ იქმნებოდაგერმანია-ავსტრიის იმპერია, თუმცა საბოლოოდ, კავშირი ვერ შედგა. 1919 წელსავსტრიის პირველი რესპუბლიკა გახდა ავსტრიის კანონიერი „მემკვიდრე“. 1938 წელს ავსტრიაში დაბადებულმა ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც გახდა გერმანიის რაიხის კანცლერი,ანშლუსით ავსტრიის ანექსიას მიაღწია. 1945 წელს ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ, ავსტრია ხელახლა დაარსდა როგორც სუვერენული და თვითმმართველი დემოკრატიული ერი, რომელიც ცნობილია მეორე რესპუბლიკის სახელით.

მმართველობის მხრივ, ავსტრია არისსაპარლამენტოწარმომადგენლობითი დემოკრატია უშუალოდ არჩეული ფედერალური პრეზიდენტით (სახელმწიფოს მეთაური) და კანცლერით (ფედერალური მთავრობის მეთაური).ძირითადი ქალაქებიაგრაცი,ლინცი,ზალცბურგი დაინსბრუკი. მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, ავსტრია შედისმსოფლიოს 20 უმდიდრეს ქვეყანაში. ქვეყანამ მიაღწია ცხოვრების მაღალ სტანდარტს: 2018 წელს მსოფლიოში ავსტრიელებიადამიანების განვითარების ინდექსით მსოფლიოში მე-20 ადგილზე იყვნენ. ცხოვრების დონის მაჩვენებლით, ვენა საერთაშორისო რეიტინგში მუდმივად პირველ ადგილს ინარჩუნებს.[9]

1955 წელს, ავსტრიამ საგარეო პოლიტიკურ საკითხებში მუდმივი ნეიტრალიტეტი გამოაცხადა. 1955 წლიდან არისგაეროს წევრი,[10]ევროპის კავშირს იგი 1995 წელს შეუერთდა.[11] ავსტრიაში მდებარეობსევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა დანავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციის სათაო ოფისები; აგრეთვე, ქვეყანა არისეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის დაინტერპოლის დამფუძნებელი წევრი.[12] ავსტრიამ 1995 წელს ხელი მოაწერაშენგენის ხელშეკრულებას,[13] ხოლო 1999 წელს ქვეყანამევრო ვალუტად მიიღო.[14]

სახელწოდება

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
996 წლის დოკუმენტიOstarrîchi document. სადაც პირველად იყო გამოყენებული ტერმინი:Ostarrîchi

გეოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ავსტრიის გეოგრაფია.
ავსტრიის ფედერაცია

ავსტრია მდებარეობსცენტრალურ ევროპაში, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და ბალტიის სანაპიროებიდანხმელთაშუა ზღვამდე გამავალ მნიშვნელოვან გზების გადაკვეთაზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია:გერმანია,ჩეხეთი,სლოვაკეთი,უნგრეთი,სლოვენია,იტალია,შვეიცარია,ლიხტენშტაინი.

ავსტრიის ბუნება მრავალფეროვანია. ევროპის ყველაზე დიდი მდინარე დუნაი გადის ავსტრიაში. ავსტრიის თითქმის ¾ უჭირავთ აღმოსავლეთალპებს (გროსგლოკნერის მწვერვალი 3797 მ-ია). ბევრი მწვერვალი მუდმივი თოვლითა და ყინულითაა დაფარული, ქვევით გადაშლილია ალპური და სუბალპური მდელოები, რომლებიც შესანიშნავი საძოვრებია. 2000-2200 მ სიმაღლემდე მთის ფერდობები ტყითაა დაფარული. მხოლოდ ფინეთსა და შვედეთს ჩამორჩება ავსტრია ტყის სიმდიდრით.

ავსტრიის აღმოსავლეთ ნაწილში მთები დაბლდება. აქ იჭრება შუა დუნაის დაბლობის ნაწილი — ვენის აუზი. ჩრდილო-აღმოსავლეთის ვაკე და გორაკიანი ტერიტორია უფრო დასახლებული და ეკონომიკურად მნიშვნელოვანი რაიონია. ავსტრია მდინარეებით მდიდარი ქვეყანაა, რომლებზეც არაერთი ჰიდროელექტროსადგურია აგებული. სანაოსნოდ მხოლოდ დუნაია გამოყენებული. ბოდენისა და ნოიზიდლერ-ზეეს დიდი ტბების მხოლოდ ნაწილი ეკუთვნის ავსტრიას.

ავსტრია მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ იღებენ ნავთობს (ჩრდილო-აღმოსავლეთში), მურა ნახშირს, რკინის მადანს, მაგნეზიტს (მსოფლიოში ყველაზე დიდი მარაგითა და მოპოვებით), გრაფიტს. არის ფერადი ლითონების მცირე საბადოებიც.

კლიმატი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ავსტრიის დიდი ნაწილი მოქცეულია ცივი ზომიერი კლიმატის ზონაში, სადაც ხშირად ვხვდებით ტენიან ქარს. ქვეყნის დაახლოებით სამი მეოთხედი ნაწილი ალპებს უკავია და აღნიშნულ ტერიტორიებზე, შესაბამისად, ალპური კლიმატი დომინირებს. აღმოსავლეთით, შუა დუნაის დაბლობსა და დუნაის ხეობის გასწვრივ, კლიმატი შედარებით კონტინენტური ხდება; აქ, ალპურ ზონასთან შედარებით, ნაკლები წვიმა მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის პერიოდში ავსტრიაში ცივა (−10°C-დან 0°C-მდე), ზაფხულში შეიძლება საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდეს.[16]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ავსტრიაში ვხვდებით შემდეგი კლიმატის ტიპებს:ოკეანური კლიმატი,ნოტიო კონტინენტური კლიმატი, სუბარქტიკული/სუბალპური კლიმატი,ტუნდრისთვის დამახასიათებელი კლიმატი, პოლარული კლიმატი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ავსტრიას შეიძლება ჰქონდეს ძალიან ცივი, ძლიერი ზამთარი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ქვეყანაში ვხვდებით ისეთ ზამთარს, როგორსაც აღნიშნულ კლიმატურ სარტყელში მდებარე სხვა ტერიტორიებზე ვხვდებით (მაგალითად,სამხრეთ სკანდინავიასა დააღმოსავლეთ ევროპაში). აგრეთვე, ხეობებთან და დაბლობებთან შედარებით, შემაღლებულ ადგილებში ზაფხული უფრო ცივია. ოკეანური კლიმატის გავლენის გამო, ალპების გარშემო არსებული ტუნდრისთვის დამახასიათებელი და სუბარქტიკული კლიმატი სხვა ამგვარ ტერიტორიებთან შედარებით უფრო თბილია.[17][18][19]

ისტორია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ავსტრიის ისტორია.

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ. წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარედუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.

XIV—XV საუკუნეებშიჰაბსბურგებმა დაიწყეს ავსტრიის საჰერცოგოს პროვინციების შემოერთება.1438 წელს ჰერცოგიალბრეხტ II ჰაბსბურგი მისი სიმამრის,სიგიზმუნდ I ლუქსემბურგის მემკვიდრედ აირჩიეს, თუმცა ალბერტმა მხოლოდ ერთი წელი იმეფა. ამ დროიდან საღვთო რომის იმპერიის ყველა იმპერატორი ჰაბსბურგების გვარიდან იყო, გარდა ერთი გამონაკლისისა.

აგრეთვე ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობითი მიწების გარდა სხვა მიწების შემოერთებაც დაიწყეს.1477 წელსფრიდრიხ III-ს ერთადერთი შვილი,ერცჰერცოგი მაქსიმილიანი დაქორწინდა მარია ბურგუნდიელზე, რის წყალობითაც ჰაბსბურგების საკუთრებაში გადავიდანიდერლანდების ნაწილი.[20][21] მაქსიმილიანის ვაჟი,ფილიპე I დაქორწინდაკასტილიისა დაარაგონის დედოფალზე,ხუანა I შეშლილზე, რისი საშუალებითაც ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობით მიიღესესპანეთი,იტალია,აფრიკა დაახალი მსოფლიო.[20][21]

1526 წელსმოჰაჩის ბრძოლაში ოსმალეთმა ვერ მოახდინაბოჰემიის დაუნგრეთის ნაწილის ოკუპირება ავსტრიის მმართველობის გამო.[22] ოსმალეთის ექსპანსიამ უნგრეთში გამოიწვიახშირი კონფლიქტები ორ დიდ იმპერიას შორის, რომელთა შორის გამოირჩევაცამეტწლიანი ომი უნგრეთში, რომელიც1593-1606 წლებში მიმდინარეობდა.

ავსტრიის რესუპუბლიკა შეიქმნა1918 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაცავსტრია-უნგრეთის მონარქია დაიშალა. მაშინ გამოცხადდა გერმანულ-ავსტრიული რესპუბლიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო გერმანიის ნაწილი. თუმცა1919 წლისსენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების შედეგად, ავსტრიას აეკრძალა გერმანიასთან შეერთება, ამიტომ ავსტრიის რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1919 წელს მიღებული იქნა ფედერალური კონსტიტუციური კანონი, რომელმაც ავსტრია ფედერაციულ დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკად გამოაცხადა, ხოლო ფედერაციული საბჭო, რომელიც შედგებოდა ფედერალური და ეროვნული საბჭოსაგან, ფედერალური პრეზიდენტისაგან, ფედერალური კანცლერისაგან და ფედერალური მთვრობისაგან საკანონმდებლო ორგანოდ იქნა აღიარებული.

1933 წლის4 მარტს ქრისტიან-სოციალისტმა ფედერალურმა კანცლერმა ედელბერტ დოლფუსმა დაშალა ფედერალური კრება და ერთი წლის შემდეგ გამოსცა ე. წ. „მაისის კონსტიტუცია“, რომელიც ამარტივებდა ფედერალურ კრებას. „მაისის კონსტიტუცია“ შეცვალა კორპორატიულმა სახალხო წარმომადგენლობამ.

1938 წელს მოხდა მისი შეერთებანაცისტურ გერმანიასთან (ანშლუსი), ხოლო ავსტრიის მიწები გერმანიის რეიხის შემადგენლობაში შევიდა.

1945 წლის აპრილში ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ჯარებმა ავსტრიიდან განდევნეს ვერმახტი, ფაშისტი გუბერნატორები გადააყენეს, რის შედეგადაც ხელისუფლება გადაეცა ფაშიზმის მოწინააღმდეგე ხელისუფლებას და1945 წლის27 აპრილს შეიქმნა დროებითი სახელმწიფო ხელისუფლება სოციალ-დემოკრატებისაგან, კომუნისტებისა და ქრისტიან-სოციალისტებისგან, რომლის სათავეში შტატ-კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი კარლ რენერი მოვიდა. დაიწყო დენაციფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც ავსტრია ანტიჰიტლერული კოალიციის 4 წევრ-სახელმწიფოს ჯარებით იქნა ოკუპირებული და დაიყო ოკუპაციის 4 ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონებად.1945 წლის4 ივლისს უშუალოდ დენაციფიკაციის კონტროლისათვის შეიქმნა მოკავშირეთა საკონტროლო კომისია, რომელიც შედგებოდა ავსტრიის კომუნისტური და დემოკრატიული პარტიებისგან, ხოლო1945 წლის25 ნოემბერს ჩატარდა ეროვნული საბჭოს არჩევნები.1945 წლის შემოდგომაზე აღდგა1919 წლის ფედერალური კონსტიტუციური კანონი.სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დაიწყო1947 წელს, მაგრამ ის1955 წლის15 მაისს დაიდო. იმავე წლის ოქტომბერში მიიღეს კანონი ავსტრიის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელსაც იგი იცავს დღემდე.25 ოქტომბერს მოკავშირეთა ჯარები გაიყვანეს ავსტრიის ტერიტორიიდან.

სახელმწიფო მოწყობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
კანცლერის რეზიდენცია
  • პოლიტიკური სისტემა — დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაურიპრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური — კანცლერი.
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული26 ოქტომბერი, მუდმივინეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ავსტრიის ადმინისტრაციული დაყოფა.

ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქივენა. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):

  1. ვენა (ვენა)
  2. ბურგენლანდი (აიზენშტადტი)
  3. ზალცბურგი (მიწა) (ზალცბურგი)
  4. ზემო ავსტრია (ლინცი)
  5. კარინტია (ქლაგენფურტი)
  6. ტიროლი (ინსბრუკი)
  7. ფორარლბერგი (ბრეგენცი)
  8. ქვემო ავსტრია (სანქტ-პიოლტენი)
  9. შტირია (იგივე შტაიერმარკი, გრაცი)

ქალაქები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის თითქმის მეოთხედივენაში ცხოვრობს. ქალაქი ლამაზადაა გაშენებული დუნაის ნაპირზე. ვენას მჭიდროდ ეკვრის ალპების ერთ-ერთი განშტოება —ვენის ტყე. მისი სიმაღლიდან იშლება ქალაქის ფართო პანორამა: ცენტრიდან რადიუსებით მიემართებიან მთავარი ქუჩები, რომლებსაც წრიული მაგისტრალები კვეთს. მოჩანს ეკლესიების გოთური კოშკები, პარკები. ვენა მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. ქალაქის ცენტრში არის ავსტრიელ ხუროთმოძღვართა უძველესი ქმნილებები: წმინდა სტეფანეს ტაძარი, იმპერატორის ყოფილი სასახლე და სხვა ისტორიული ნაგებობანი. რინგშტრასეზე განლაგებულია პარლამენტი, ქალაქის რატუშა, მუზეუმები, თეატრები და ევროპაში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი.

ვენის გარდა ავსტრიაში კიდევ ოთხი მნიშვნელოვანი ქალაქია:ლინცი,გრაცი,ზალცბურგი დაინსბრუკი. ლინცი ზემო ავსტრიის მხარის მთავარი ქალაქია. იგიშავი მეტალურგიისა და კოქსქიმიის ცენტრია. ფოლადჩამომსხმელი ქარხნები და საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ მოწყობილობას მეტალურგიულ, ქიმიურ და სხვა ქალაქებისათვის, გაერთიანებულია მძლავრ კონცერნ„ფესტალპინეში“. იგი ერთ-ერთი უდიდესი კონცერნია ევროპაში. გრაცი შტირიის ადმინისტრაციული ცენტრია. იგი სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის და კვების მრეწველობის მსხვილი ცენტრია. გრაცი ცნობილია თავისი სასწავლებლებით, განსაკუთრებით ძველი უნივერსიტეტით. ზალცბურგი ამავე სახელწოდების მხარის ცენტრია. იგი ცნობილია თავისი ძველი მუსიკალური ტრადიციებით. ზალცბურგში დაიბადამოცარტი. მდინარე ინის ხეობაში მდებარეობს ტიროლის ცენტრი ინსბრუკი. იგი არის ევროპული მნიშვნელობის დიდი სატრანსპორტო კვანძი და საერთაშორისო ტურიზმის ცენტრი, ალპინისტებისა და სამთომეთხილამურეთა „დედაქალაქი“.

დემოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ბავშვები ავსტრიაში, აუს (ვორარლბერგი) მახლობლად

სტატისტიკ-ავსტრიის 2020 წლის მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონია.[23] ქვეყნის დედაქალაქის, ვენას მოსახლეობა აღემატება 1.9 მილიონს (2.6 მილიონი გარეუბნების ჩათვლით), რაც მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედია. იგი ცნობილია თავისი კულტურით და ცხოვრების მაღალი დონით.

ვენა მოსახლეობის მიხედვით, ავსტრიის ქვეყნებს შორის, ერთპიროვნული ლიდერია. მეორე უმსხვილესი ქალაქია გრაცი (291 007), რომელსაც, შესაბამისად,ლინცი (206 604),ზალცბურგი (155 031),ინსბრუკი (131 989) დაკლაგენფურტი (101 303) მოსადევს. ყველა სხვა ქალაქის მოსახლეობა 100 000-ზე მცირეა.

ევროსტატის მიხედვით, 2018 წელს ავსტრიის მოსახლეობაში დაახლოებით 1.69 მილიონი უცხოეთში-დაბადებული ადამიანი შედიოდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 19.2 %-ს შეადგენს. აქედან 928 700 (10.5 %) დაბადებულია ევროკავშირის გარეთ, ხოლო 762 000 (8.6 %) - ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში.[24] ქვეყნის მოსახლეობაში აგრეთვე შედის 483 100 სხვა ქვეყანაში-დაბადებულთა მცხოვრებლების შთამომავალი.[25]

ავსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს, დაახლოებით 350 000 წევრით, თურქები ქმნიან.[26] 2003 წელს, ლეგალურად, 13 000 თურქი შემოვიდა ქვეყანაში, ხოლო არალეგალურად შემოსულთა რაოდენობა უცნობია. ერთად, სერბები, ხორვატები, ბოსნიელები, მაკედონელები და სლოვენიები, ავსტრიის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 5.1 %-ს ადგენენ.

2017 წლის მონაცემებით, შობადობის მაჩვენებელი იყო 1.52 ბავშვი/ქალზე,[27] რაც საშუალო სტანდარტთან შედარებით (2.1 ბავშვი/ქალზე) დაბალია; 2017 წელს დაფიქსირებული შედეგი მნიშვნელოვნად ჩამორჩება 1873 წელს დაფიქსირებულ შედეგს (4.83 ბავშვი/ქალზე).[28] 2015 წელს, დაუქორწინებელი ქალების ბავშვებს მიეკუთვნებოდა მთლიანი ახლადდაბადებული ბავშვების 42.1 %.[29] შედეგად, ავსტრიას, საშუალოდ 44.2 წლით, მსოფლიოში მე-12 ყველაზე ხნიერი მოსახლეობა ჰყავს.[30] 2016 წლის მონაცემებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლოვობა არის 81.5 წელი (78.9 წელი კაცებში, ხოლო 84.3 წელი ქალებში).[31]

ლაპარაკობენ გერმანულ დიალექტებზე. კარინტიასა და შტირიაში ცხოვრობენ სლოვენები, აღმოსავლეთით კი ხორვატები და უნგრელები. ავსტრიის ერი ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნებებისა და ტომების შერევის შედეგად, რომლებშიც თუმცა ჭარბობდნენ გერმანელები, მაგრამ არანაკლები როლი ითამაშეს კელტებმა, რეტებმა, ილირიელებმა, მოგვიანებით კი სლავებმა.

ენა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ავსტრიაში უმეტესწილად საუბრობენ სტანდარტულავსტრიულ გერმანულ ენაზე, რომელსაც განათლებაში, გამოცემებსა და ვებსაიტებში იყენებენ. აღნიშნული ენა ჩვეულებრივიგერმანულის თითქმის იდენტური ენაა, თუმცა ისინი ერთმანეთისგან ლექსიკით განსხვავდებიან. აღნიშნული სტანდარტული გერმანული ენა გამოიყენება ოფიციალურ კონტექსტებში გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ლიხტენშტაინში; მას აგრეთვე იყენებენ იტალიაში, ბელგიასა და დანიაში მცხოვრები გერმანულენოვანი უმცირესობათა ჯგუფები. თუმცა, ავსტრიის სახელმწიფო ენა არა სტანდარტული გერმანული, არამედავსტრიულ-ბავარიულია (უმაღლესი გერმანული ადგილობრივი დიალექტური ფორმა). გერმანულ ენა ან მისი დიალექტური ფორმა ავსტრიის მთლიანი მოსახლეობის 88.6 %-სთის არის მშობლიური ენა, მათ შორის შედის გერმანიაში დაბადებული ავსტრიის მოქალაქეებიც (2.5 %); შემდეგ მოდიან: თურქულ (2.28 %), სერბულ (2.21 %), ხორვატულ (1.63 %), ინგლისურ (0.73 %), უნგრულ (0.51 %), ბოსნიურ (0.43 %), პოლონურ (0.35 %), ალბანურ (0.35 %), სლოვენურ (0.31 %), ჩეხურ (0.22 %), არაბულ (0.22 %) და რუმინულ (0.21 %) ენაზე მოსაუბრეები.[32]

სტატისტიკ-ავსტრიის 2001 წლის მონაცემების მიხედვით, ავსტრიაში სულ 710 926 სხვა ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობდა. აქედან ყველაზე დიდ, 283 334 წევრიან, ჯგუფს ქმნიან ყოფილიიუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეები (მათგან 135 336 საუბრობს სერბულ ენაზე; 105 487 - ხორვატულ ენაზე; 31 591 - ბოსნიურ ენაზე; 272 414 -ადგილობრივ ენაზე; ამას ემატება 6902 სლოვენიურ და 4018 მაკედონიურ ენაზე მოსაუბრე).

ენობრივი და ეთნიკური თვალსაზრისით, ავსტრიაში მეორე უდიდეს ჯგუფს თურქები (ქურთების ჩათვლით) ქმნიან; მათი ამჟამინდელი რაოდენობა დაახლოებით არის 200 000-300 000.[33] შემდეგ მოდიან: 124 392 გერმანულ ენაზე მოსაუბრე (იგულისხმება ის ხალხი, რომელთათვისაც გერმანული არისდედაენა; უმეტესად გერმანელი ემიგრანტები), 123 417 ინგილისურ; 24 446 ალბანურ; 17 899 პოლონურ; 14 699 უნგრულ; 12 216 რუმინულ; 10 000 მალაილურ; 7982 არბულ; 6891 სლოვაკურ; 6707 ჩეხურ; 5916 სპარსულ; 5677 იტალიურ; 5466 რუსულ; 5213 ფრანგულ; 4938 ჩინურ; 4264 ესპანურ; 3503 ბულგარულ ენაზე მოსაუბრეები.

რელიგია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
რელიგია ავსტრიაში (2017)[34][35][36]
რომის კათოლიკური ეკლესია
  
56.9%
აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია
  
8.8%
პროტესტანტიზმი
  
3.3%
ისლამი
  
8%
ბუდიზმი
  
0.3%
არცერთი
  
22.7%

2001 წელს, ავსტრიის მოსახლეობის 71 % რეგისტრირებული იყო,[37] როგორც კათოლიკე, ხოლო 5% თავს პროტესტანტად თვლიდა.[37] ავსტრიელი ქრისტიანები, როგორც კათოლიკეები, ასევე პროტესტანტები,[38] ვალდებულნი არიან გადაიხადონ წევრობის გადასახადი (გამოითვლება შემოსავლის მიხედვით — დაახლოებით 1 %) მათი ეკლესიისთვის; ამ გადახდას ეწოდება „Kirchenbeitrag“ („საეკლესიო წვლილი“). XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ავსტრიაში რელიგიის მიმდევრების და მსახურების რიცხვი მცირდება. 2018 წლის მონაცემებით, ავსტრიის კათოლიკურ ეკლესიას ჰყავს 5 050 000 წევრი (მთლიანი მოსახლეობის 56.9 %). 2015 წლის მონაცემების მიხედვით, საკვირაო ეკლესიას მოსახლეობის 7 %, ანუ 605 828 ადამიანი ესწრება.[39] ლუთერანულმა ეკლესიამ 2001-2016 წლებში აგრეთვე მიმდევართა მნიშვნელოვანი ნაწილი, 74 421 ადამიანი, დაკარგა.

2001 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 12 %-ს არ მისდევდა არცერთ რელიგიას;[37] საეკლესიო ინფორმაციის თანახმად, ეს წილი 2015 წლისთვის 20 %-მდე გაიზარდა.[40] დარჩენილი ხალხიდან, 2001 წლის მდგომარეობით დაახლოებით 340 000 ავსტრიელი ირიცხებოდა სხვადასხვა მუსლიმურ ჯგუფებში; აღნიშნულ ჯგუფში ძირითადად ირიცხება თურქეთიდან, ბოსნია და ჰერცოგოვინადან და კოსოვოდან შემოსული ხალხი.[37] 2016 წლის მონაცემებით, ქვეყანაში მუსლიმთა რიცხვი გაორმაგებულია - დაახლოებით 700 000.[41] ქვეყანაში აგრეთვე ხვდებით დაახლოებით 180 000მართლმადიდებლური ეკლესიების წევრს (უმეტესადსერბები), დაახლოებით 21 000იეჰოვას მოწმეს[42] და დაახლოებით 8100ებრაელს.[37]

ეკონომიკა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

ავსტრიას ექსპორტზე გააქვს მაგნეტიზი, გრაფიტი, დახერხილი ხე-ტყე, ქაღალდი, ცელულოზა. ექსპორტზე მოდის ქიმიური პროდუქციის მეოთხედი.

სოფლის მეურნეობა თითქმის მთლიანად აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნილებებს. გამოყენებულია მიწის ფართობის თითქმის ნახევარი, აქედან 40 % სათესია, ხოლო 60 % საათიბი და საძოვარია. სოფლის მეურნეობის მთავარი დარგიამესაქონლეობა. აშენებენ მსხვილ რქოსან საქონელს და ღორებს. მოჰყავთმარცვლეული კულტურები,კარტოფილი,შაქრის ჭარხალი. ავსტრიაში ბევრი ბაღი და ვენახია. ჭარბობს მსხვილი მიწათმფლობელობა.

ქვეყნის ეკონომიკისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმს. ალპების ულამაზესი პეიზაჟი, დუნაის ხეობა, ვენის და სხვა ქალაქების მრავალი არქიტექტურული ძეგლი, მთის მცხოვრებთა თავისებური ყოფა ავსტრიაში ყოველწლიურად 10 მლნ-ზე მეტ ტურისტს იზიდავს.

ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უჭირავს.

ტურიზმი

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ავსტრიის ტურიზმი.

მემკვიდრეობა

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები ავსტრიაში.
  • ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
  • ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
  • გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
  • ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).

ცნობილი ავსტრიელები

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
მთავარი სტატია: ცნობილი ავსტრიელები.

ბიბლიოგრაფია

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
ავსტრიავიქსიკონში
ავსტრიავიკისაწყობში

სქოლიო

[რედაქტირება |წყაროს რედაქტირება]
  1. Kommission für Migrations und Integrationsforschung der Österreichischen Akademie der Wissenschaften. Statistik Austria (2012). დაარქივებულიაორიგინალიდან — 14 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 1 აგვისტო 2014.
  2. including indigenousBurgenland Croats andCarinthian Slovenes
  3. Population by Year-/Quarter-beginning (7 November 2018). ციტირების თარიღი: 12 June 2015
  4. 4.04.14.24.3Austria. International Monetary Fund (1 April 2018). ციტირების თარიღი: 23 July 2018.
  5. Gini coefficient of equivalised disposable income - EU-SILC survey. Eurostat. ციტირების თარიღი: 19 June 2020
  6. Human Development Report 2019 en (PDF). United Nations Development Programme (10 December 2019). დაარქივებულიაორიგინალიდან — 21 მაისი 2020. ციტირების თარიღი: 10 December 2019.
  7. Austria. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online (31 May 2009). ციტირების თარიღი: 31 May 2009.
  8. The World Factbook – Austria. Central Intelligence Agency (14 May 2009). დაარქივებულიაორიგინალიდან — 30 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
  9. Lebensqualität - Wien ist und bleibt Nummer eins de. ციტირების თარიღი: 2019-10-23
  10. Jelavich 267
  11. Austria. Central Intelligence Agency (14 May 2009). დაარქივებულიაორიგინალიდან — 10 June 2009. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
  12. Austria About. OECD. დაარქივებულიაორიგინალიდან — 6 May 2009. ციტირების თარიღი: 20 May 2009.
  13. Austria joins Schengen (May 1995). ციტირების თარიღი: 30 May 2009.
  14. Austria and the euro. ციტირების თარიღი: 7 January 2018
  15. University of Klagenfurt.
  16. Average Conditions, Vienna, Austria. British Broadcasting Corporation (2006). დაარქივებულიაორიგინალიდან — 2 December 2010. ციტირების თარიღი: 24 May 2009.
  17. Austrian Meteorological Institute. ციტირების თარიღი: 12 August 2012
  18. Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 15 April 2017
  19. Zampieri, Matteo; Scoccimarro, Enrico; Gualdi, Silvio (2013).„Atlantic influence on the Alps“.Environmental Research Letters.8 (3): 034026.Bibcode:2013ERL.....8c4026Z.doi:10.1088/1748-9326/8/3/034026.ISSN 1748-9326.
  20. 20.020.1Lonnie Johnson 25
  21. 21.021.1Brook-Shepherd 11
  22. Lonnie Johnson 26
  23. Statistik Austria. STATISTIK AUSTRIA – Presse. ციტირების თარიღი: 4 April 2014
  24. Migration and migrantpopulation statistics. Eurostat.
  25. Population – Austria. Austrian Press & Information Service in the United States, Embassy of Austria.
  26. „Turkey's ambassador to Austria prompts immigration spat“.BBC News. 10 November 2010.
  27. AUSTRIA, STATISTIK. Bevölkerung. ციტირების თარიღი: 24 August 2017.
  28. Roser, Max (2014), "Total Fertility Rate around the world over the last two centuries", Our World In Data,Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=AUT
  29. Eurostat - Tables, Graphs and Maps Interface (TGM) table. ციტირების თარიღი: 17 July 2017
  30. "The World FactBook - Austria", The World Factbook, July 12, 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/au.html. წაკითხვის თარიღი: მარტი 1, 2012დაარქივებული June 10, 2009[Date mismatch], საიტზეWayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  31. The World Factbook — Central Intelligence Agency. დაარქივებულიაორიგინალიდან — 28 მაისი 2014. ციტირების თარიღი: 13 აგვისტო 2020.
  32. Die Bevölkerung nach Umgangssprache, Staatsangehörigkeit und Geburtsland. Statistik Austria. ციტირების თარიღი: 17 November 2010.
  33. „Austrians with Turkish roots fear being stripped of nationality“.The Local. 19 November 2018.
  34. WZ-Recherche 2016. Published in article: "Staat und Religionდაარქივებული 15 November 2016 საიტზეWayback Machine. ". Wiener Zeitung, January 2016.
  35. Anzahl der Gläubigen von Religionen in Österreich im Zeitraum 2012 bis 2017. Statista – Das Statistik-Portal. ციტირების თარიღი: 3 December 2018
  36. katholisch.at. Statistik. ციტირების თარიღი: 6 December 2016
  37. 37.037.137.237.337.4Census 2001: Population 2001 according to religious affiliation and nationality German. Statistik Austria. ციტირების თარიღი: 17 December 2007.
  38. Tax is only mandatory forLutherans andReformed.
  39. Katholische Kirche Österreichs, Statistik. ციტირების თარიღი: 12 February 2017.
  40. Church dataდაარქივებული 16 January 2013 საიტზეWayback Machine. retrieved 14 January 2015
  41. Zahl der Muslime in Österreich seit 2001 verdoppeltდაარქივებული 20 September 2017 საიტზეWayback Machine. diepresse.com, 4 August 2017.
  42. (1966-01-01)2015 Yearbook of Jehovah's Witnesses. Watch Tower Society, გვ.178. 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
    
ავსტრიის დროშაპირველი რესპუბლიკა(1919–1938)
ავსტრიის დროშამეორე რესპუბლიკა(1945-დან)

კარლ რენერი

    
ევროკავშირის
წევრები
დანარჩენი ევროპა
1 მთლიანადაზიაში, მაგრამ კულტურულ-პოლიტიკური კავშირები აქვსევროპასთან.
2ქვეყნების დიდი ნაწილი აზიაშია.
3აქვს დამოკიდებული და მსგავსი ტერიტორიები ევროპის გარეთ
    
ავსტრიის პორტალი – დაათვალიერეთ სტატიებიავსტრიის შესახებ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ავსტრია&oldid=4881927“-დან
კატეგორია:
დამალული კატეგორია:

[8]ページ先頭

©2009-2025 Movatter.jp