ადელ ლორი ბლუ ედკინსი[1] (ინგლ.Adele Laurie Blue Adkins, დ.5 მაისი1988 წელი,ენფილდი, ჩრდილოეთილონდონი) ცნობილია სასცენო სახელითადელი —ინგლისელი მომღერალი,ბრიტანეთის იმპერიის ორდენის მფლობელი. იგი იყოBRIT Awards-ის ცერემონიის ნომინაციის „კრიტიკოსთა არჩევანი“ გამარჯვებული.2008 წელსBBC-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვით მას ეწოდაწლის გარღვევა.2009 წელს ადელმა მიიღო ორიგრემი (საუკეთესო ახალი შემსრულებლისა და საუკეთესო ვოკალისტი ქალის კატეგორიებში).[2][3]
ადელმა მიიქცია ლეიბლისXL Recordings ყურადღება სამი სიმღერისგან შემდგარი დემო ჩანაწერით, რომელიც გამოქვეყნდა საიტზეMySpace. ლეიბლთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჩაიწერა და გამოიცა მომღერლის სადებიუტო ალბომი19. ადელს წილად ხვდა როგორც კომერციული, ასევე კრიტიკული წარმატება. ბრიტანულ ჩარტში ალბომი მოხვდა #1 ადგილზე და მიიღო ოთხი გზის პლატინის სტატუსი.[4]აშშ-ში ადელის კარიერას ხელი შეუწყო შოუსSaturday Night Live (2008) ერთ-ერთმა ეპიზოდმა, რომელსაც იმ დროისათვის მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა ჰყავდა. მეორე ალბომი21 გამოვიდა2011 წლის 24 იანვარს ბრიტანეთში, ხოლო აშშ-ში - იმავე წლის 22 თებერვალს.[5] როგორც კომერციულად, ასევე კრიტიკულად დისკი წარმატებული იყო და გამოცემიდან მხოლოდ პირველი კვირის მანძილზე ბრიტანეთში 208.000 ასლის ოდენობით გაიყიდა. იგი მოხვდა ბრიტანული ალბომების ჩარტის #1 ადგილზე და ეს პოზიცია 16 კვირის მანძილზე ეკავა.[6] ბრიტანეთში21-ს მიენიჭა რვა გზის პლატინის სტატუსი (2.4 მილიონი გაყიდული დისკისათვის).[4]ბილბორდის 200 საუკეთესო ალბომის ჩარტში (აშშ) დისკი ასევე #1 პოზიციაზე მოხვდა, გაიყიდა რა გამოცემიდან პირველი კვირის მანძილზე 352.000 ასლის ოდენობით.[5][7] ჩარტებში წარმატება განმეორდა 17 ევროპულ ქვეყანასა და შტატებში.[8]
BRIT Awards-ის 2011 წლის ცერემონიაზე სიმღერის„Someone Like You“ შესრულებამ აღნიშნული სინგლი მოახვედრა ბრიტანული #1 სინგლების სიაში. პარალელურად ალბომი კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებდა. „Someone Like You“ ამ პოზიციას ოთხი კვირის განმავლობაში იკავებდა.[9][10] ჩარტების ოფიციალური კომპანიის განცხადებით, ადელი არის პირველი ცოცხალი პიროვნება, რომელმაც სინგლების ოფიციალურ ჩარტში მიიღო ორი ჩანაწერი, მოხვედრილი საუკეთესო ხუთეულში და ალბომების ჩარტშიც იგივე წარმატება გაიმეორა. მსგავსი შემთხვევა, ჩარტში რამდენიმე ალბომის სახით მანამდე მხოლოდThe Beatles-ის ისტორიაში დაფიქსირდა, 1964 წელს.[9][10][11]21 საერთო ჯამში ბრიტანულ ჩარტში 11 კვირის მანძილზე იმყოფებოდა - ამ ქვეყნის ჩარტში შემსრულებელი ქალისათვის ეს იყო ნამდვილი რეკორდი, ვინაიდან მანამდე მხოლოდმადონას ერგო მსგავსი წარმატება და მხოლოდ ცხრაკვირიანი პერიოდის ოდენობით - 1990 წელს, კრებულითThe Immaculate Collection.[8][12] აშშ-ში ალბომმა ’ბილბორდის’ სიაში დღეისათვის სულ 9 კვირა გაატარა.[13] ალბომმა ასევე დაამყარა რეკორდი ბრიტანეთშიციფრული ჩამონატვირთების რაოდენობის მხრივ.[14] 2011 წლის მაისისათვის მომღერლის შემოსავალი შეადგენდა 6 მილიონგირვანქა სტერლინგს. 30 წლამდე ბრიტანელი და ირლანდიელი შემსრულებლების სიაში იგი მოხვდალილი ალენისა დადაფის გვერდით, #9 ადგილზე.[15]