Ј,j (ჲ,ჯოტა) —ლათინურიდან ნასესხები სერბული ანბანის მეთერთმეტე და მაკედონური ანბანის მეთორმეტეასო-ბგერა. ეს არის რუსულიЙ,й-ს სერბულ-კირილური ადეკვატი, ანუ ნახევარხმოვანი, რომლითაც ხდება ბგერის იოტირება. იგივე ნიშანი გამოიყენებასერბულ-ხორვატულის ორივე წერით ვარიანტში იმ განსხვავებით, რომ, თუ ე.წ.ჩირილიცაში ამ ასო-ნიშნით მხოლოდ ხმოვნების იოტირებაა შესაძლებელი (ja, je, jo, ju), ხოლო ლათინურ ანბანში, ანუ ე.წ. ლატინიცაში მას "ნ" და "ლ" თანხმოვნების შესარბილებლადაც გამოიყენებენ Nj, nj და Lj, lj. სერბულ მართლწერაში ამ ორი ასო-ნიშნის (н-სა და ь-ს, л-სა და ь-სი) კომბინაციის ხშირმა გამოყენებამ დროთა განმავლობაში წარმოქმნა დიგრაფები Њ, њ და Љ, љ.
Jahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000. (იხ. გვ. 111. "glas j")