სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციადონეცკის ოლქის ქალაქსლოვიანსკის დასაბრუნებლადპრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ,კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიცდონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყესჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმაოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.
ბენიტო მუსოლინიბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინი — იტალიისფაშისტიდიქტატორი1922-1943 წლებში.1919 წლის23 მარტსმილანში სან-სეპოლკოს მოედანზე ერთ-ერთ კლუბში მუსოლინიმ შეკრიბა რამდენიმე ათეული თავისი მიმდევარი და ახალი პოლიტიკური ძალის სახით ჩამოაყალიბა „ბრძოლის კავშირი“, რომელიც ფასციასავით მჭიდროდ იქნებოდა შეკავშირებული (ფასცია — წნელის კონა — ძალაუფლების სიმბოლოძველ რომში). შეკრებილთა შორის იყვნენ სხვა პოლიტიკურ პარტიებს ჩამოშორებული რადიკალები და „არდიტი“-ს ბატალიონების ყოფილი მეომრები („არდიტი“ ანუ „მამაცები“ — სპეცდანიშნულების მეომრები). მათ შეადგინეს საკმაოდეკლეკტური პროგრამა, რომელშიცნაციონალისტური მოწოდებების შემდეგ მოდიოდა შემდეგი პუნქტები: მაღალი გადასახადის დაწესებაკაპიტალზე; ბირჟის ლიკვიდაცია;ეკლესიის ქონების კონფისკაცია;დალმაციის ანექსია და წარმოებების მართვის მუშებისთვის გადაცემა.